2024 წელს ქ. თბილისში გასამართი აზიის განვითარების ბანკის (ADB) 57-ე ყოველწლიური შეხვედრის ორგანიზებისათვის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ
მიღების თარიღი 16.01.2023
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №13
სარეგისტრაციო კოდი 010220020.10.003.023847
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 17/01/2023
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
16.01.2023 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოციალური პარტნიორობის სამმხრივი ტერიტორიული კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ გარემოსდაცვითი პროგრამის კომისიის შემადგენლობის განსაზღვრისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირების უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერის საკოორდინაციო სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
2024 წელს ქ. თბილისში გასამართი აზიის განვითარების ბანკის (ADB) 57-ე ყოველწლიური შეხვედრის ორგანიზებისათვის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №13
2023 წლის 16 იანვარი
ქ. თბილისი
2024 წელს ქ. თბილისში გასამართი აზიის განვითარების ბანკის (ADB) 57-ე ყოველწლიური შეხვედრის ორგანიზებისათვის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ
მუხლი 1🔗
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად, 2024 წლის 2 – 5 მაისს აზიის განვითარების ბანკის (ADB) ქ. თბილისში გასამართი 57-ე ყოველწლიური შეხვედრის სათანადო დონეზე ორგანიზების მიზნით, შეიქმნას 2024 წელს ქ. თბილისში გასამართი აზიის განვითარების ბანკის (ADB) 57-ე ყოველწლიური შეხვედრის ორგანიზების უზრუნველმყოფი სამთავრობო კომისია (შემდგომში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით:
ლაშა ხუციშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი, საქართველოს მხრიდან აზიის განვითარების ბანკის (ADB) მმართველი, კომისიის თავმჯდომარე;
ლევან დავითაშვილი – ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, საქართველოს მხრიდან აზიის განვითარების ბანკის (ADB) ალტერნატიული მმართველი, კომისიის წევრი;
თეა წულუკიანი – ვიცე-პრემიერი, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, კომისიის წევრი;
ილია დარჩიაშვილი – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, კომისიის წევრი;
ირაკლი ქარსელაძე – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, კომისიის წევრი;
რატი ბრეგაძე – საქართველოს იუსტიციის მინისტრი, კომისიის წევრი;
ვახტანგ გომელაური – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, კომისიის წევრი;
ოთარ შამუგია – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, კომისიის წევრი;
მიხეილ ჩხენკელი – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, კომისიის წევრი;
ზურაბ აზარაშვილი – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, კომისიის წევრი;
რევაზ ჯაველიძე – საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, კომისიის წევრი;
ანზორ ჩუბინიძე – სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი, კომისიის წევრი;
გიორგი კაკაურიძე – საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის წევრი;
ეკატერინე გუნცაძე – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი.
მუხლი 2🔗
კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მიღება ეთხოვოთ:
ა) საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენელს;
ბ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელს;
გ) შეინ როზენტალს – აზიის განვითარების ბანკის (ADB) რეგიონულ დირექტორს.
მუხლი 3🔗
დამტკიცდეს 2024 წელს ქ. თბილისში გასამართი აზიის განვითარების ბანკის (ADB) 57-ე ყოველწლიური შეხვედრის ორგანიზების უზრუნველმყოფი სამთავრობო კომისიის თანდართული დებულება.
მუხლი 4🔗
2024 წელს ქ. თბილისში გასამართი აზიის განვითარების ბანკის (ADB) 57-ე ყოველწლიური შეხვედრის ორგანიზების უზრუნველმყოფი სამთავრობო კომისიის საქმიანობის მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში, არამუდმივი ამოცანების შესასრულებლად, კომისიის საქმიანობის ვადით, დაშვებულ იქნეს 1 დამატებითი შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის პოზიცია, 2023-2024 წლების შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონებით განსაზღვრული წესით.
მუხლი 5🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
2024 წელს ქ. თბილისში გასამართი აზიის განვითარების ბანკის (ADB) 57-ე ყოველწლიური შეხვედრის ორგანიზების უზრუნველმყოფი სამთავრობო კომისიის დებულება
მუხლი 1🔗. კომისიის მიზანი და ამოცანები
2024 წელს ქ. თბილისში გასამართი აზიის განვითარების ბანკის (ADB) 57-ე ყოველწლიური შეხვედრის ორგანიზების უზრუნველმყოფი სამთავრობო კომისიის (შემდგომში – კომისია) მიზანია 2024 წლის 2 – 5 მაისს ქ. თბილისში გასამართი აზიის განვითარების ბანკის (ADB) 57-ე ყოველწლიური შეხვედრის ორგანიზება.
მუხლი 2🔗. კომისიის შემადგენლობა
1. კომისიის შემადგენლობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.
2. კომისიის შემადგენლობაში სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, შეიძლება შედიოდნენ სხვა პირებიც.
3. კომისიის შემადგენლობაში შემავალი პირების მიერ ამ დებულებით განსაზღვრული უფლებებისა და ვალდებულებების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, კომისიის შემადგენლობაში შემავალ პირს შეუძლია განახორციელოს უფლებამოსილების დელეგირება შესაბამისი წერილობითი დოკუმენტის საფუძველზე.
მუხლი 3🔗. კომისიის უფლებამოსილება
დასახული მიზნების მისაღწევად კომისია უფლებამოსილია:
ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს სახელმწიფო ორგანოებიდან და დაწესებულებებიდან გამოითხოვოს კომისიის საქმიანობისთვის საჭირო ინფორმაცია;
ბ) მიმართოს თხოვნით სახელმწიფო ორგანოებს, კომპეტენციის ფარგლებში დახმარების გაწევის კუთხით;
გ) შექმნას სამუშაო ჯგუფები და განსაზღვროს მათი შემადგენლობა, მიიწვიოს დამოუკიდებელი ექსპერტები და სხვა პირები თავის კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესწავლისა და სათანადო რეკომენდაციების შემუშავების მიზნით.
მუხლი 4🔗. კომისიის სამდივნო
1. კომისიის საქმიანობის ადმინისტრირებას, ორგანიზაციულ და ანალიტიკურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს კომისიის სამდივნო.
2. კომისიის სამდივნოს უფლებამოსილებას ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
მუხლი 5🔗. კომისიის მუშაობის ორგანიზება
1. კომისიას ხელმძღვანელობს და მის სხდომებს წარმართავს კომისიის თავმჯდომარე.
2. კომისიის სხდომების პერიოდულობას, დაკისრებული ფუნქციების გათვალისწინებით, განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე.
3. კომისია თავისი შემადგენლობიდან ირჩევს კომისიის მომხსენებელს.
4. კომისიის სხდომის დღის წესრიგს ამტკიცებს კომისიის თავმჯდომარე.
5. კომისიის სხდომაზე საკითხის გატანის უფლება აქვთ: კომისიის თავმჯდომარესა და წევრებს, აგრეთვე კომისიის მომხსენებელს.
6. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი.
7. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით.
8. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს კომისიის სხდომის თავმჯდომარე და კომისიის სხდომის ოქმის მწარმოებელი პირი. კომისიის სხდომის ოქმი ეგზავნებათ კომისიის წევრებს.