ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, მოსაკრებლების ოდენობის განსაზღვრის და ადმინისტრირების შესახებ
მიღების თარიღი 27.01.2023
გამომცემი ორგანო ქარელის მუნიციპალიტეტი
ნომერი №03
სარეგისტრაციო კოდი 210020020.35.144.016423
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/01/2023
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.01.2023 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (15)
| 26 | მოხუცებულთა სახლები, ბავშვთა სახლები (ინფრასტრუქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება) |
| 27 | ყვავილების ღია და დახურული მაღაზიები |
| ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ შუბითიძე | ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| № | მოსაკრებლის გადამხდელი |
| 1. | ოფისები, სააგენტოები, პროფესიული და სახელმწიფო ორგანიზაციები, ბანკები, საკრედიტო და საფინანსო ორგანიზაციები (ინფრასტრუქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება) |
| 2. | პოლიკლინიკები, სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრები, ექიმებისა და სტომატოლოგიური კაბინეტები (ინფრასტრუქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება |
| 3. | საავადმყოფოები(ინფრასტრუქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება) |
| 4. | სასტუმროები (ინფრასტრუქტურის ფართზე შიდა მომსახურებისთვის მოსაკრებელი არ დაერიცხება) |
| 5. | სასურსათო მაღაზიები (სავაჭრო დარბაზი) შერეული |
| 6. | მაღაზიები და აფთიაქები (სავაჭრო დარბაზი) |
| 7. | რესტორნები, სასადილოები, კაფეები, ბარები და სხვა საზ. კვების ობიექტები |
| 8. | აბანოები და საუნები |
| 9. | სკოლები, კოლეჯები, ინსტიტუტები, საბავშვო ბაღები და ბაგა-ბაღები საგანმანათლებლო დაწესებულებები (ინფრასტრუქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება) |
| 10. | თეატრები და კინოთეატრები |
| 11. | დისკოთეკები, ღამის კლუბები, კაზინოები, ტოტალიზატორები, სათამაშო კლუბები |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის წესის ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, გადახდის წესისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, ოდენობის განსაზღვრის, შესაბამისი ინსტრუქციის და ქვითრის ტიპური ფორმის დამტკიცების შესახებ ქედის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი განაკვეთის განსაზღვრის შესახებ მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, გადახდის ინსტრუქციისა და დაგვა-დასუფთავების, ნარჩენებისმართვის, ოპერატორის შერჩევის და მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ნარჩენების განკარგვის წესის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, მოსაკრებლების ოდენობის განსაზღვრის და ადმინისტრირების შესახებ
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №03
2023 წლის 27 იანვარი
ქ. ქარელი
ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, მოსაკრებლების ოდენობის განსაზღვრის და ადმინისტრირების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის და 93-ე მუხლის, საქართველოს კანონის „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის“ შესაბამისად, ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
შემოღებულ იქნას ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემდეგი სახის ადგილობრივი მოსაკრებლები:
1.1. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის;
1.2. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული, ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის;
1.3. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული, ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურებისათვის;
1.4. სათამაშო (გარდა ლატარიის მოწყობისთვის დადგენილისა) ბიზნესისათვის.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს ,,ქარელის მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების, ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის, (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო, მშენებლობის სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღება) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების და სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთი და ადმინისტრირების წესი დანართი №1 შესაბამისად.
მუხლი 3🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
3.1 ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 6 იანვრის №1 დადგენილება ,,ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ (www.matsne.gov.ge 10/01/2012 სარეგისტრაციო კოდი: 210020020.35.144.016073);
3.2 ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 28 ოქტომბრის №17 დადგენილება ქარელის მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge 01/11/2022, სარეგისტრაციო კოდი: 210020010.35.144.016412).
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჯუმბერ შუბითიძე
დანართი №1
ქარელის მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების, ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის, (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო , მშენებლობის სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღება) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების და სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთი და ადმინისტრირების წესი
თავი I
ზოგადი ნაწილი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
ეს წესი აწესრიგებს ქარელის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების, ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის, (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო, მშენებლობის სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღება) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების და სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს მოსაკრებლის განაკვეთებს, გადახდის წესსა და მოსაკრებლის გადამხდელთა უფლება-მოვალეობებს.
