საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 2 ნოემბრის არჩვნებისათვის ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირების ახალი ვადის განსაზღვრის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№38/2003
სარეგისტრაციო კოდი
010.190.020.13.007.006.157
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 123, 27/10/2003
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.13.007.006.157

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №38/2003

2003 წლის 26 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნებისათვის ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირების ახალი ვადის განსაზღვრის თაობაზე

საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული არჩევნებში მონაწილეთა უფლებების დაცვის, საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევების თავიდან აცილებისა და საყოველთაო არჩევნების კანონიერად ჩატარების მიზნით, საქართველოს ორგანული კანონის “საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ერთიანი სიის დაზუსტებისა და სრულყოფილად ფორმირებისათვის, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ამომრჩეველთა ხმის მიცემის უფლება,

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი I. საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიის/ბლოკის, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 68-ე მუხლით განსაზღვრული დამკვირვებელი ორგანიზაციის და ამომრჩევლის მიერ, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში არსებულ ამომრჩეველთა სიებში უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში ამომრჩეველთა მონაცემებსა და ამომრჩეველთა სიებში ცვლილების და განცხადებების შეტანის ახალ ვადად განისაზღვროს არა უგვიანეს 2003 წლის 30 ოქტომბრის 1800 საათისა.

მუხლი II. ამოღებულ იქნეს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დად­გენილება №32/2003 მუხლი ხუთი, შემდეგი წინადადება: “აკრძალულია ამომრ­ჩეველთა სიებში ცვლილებების შეტანა არჩევნების წინა ერთი დღის განმავლობაში”.

მუხლი III. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7) მისი მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.

მუხლი IV. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე ნ. დევდარიანი

კომისიის მდივანი გ.მიქანაძე