ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
18.01.2023 ძალადაკარგული 06.02.2024
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.166.016555
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 20/01/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

📑 სარჩევი (11 მუხლი)
 

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №2

2023 წლის 18 იანვარი

ქ. გურჯაანი

 

ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის „დ.ბ“ქვეპუნქტის, „საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ მე-7 მუხლის პირველი პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შემოღებული იქნას გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების)  გადასახადი და მისი განაკვეთები განისაზღვროს დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ადგილობრივი (ქონების)  გადასახადის  შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის  შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 01 აპრილის №36 დადგენილება (გამოქვეყნების წყარო: www.matsne.gov.ge 04.04.2022  010250050.35.166.016531
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელილევანი ხაზიური



ადგილობრივი (ქონების) გადასახადის განაკვეთები
მუხლი 1

საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების ღირებულების 1%. ამ მუხლის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება, რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში მხოლოდ უძრავ ქონებასთან მიმართებით უნდა გაიზარდოს:

1.  2000 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 3-ჯერ;

2. 2000 წლიდან 2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 2-ჯერ;

3. 2004 წელს მიღებულ აქტივებზე – 1.5-ჯერ;

4. იმ აქტივებზე, რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს - 3-ჯერ.

მუხლი 2

1. საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტში გათვალისწინებული შემთხვევისა, ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1%.

2. სალიზინგო კომპანიისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე წლიური გადასახადი ლიზინგის მთელ პერიოდის განმავლობაში განისაზღვრება მის მიერ დასაბეგრი ქონების ლიზინგით პირველად გაცემის მომენტისათვის არსებული საბალანსო საწყისი ღირებულების 0,6%.

მუხლი 3

ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთებია:

1. 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.1 %;

 2. 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,9 %.

 მუხლი 4

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისა და ტყის მიწებზე ქონების გადასახადი, საქართველოს 

საგადასახადო კოდექსის 204-ე მუხლის  ცხრილის შესაბამისად  ერთ ჰექტარზე  შეადგენს:

1.  სათიბებზე - 20 ლარს;

2.  საძოვრებზე - 16 ლარს;

3. სახნავი (კარგი და მწირი ხარისხის) და სხვა კატეგორიის  სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე - 87 ლარს;

მუხლი 5

ამ  დადგენილების  მიზნებისთვის  მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე  არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების  მიწის   ტერიტორიული  კოეფიციენტი შეადგენს -  0.45 ლარს.

მუხლი 6

არასასოფლო-სამეურნეო  დანიშნულების   მიწაზე   ქონების  გადასახადი   (ერთ კვადრატულ მეტრზე განისაზღვროს ამ   დადგენილების  მე-5   მუხლში  მითითებული ტერიტორიული კოეფიციენტების გამრავლებით საბაზისო განაკვეთზე   -  0,24 ლარი)  წელიწადში შეადგენს  0.108 ლარს.

მუხლი 7

ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწების ერთ ჰექტარზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია 3 ლარი.

მუხლი 8

1. ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესი, შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით ქონების გადასახადისგან განთავისუფლებული ქონების სახეები დადგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე და 206-ე მუხლებით.

2. ქონების გადასახადისგან თავისუფლდება გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელ სახლებზე ან/და ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები.


ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 06.02.2024.
როდის იქნა მიღებული „ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“?
„ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ მიღებულია 18.01.2023. მიმღები ორგანო — გურჯაანის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №2. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.166.016555.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 06.02.2024-დან.
რამდენი მუხლისგან შედგება „ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 11 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 06.02.2024 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“, №2, 18.01.2023, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.166.016555 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.02.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5695953/