„სიღნაღის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების და ჯილდოს მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 28 სექტემბრის N25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.168.016368
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/01/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

📑 სარჩევი (9 მუხლი)
 

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №1

2023 წლის 27 იანვარი

ქ. სიღნაღი

 

„სიღნაღის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების და ჯილდოს მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 28 სექტემბრის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„სიღნაღის მუნიციპალიტეტის საპატიო  წოდების და ჯილდოს მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 28 სექტემბრის №25 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 29.09.2022წ. 010250050.35.168.016362) შევიდეს შემდეგი სახის ცვლილება:
1. პირველი  მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1.

 1. სიღნაღის მუნიციპალიტეტში შემოღებულ იქნეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის  საპატიო მოქალაქისა  და  სიღნაღის  საპატიო მეციხოვნის წოდებები.

 2. დამტკიცდეს  „სიღნაღის მუნიციპალიტეტის საპატიო  წოდების და ჯილდოს მინიჭების წესი" დანართის მიხედვით.

2. დაემატოს 11 მუხლი  შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 11

ძალადაკარგულად გამოცხადდეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის  30 სექტემბრის N22 დადგენილება „სიღნაღის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ ( www.matsne.gov.ge 05.10.2015წ. 010250050.35.168.016165).“.

 

3. დანართი   ჩამოყალიბდეს  შემდეგი  რედაქციით:

,,დანართი

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საპატიო  წოდების და ჯილდოს მინიჭების წესი

 მუხლი 1.

1. ეს წესი განსაზღვრავს სიღნაღის მუნიციპალიტეტში საპატიო წოდებების და ჯილდოს მინიჭების სამართლებრივ საფუძვლებს და პროცედურული საკითხების განხილვის წესს.

2. სიღნაღის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის, სიღნაღის საპატიო მეციხოვნის და ჯილდოს მინიჭება ხორციელდება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” და  ამ წესის შესაბამისად.

 მუხლი 2.

1. სიღნაღის მუნიციპალიტეტის  საპატიო მოქალაქის, სიღნაღის საპატიო მეციხოვნის წოდებას და ჯილდოს ანიჭებს სიღნაღის  მუნიციპალიტეტის მერი.

2. სიღნაღის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის, სიღნაღის საპატიო მეციხოვნის წოდება და ჯილდო  შეიძლება მიენიჭოს საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქესა და განსაკუთრებულ შემთხვევებში მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელსაც თავისი საზოგადოებრივი, პროფესიული, სამეცნიერო ან/და სხვა საქმიანობით (მოღვაწეობით) აქვს:

ა) განსაკუთრებული დამსახურება საქართველოსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტის წინაშე;

ბ) მნიშვნელოვანი წვლილი შეტანილი სიღნაღის მუნიციპალიტეტის ან/და საქართველოს განვითარების საქმეში;

გ) მნიშვნელოვანი წვლილი შეტანილი სიღნაღის მუნიციპალიტეტთან მეგობრული კავშირების განმტკიცებაში;

დ)  მნიშვნელოვანი  წვლილი შეტანილი სიღნაღის მუნიციპალიტეტის ან/და საქართველოს პოპულარიზაციის საქმეში.

მუხლი 3.

სიღნაღის  მუნიციპალიტეტის  საპატიო მოქალაქის, სიღნაღის  საპატიო მეციხოვნის წოდების და ჯილდოს მინიჭების თაობაზე მოტივირებული შუამდგომლობის აღძვრის უფლება აქვს:

ა) მუნიციპალიტეტის მერს;

ბ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიითი შემადგენლობის 1/3-ს;

გ) საკრებულოს თავმჯდომარეს;

დ) სახელმწიფო,  საზოგადოებრივ, პროფესიულ, შემოქმედებით კავშირებსა და ორგანიზაციებს;

ე)  მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფს, რომლებიც წარმოადგენენ სიღნაღის მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა არანაკლებ 1%-ის ხელმოწერას.

