საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნებში ამომრჩეველთა ერთიანი სიების ფორმირების წესის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№29/2003
სარეგისტრაციო კოდი
010.190.020.13.007.006.130
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 118, 15/10/2003
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.13.007.006.130

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №29/2003

2003 წლის 11 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნებში ამომრჩეველთა ერთიანი სიების ფორმირების წესის შესახებ

2003 წლის 2 ნოემბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნებისა და რეფერენდუმის სრულყოფილად და ობიექტურად ჩატარების უზრუნველსაყოფად, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა” და „ყ” ქვეპუნქტების საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი I. საარჩევნო სუბიექტი უფლებამოსილია მის ხელთ არსებული ამომრჩეველთა სიის კომპიუტერული ვერსია გადასცეს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის კომპიუტერული უზრუნველყოფის განყოფილებას 2003 წლის 13 ოქტომბრამდე.

მუხლი II. ცენტრალური საარჩევნო კომისიის კომპიუტერული უზრუნველ­ყო­ფის განყოფილებამ უზრუნველყოს ამ დადგენილების I მუხლში მითითებული სიების შედარება საქართველოს ცენტარლური საარჩევნო კომისიაში არსებულ ამომრჩეველთა ერთიან სიასთან.

კომპიუტერული უზრუნველყოფის განყოფილება საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი კითხვებით მიმართავს ზემოთ მითითებული სუბიექტების სიაზე მომუშავე სპეციალისტებს.

მუხლი III. ამ დადგენილების მე-2 მუხლში გათვალისწინებული შედარების შედეგად სიებში აღმოჩენილი უზუსტობები საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 1286 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტების საფუძველზე ეგზავნება შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას არა უგვიანეს მომდევნო დღისა შემდგომი რეაგირების მიზნით. აღნიშნული განცხადებების განხილვის მიზნით ინფორმაციის გადამოწმება ევალება საოლქო საარჩევნო კომისიას.

მე-3 მუხლში მოითითებული წესი ვრცელდება ამომრჩეველის, საარჩევნო სუბიექტებისა და დამკვირვებელი ორგანიზაციის მიერ წარდგენილი ამომრჩეველთა სიებში უზუსტობის აღმოფხვრის შესახებ განცხადების განხილვის პროცედურაზე.

მუხლი IV. აღნიშნული დადგენილებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება მოხდეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის №28/2003 დადგენილებით განსაზღვრულ ვადებში.

მუხლი V. ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

მუხლი VI. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (მის. : თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. №7ა) 3 კალენდარული დღის ვადაში.

კომისიის თავმჯდომარე ნ. დევდარიანი

კომისიის მდივანი გ. მიქანაძე