საქაართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან სპეციალური ჯგუფის (ნდობის ჯგუფის) შექმნის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№7/2003
სარეგისტრაციო კოდი
010.340.000.13.007.006.041
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 94, 27/08/2003
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფოსარეგისტრაციოკოდი010.340.000.13.007.006.041

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №7/2003

2003 წლის 25 აგვისტო

ქ. თბილისი

საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან სპეციალური ჯგუფის (ნდობის ჯგუფის) შექმნის შესახებ

2003 წლის საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულ და სამართლიან გარემოში ჩატარების, არჩევნებში მონაწილე სუბიექტების თანასწორუფლებიანობის დაცვისა და არჩევნების საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე ჩატარების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 29-ე მუხლის 1-ლი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტის შესაბამისად,

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი I. 1. 2003 წლის საპარლამენტო არჩევნების ობიექტურ ვითარებაში ჩატარების უზრუნველსაყოფად ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან იქმნება სპეციალური ჯგუფი (შემდგომში – ნდობის ჯგუფი).

2. ნდობის ჯგუფის შექმნის მიზანია შეიმუშაოს საქართველოს ამომრჩეველთა მონაცემების კომპიუტერული ბაზის ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების წესები და წარუდგინოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დასამტკიცებლად. აღნიშნულ გადაწყვეტილებას კომისია იღებს დამსწრე წევრთა უმრავლესობით.

3. ნდობის ჯგუფი იქმნება 3 წევრის შემადგენლობით.

4. ნდობის ჯგუფის წევრობის კანდიდატის წარდგენის უფლება აქვს ცენტრალური საარჩევნო კომისიის არანაკლებ 3 წევრს ერთობლივად, რომლებსაც არ აქვს უფლება შევიდეს სხვა 3-კაციან ჯგუფში.

5. ნდობის ჯგუფის სხდომები იმართება საჭიროებისამებრ, ხოლო არჩევნებამდე 40 დღის მანძილზე კვირაში ერთხელ მაინც.

6. ნდობის ჯგუფის უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება 2003 წლის 1 სექტემბრიდან არჩევნების შედეგების დამტკიცებამდე.

7. ნდობის ჯგუფს უფლება აქვს კონსულტაციების და დახმარების მიზნით მიმართოს შესაბამისი დარგის სპეციალისტებსა და სახელმწიფო ორგანოებს.

მუხლი II. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7) მისი მიღებიდან    3 კალენდა­რუ­ლი დღის ვადაში.

მუხლი III. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. ზესაშვილი

კომისიის თავმჯდომარე    

მ. კოპალეიშვილი

კომისიის მდივანი