ამომრჩაველთა ერთიანი სიების შემოწმების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№44/2003
სარეგისტრაციო კოდი
010.190.020.13.007.006.178
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 130, 14/11/2003
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

სახელმწიფო სარგეისტრაციო კოდი 010.190.020.13.007.006.178

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო

კომისიის დადგენილება №44/2003

2003 წლის 13 ნოემბერი

ქ. თბილისი

ამომრჩეველთა ერთიანი სიების გადამოწმების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 106-ე და 1286 მუხლების საფუძველზე:

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

    მუხლი I

საქართველოს პარლამენტის 2003 წლის მაჟორიტარული წესით არჩევნების მეორე ტურის არჩევნების ორგანიზებულად ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით დაევალოს საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიებს ამომრჩეველთა სიების გადამოწმება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 1286 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული დაწესებულებების მონაცემების, ასევე მოქალაქეთა განცხადებების საფუძველზე მაჟორიტარული წესით არჩევნების მეორე ტურის ჩატარებამდე.

    მუხლი II 

ამომრჩეველთა სიების გადამოწმებული ვარიანტი საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიებმა მიაწოდონ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მეორე ტურის არჩევნების გამართვამდე სამი დღით ადრე მაინც.

    მუხლი III

ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია გაეცნოს ამომრჩეველთა სიების გადამოწმებულ ვარიანტს და უზუსტობის აღმოჩენისას მიმართოს საუბნო საარჩევნო კომისიას ხარვეზის აღმოსაფხვრელად.

    მუხლი IV 

დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში გამოქვეყნებიდან 3 დღის ვადაში.

    მუხლი V

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე ნანა დევდარიანი

კომისიის მდივანი გიორგი მიქანაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ამომრჩაველთა ერთიანი სიების შემოწმების შესახებ“?
დიახ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება „ამომრჩაველთა ერთიანი სიების შემოწმების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 13.11.2003.
როდის იქნა მიღებული „ამომრჩაველთა ერთიანი სიების შემოწმების შესახებ“?
„ამომრჩაველთა ერთიანი სიების შემოწმების შესახებ“ მიღებულია 13.11.2003. მიმღები ორგანო — საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია. დოკუმენტის ნომერი — №44/2003. სარეგისტრაციო კოდი — 010.190.020.13.007.006.178.
სად არის „ამომრჩაველთა ერთიანი სიების შემოწმების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 13.11.2003 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება „ამომრჩაველთა ერთიანი სიების შემოწმების შესახებ“, №44/2003, 13.11.2003, სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.13.007.006.178 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.11.2003). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/56614/