საბროკერო კომპანიისა და რეგისტრატორის მიერ ინფორმაციის მიღების, დამუშავებისა და გადაცემის წესების პროექტების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის
დადგენილება №35
2003 წლის 22 დეკემბერი
ქ. თბილისი
საბროკერო კომპანიისა და რეგისტრატორის მიერ ინფორმაციის მიღების, დამუშავებისა და გადაცემის წესების პროექტების თაობაზე
„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების საფუძველზე საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისია ადგენს:
1. მოწონებულ იქნეს და საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნულ კომისიასთან შეთანხმებულად იქნეს აღიარებული:
ა) „საბროკერო კომპანიის მიერ ინფორმაციის მიღების, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გადაცემის წესის“ პროექტი;
ბ) „ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მიერ ინფორმაციის მიღების, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გადაცემის წესის“ პროექტი.
2. წინამდებარე დადგენილების პირველ პუნქტში მითითებული წესების საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ ნორმატიულ აქტებად გამოცემის შემთხვევაში კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნულმა კომისიამ განახორციელოს საზედამხედველო ფუნქციები საბროკერო კომპანიებისა და ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორების მიერ ამ წესების მოთხოვნათა დაცვაზე.
3. აღნიშნული ეცნობოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს.
კომისიის თავმჯდომარე მიხეილ ჯიბუტი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საბროკერო კომპანიისა და რეგისტრატორის მიერ ინფორმაციის მიღების, დამუშავებისა და გადაცემის წესების პროექტების თაობაზე“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 04.08.2010.
- როდის იქნა მიღებული „საბროკერო კომპანიისა და რეგისტრატორის მიერ ინფორმაციის მიღების, დამუშავებისა და გადაცემის წესების პროექტების თაობაზე“?
- „საბროკერო კომპანიისა და რეგისტრატორის მიერ ინფორმაციის მიღების, დამუშავებისა და გადაცემის წესების პროექტების თაობაზე“ მიღებულია 22.12.2003. მიმღები ორგანო — საქართველოს ფასიანი ქაღალდების კომისია. დოკუმენტის ნომერი — №35. სარეგისტრაციო კოდი — 010220020.17.010.006260.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საბროკერო კომპანიისა და რეგისტრატორის მიერ ინფორმაციის მიღების, დამუშავებისა და გადაცემის წესების პროექტების თაობაზე“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 04.08.2010-დან.
- სად არის „საბროკერო კომპანიისა და რეგისტრატორის მიერ ინფორმაციის მიღების, დამუშავებისა და გადაცემის წესების პროექტების თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 04.08.2010 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ფასიანი ქაღალდების კომისიის დადგენილება „საბროკერო კომპანიისა და რეგისტრატორის მიერ ინფორმაციის მიღების, დამუშავებისა და გადაცემის წესების პროექტების თაობაზე“, №35, 22.12.2003, სარეგისტრაციო კოდი 010220020.17.010.006260 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.08.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5694809/