მიწოდებისა
ძირითადი
პირობების
განსაზღვრა
:

1. ღონისძიების
დაფინანსებისთვის
მიმწოდებელთან
ხელშეკრულების
გაფორმებამდე
, კომისია
, განიხილავს
თითოეულ
მიმწოდებლის
მიერ
წარდგენილ
დოკუმენტაციას
და
ხარჯთაღრიცხვას
გონივრული
მისადაგების
ფარგლებში
.

2. ქვეპროგრამით
გათვალისწინებული
მომსახურების
მიწოდება
მიმწოდებლის
მიერ
ხდება
სააგენტოსა
და
მიმწოდებელს
შორის
გაფორმებული
მომსახურების
მიწოდების
ხელშეკრულების
საფუძველზე
და
ამავე
ხელშეკრულებით
დარეგულირებული
პირობებით
.

3. სტაჟირების
შემთხვევაში
, სტაჟირებაზე
გაგზავნილი
მოსარგებლეებისათვის
გაიცემა
სახელმწიფო
სტიპენდია
, ამასთან
, სახელმწიფო
სტიპენდიის
ოდენობა
განისაზღვრება
თვეში
200 ლარით
ერთ
მოსარგებლეზე
, დისტანციურის
სტაჟირების
შემთხვევაში
თვეში
100 ლარით
ერთ
მოსარგებლეზე
:

ა
) ღონისძიებით
ანაზღაურდება
ერთი
მოსარგებლისთვის
მომსახურებისა
და
/ან
სტაჟირების
მხოლოდ
ერთი
კურსი
;

ბ
) ვაუჩერის
ანაზღაურების
პირობები
:

ბ
.ა
) ღონისძიების
ფარგლებში
ანაზღაურებას
ექვემდებარება
მიმწოდებლის
მიერ
წარმოდგენილი
ინფორმაციის
საფუძველზე
მისთვის
ვადის
დაცვით
წარდგენილი
ვაუჩერი
. ძალადაკარგული
ვაუჩერის
საფუძველზე
მომსახურების
მიწოდების
შემთხვევაში
– ეს
მომსახურება
სააგენტოს
მიერ
არ
ანაზღაურდება
;

ბ
.ბ
) მიმწოდებელს
, სააგენტოსთან
შეუთანხმებლად
, უფლება
არ
აქვს
, უარი
უთხრას
მოსარგებლეს
მე
-4 მუხლის
მე
-10 პუნქტით
მითითებული
ვადის
დაცვით
წარდგენილი
მატერიალიზებული
ვაუჩერის
მიღებასა
და
გათვალისწინებულ
მომსახურების
მიწოდებაზე
. სტაჟირების
გასავლელად
ვადის
დაცვით
წარდგენილი
საგზურის
შემთხვევაში
, მიმწოდებელი
10 სამუშაო
დღის
ვადაში
იღებს
გადაწყვეტილებას
მომსახურების
კონკრეტული
მოსარგებლისთვის
მიწოდების
თაობაზე
.

გ
) დაუშვებელია
მიმწოდებლის
მიერ
გათვალისწინებული
მომსახურების
და
/ან
სტაჟირების
მიღებასთან
დაკავშირებული
ისეთი
ვალდებულების
დაწესება
, რომლის
შესრულება
პირდაპირ
ან
ირიბად
ფინანსურ
ტვირთად
დააწვება
მოსარგებლეს
;

დ
) თუ
მოსარგებლე
ვერ
დაასრულებს
სტაჟირებას
მისგან
დამოუკიდებელი
, ან
საპატიო
მიზეზით
, მაშინ
, სააგენტო
, მიმწოდებელთან
შეთანხმებით
, უფლებას
აძლევს
მოსარგებლეს
, დაასრულოს
სტაჟირება
, თუ
მოსარგებლე
განცხადებით
მიმართავს
სააგენტოს
;

ე
) ღონისძიების
ფარგლებში
სტაჟირების
გავლა
შეუძლიათ
სააგენტოში
რეგისტრირებულ
სამუშაოს
მაძიებლებს
, მათ
შორის
გასულ
წლებში
პროფესიული
მომზადებისა
და
პროფესიული
გადამზადების
პროგრამის
კურსდამთავრებულებს
;

