ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
მიღების თარიღი 18.01.2023
ძალის დაკარგვა 18.01.2024
გამომცემი ორგანო ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
ნომერი №9
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.128.016490
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/01/2023
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (3)
| ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი დავით კიკნაძე | ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი |
| LMGG | ITL |
| 0,37 | 1 |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 17.01.2024
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
თვითმმართველობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №9
2023 წლის 18 იანვარი
დაბა ხარაგაული
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტის, „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დადგინდეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დანართის შესაბამისად (თან ერთვის).
მუხლი 2🔗
ალადაკარგულად გამოცხადდეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 7 მაისის №19 დადგენილება „ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი 14/05/2018 ; სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.128.016334).
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავეხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიდავით კიკნაძე
დანართი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულ;ების მიწის ნორმატიული ფასი
დადგინდეს მიწის ნორმატიული ფასი
1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის-დაბა ხარაგაულის ტერიტორიაზე არსებული მუნიციპალიტეტის საკუთრებაში მყოფი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვ.მ მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში – მიწის ნორამტიული ფასი) დგინდება შესაბამის ტერიტორიაზე მიწის საბაზრო ფასის გათვალიწინებით და გამოიანგარიშება ფორმულის მიხედვით.
CN=IMG XITL XC X K,
სადაც
ა) C N არის ერთი კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი;
ბ) I M G არის ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მაკრომდებარეობის ინდექსი და უდრის 0, 37;
გ) I T L – არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი და უდრის 1;
დ) C – არის საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1 კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა 0.24 ლარის ტოლია;
ე) K – არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა უდრის 120-ს.
2. დანართის პირველი მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ხარაგაულის ადმინისტრაციული ცენტრისათვის დაბა ხარაგაულისათვის მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით:
LMGG
ITL
C
K
CN(lari)
0,37
1
0,24
120
10.66
3. მუნიციპალიტეტის სოფლებისათვის, გარდა მე-5 პუნქტში აღნიშნული გამონაკლისებისა, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს დაბა ხარაგაულისათვის დადგენილი ფასის 40% და იგი განისაზღვროს 4.26 ლარით.
4. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში, გარდა მე-5 პუნქტში აღნიშნული გამონაკლისებისა მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს დაბა ხარაგაულისათვის დადგენილი ფასის 25% და იგი შეადგენს 2.67 ლარს.
5.ხარაგაულის მუნიცპალიტეტის სოფლებში და დასახლებათა შორის არეალებში გამავალ „საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №407 დადგენილებით განსაზღვრულ:
ა) ს-1 ინდექსის საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის 50 მეტრ რადიუსში (თითოეულ მხარეს) მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს დაბა ხარაგაულისათვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 100% და იგი შეადგენს 10.66 ლარს;
ბ) შ-55 ,შ-56, შ-101 ინდექსის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს დაბა ხარაგაულისათვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 50% და იგი შეადგენს 5.33 ლარს.