მუხლი 4.

1.  სიღნაღის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის, სიღნაღის საპატიო მეციხოვნის წოდების და ჯილდოს კანდიდატურის წარდგენა  ხორციელდება წერილობითი ფორმით, რასაც თან უნდა ერთოდეს:

ა) „საპატიო წოდების“ და ჯილდოს მისანიჭებლად კანდიდატურის წარმდგენი უფლებამოსილი ორგანიზაციის ან პირების რეკომენდაცია წარდგენილი კანდიდატის ღვაწლის და დამსახურების აღნიშვნით;

ბ) ბიოგრაფიული მონაცემები;

გ) კანდიდატის ღირსების ღვაწლისა და დამსახურების ამსახველი მასალები.

2. კომისიის მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, კანდიდატმა  უნდა წარმოადგინოს წერილობითი  თანხმობა.

მუხლი 5.

1. ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით  განსაზღვრული დოკუმენტები წარედგინება სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიას.

2. წარდგენილი კანდიდატის შესახებ ცნობების შეჯერებას და განხილვას აწარმოებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შექმნილი საპატიო წოდების და ჯილდოს მინიჭების სპეციალური კომისია, რომლის შემადგენლობაში შედიან  მერიის და  საკრებულოს წარმომადგენლები. კომისიის გადაწყვეტილება საპატიო წოდების მინიჭების თაობაზე ფიქსირდება კომისიის სხდომის ოქმში, რომლის საფუძველზეც სიღნაღის მუნიციალიტეტის მერი საპატიო წოდების და ჯილდოს  მინიჭების თაობაზე გამოსცემს ბრძანებას.

მუხლი 6.

1. პირს შეიძლება ჩამოერთვას სიღნაღის  მუნიციპალიტეტის  საპატიო მოქალაქის, სიღნაღის საპატიო მეციხოვნის წოდება და ჯილდო იმ შემთხვევაში, თუ მის მიერ ჩადენილი იქნა:

ა)  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული განზრახი დანაშაული;

ბ) საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ქმედება.

2. სიღნაღის  მუნიციპალიტეტის  საპატიო მოქალაქის, სიღნაღის საპატიო მეციხოვნის წოდებისა და ჯილდოს ჩამორთმევის უფლება აქვს სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერს შესაბამისი კომისიის  დასკვნის საფუძველზე.

 მუხლი 7.

1. სიღნაღის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის, სიღნაღის საპატიო მეციხოვნის ან/და ჯილდოს მინიჭების დამადასტურებელი მოწმობისა და ატრიბუტიკის დამზადებას უზრუნველყოფს სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია.

2. სიღნაღის  საპატიო  მოქალაქის, სიღნაღის საპატიო მეციხოვნის ან/და ჯილდოს მინიჭების შემთხვევაში, დაფინანსება მოხდება სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის „საზოგადოებრივი და ახალგაზრდული ღონისძიებების“ მუხლიდან (0503).“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ჯანიკაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სიღნაღის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების და ჯილდოს მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 28 სექტემბრის N25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „სიღნაღის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების და ჯილდოს მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 28 სექტემბრის N25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 27.01.2023.
როდის იქნა მიღებული „სიღნაღის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების და ჯილდოს მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 28 სექტემბრის N25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„სიღნაღის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების და ჯილდოს მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 28 სექტემბრის N25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 27.01.2023. მიმღები ორგანო — სიღნაღის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №1. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.168.016368.
რამდენი მუხლისგან შედგება „სიღნაღის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების და ჯილდოს მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 28 სექტემბრის N25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 9 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „სიღნაღის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების და ჯილდოს მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 28 სექტემბრის N25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „სიღნაღის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების და ჯილდოს მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 28 სექტემბრის N25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.01.2023 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „სიღნაღის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების და ჯილდოს მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 28 სექტემბრის N25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №1, 27.01.2023, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.168.016368 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.01.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5703518/