ვ
) სტაჟირების
გასავლელად
სამუშაოს
მაძიებელმა
უნდა
წარადგინოს
პირადობის
დამადასტურებელი
დოკუმენტი
. ასევე
, გასულ
წლებში
, არსებობის
შემთხვევაში
, პროფესიული
მომზადებისა
და
პროფესიული
გადამზადების
პროგრამის
დასრულების
დამადასტურებელი
დოკუმენტი
(სერტიფიკატი
);

ზ
) სტაჟიორი
, რომლის
საკვალიფიკაციო
მონაცემები
მისაღებია
დამსაქმებლისათვის
, კვალიფიკაციას
აიმაღლებს
შესაბამის
კერძო
დაწესებულების
ვაკანტურ
ან
/და
პერსპექტიულ
პოზიციაზე
;

თ
) სტაჟირების
მიზნით
სამუშაოს
მაძიებელთა
შერჩევა
და
გაგზავნა
ხდება
დამსაქმებელთან
შეთანხმებით
, ამასთან
, სტაჟირებით
სარგებლობის
თაობაზე
, სააგენტოსთან
შეთანხმებით
, საბოლოო
გადაწყვეტილებას
იღებს
მიმწოდებელი
მოსარგებლის
გაგზავნიდან
არაუმეტეს 10 სამუშაო
დღეში
;

ი
) ერთ
პოზიციაზე
მიმწოდებელს
შეუძლია
აიყვანოს
არაუმეტეს სამი
სტაჟიორი
;

კ
) სტაჟირების
დასრულების
შემდგომ
დამსაქმებელი
შერჩევის
საფუძველზე
უფორმებს
შრომით
ხელშეკრულებას
მინიმუმ
ერთ
სტაჟიორს
, არანაკლებ
6 თვის
ვადით
, მოქმედი
კანონმდებლობის
შესაბამისად
;

ლ
) ამ
ღონისძიების
მიზნებისათვის
, სტაჟირება
ერთჯერადი
ხასიათისაა
და
ტარდება
პრაქტიკული
უნარ
-ჩვევების
განვითარების
, გამოცდილების
მიღებისა
და
დასაქმების
ხელშეწყობის
მიზნით
;

მ
) სტაჟირების
მაქსიმალური
ხანგრძლივობა
განისაზღვრება
დამსაქმებელთან
შეთანხმებით
და
იგი
არ
აღემატება
6 (ექვს
) კალენდარულ
თვეს
;

ნ
) სტაჟირების
პერიოდში
სტაჟიორის
მხრიდან
არაკეთილსინდისიერად
მოქცევის
შემთხვევაში
, დამსაქმებელი
ვალდებულია
წერილობით
აცნობოს
ამის
თაობაზე
სააგენტოს
;

ო
) სტაჟიორი
ვალდებულია
შეინახოს
სტაჟირების
გავლის
დამადასტურებელი
დოკუმენტი
, რომლითაც
განსაზღვრულია
მისი
მოვალეობები
და
რომელიც
შეიცავს
დამსაქმებლის
შეფასებას
. ეს
შეფასება
ხორციელდება
სააგენტოსთან
შეთანხმებული
შეფასების
კრიტერიუმით
და
ეხება
სტაჟიორის
მიერ
მისთვის
დაკისრებული
მოვალეობების
შესრულებას
;

პ
) სტაჟირების
პერიოდში
განხორციელებული
მეთვალყურეობისა
და
მონიტორინგის
შედეგების
საფუძველზე
აღმოჩენილი
დარღვევების
, სტაჟიორისა
და
დამსაქმებლის
მხრიდან
არაკეთილსინდისიერი
მოქცევის
შემთხვევაში
, ასევე
დამსაქმებლის
წერილობითი
მომართვის
საფუძველზე
, სააგენტო
უფლებამოსილია
შეწყვიტოს
სტაჟიორისათვის
სახელმწიფო
სტიპენდიის
გაცემა