სპეციალური კონვერტების ხელმოწერით დამოწმების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№25/2003
სარეგისტრაციო კოდი
010.220.020.13.007.006.122
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 116, 08/10/2003
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.220.020.13.007.006.122

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №25/2003

2003 წლის 7 ოქტომბერი

ქ. თბილისი

სპეციალური კონვერტების ხელმოწერებით დამოწმების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის “საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 59-ე მუხლის მე-3 პუნქტის “ა” ქვეპუნქტის საფუძველზე დადგენილი ნიმუშის საარჩევნო ბიულეტენი ბათილად მიიჩნევა, თუ სპეციალურ კონვერტზე არ არის კომისიის ორი წევრის ხელმოწერა. ამასთან, ის ნორმა, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს კენჭისყრის ჩატარებისას კომისიის ორი წევრის მიერ სპეციალურ კონვერტზე ხელმოწერას, საარჩევნო კოდექსი არ ითვალისწინებს. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით საქართველოს ორგანული კანონის “საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი I. საქართველოს ორგანული კანონის “საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის “ვ” ქვეპუნქტის საფუძველზე დაკეცილი ბიულეტენი (ბიულეტენები) ამომრჩეველს მიაქვს თვალსაჩინო ადგილას განცალკევებით მდგარ მაგიდასთან, სადაც სპეციალური ბეჭდით დამმოწმებელი კომისიის წევრი ამოწმებს ბიულეტენის უკანა გვერდზე ხელმოწერების არსებობას და მათი არსებობის შემთხვევაში სპეციალური ბეჭდით დაამოწმებს მას, ამომრჩეველს მისცემს ხელმოწერილ და იმავე ბეჭდით დამოწმებულ სპეციალურ კონვერტს, რის შემდეგ ახორციელებს მარკირებას. სპეციალურ კონვერტს ხელს აწერს ასევე იქვე მყოფი საამისოდ წილისყრით გამოვლენილი კომისიის წევრი.

მუხლი II. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (მისამართი: თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. N7) მისი მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.

მუხლი III. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე ნ. დევდარიანი

კომისიის მდივანი გ. მიქანაძე