საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 4 იანვრის რიგგარეშე არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებათა შესრულების ახალი ვადის განსაზღვრის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№48/2003
სარეგისტრაციო კოდი
010.190.020.13.007.006.212
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 137, 01/12/2003
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.13.007.006.212

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო

კომისიის დადგენილება №48/2003

2003 წლის 30 ნოემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 4 იანვრის რიგგარეშე არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების შესრულების ახალი ვადის განსაზღვრის თ აობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ” ქვეპუნქტის საფუძველზე

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

    მუხლი I

საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 4 იანვრის რიგგარეშე არჩევნებისათვის:

1. პარტიის, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის ახალ ვადად განისაზღვროს არა უგვიანეს 2003 წლის 2 დეკემბრისა.

2. საქართველოს პრეზიდენტობის კადიდატის რეგისტრაციაში გასატარებლად, კანდიდატის მხარდამჭერ ამომრჩეველთა სიის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წარდგენის ახალ ვადად განისაზრვროს არა უგვიანეს 2003 წლის 12 დეკემბრისა.

3. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის რეგისტრაციაში გატარების ახალ ვადად განისაზღვროს არა უგვიანეს 2003 წლის 17 დკემბრისა.

    მუხლი II

ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის 7) მისი მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.

    მუხლი III

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე ზ. ჭიაბერაშვილი

კომისიის მდივანი დ. ქიტოშვილი