მუხლი 2🔗. მოსაკრებლის ცნება
ადგილობრივი მოსაკრებელი არის აუცილებელი გადასახდელი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში, რომელსაც ფიზიკური და იურიდიული პირები იხდიან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ განსაზღვრული ვადით, ან უამისოდ, კანონით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების, ან/და სარგებლობის უფლების მინიჭებისათვის, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გარკვეული მომსახურების გაწევისათვის.
თავი II
მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის
მუხლი 3🔗. მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის
მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის წარმოადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ ტერიტორიის დაგვა-დასუფთავებისა და ტერიტორიაზე წარმოქმნილი ნარჩენების საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსის“ შესაბამისად, მართვისთვის გაწეული მომსახურებისათვის გათვალისწინებულ აუცილებელ გადასახდელს.
მუხლი 4🔗. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებელის გადამხდელი
მოსაკრებლის გადამხდელია ფიზიკური, ან/და იურიდიული პირი, ორგანიზაცია, დაწესებულება, რომელიც ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმოქმნის ნარჩენებს.
მუხლი 5🔗. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებელის გამოანგარიშებისა და გადახდის წესი
1. მოსაკრებლის განაკვეთი წესდება ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასუფთავებისათვის კალენდარული წლისათვის საჭირო ხარჯების შესაბამისად.
2. მოსაკრებელი გაიანგარიშება მოსახლეობისათვის სულადობის მიხედვით (სსიპ - სამოქალაქო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მოწოდებული, მისამართებზე რეგისტრირებულ პირთა რაოდენობის რეესტრის, ან შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობის შესაბამისად). ორგანიზაციების, დაწესებულებებისა და იურიდიული პირებისათვის - დაგროვებული ნარჩენების წონის, მოცულობის, ან/და ნარჩენების დაგროვების ნორმის, ნარჩენების სახეობის მიხედვით. აგრეთვე, ქონების, დაკავებული ფართობის, დასაქმებული პერსონალის მომსახურების (ღირებულების) და ა.შ. მიხედვით. მოსაკრებლის ოდენობის დადგენისას, შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს ამ სიდიდეების კომბინაციებიც.
3. ქარელის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის გაწული მომსახურების დასუფთავების მოსაკრებლის თანხა განისაზღვრება იმ უძრავი ქონების მესაკუთრეზე (მოსარგებლეზე), რომლის საკუთრებაშიც წამოიქმნება საყოფაცხოვრებო ნარჩენები.
4. ქარელის მუნიციპალიტეტში მოსახლე პირი დასუფთავების გადასახადს იხდის მხოლოდ ერთი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
5. მოსაკრებლის გადახდის ქვითარი ორგანიზაციების, იურიდიული პირებისა და დაწესებულებებისათვის გამოიწერება, იმ ორგანიზაციის, დაწესებულებისა და იურიდიული პირის სახელზე, რომლის საქმიანობის შედეგად წარმოიქმნა ნარჩენი.
6. მესაკუთრე ფიზიკური პირი, რომლის საკუთრებაშიც წარმოიქმნება ნარჩენი, ვალდებულია, წარმომქმნელთა რაოდენობის ცვლილების შესახებ 30 დღის განმავლობაში აცნობოს მოსაკრებლების გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს.
7. მესაკუთრის შეცვლის შემთხვევაში, ყოფილმა მესაკუთრემ მოსაკრებლის მიმდინარე დავალიანება უნდა დაფაროს, იმ თვის ბოლომდე, რომელშიც მოხდა საკუთრების გადაცემა.
მუხლი 6🔗. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის განაკვეთი
1. ფიზიკური პირებისათვის დასუფთავების მოსაკრებლის განაკვეთი ერთ სულზე შეადგენს თვეში 0.5 ლარს, ხოლო 4 პირზე მეტი ოჯახის წევრის შემთხვევაში – თვეში არაუმეტეს 2.00 ლარით ოჯახზე.
2. ფიზიკური პირებისათვის დადგენილი მოსაკრებლის ოდენობა სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 57 000 ქულას, განისაზღვრება ერთ სულ მოსახლეზე თვეში 0,30 ლარის ოდენობით, ხოლო 4 პირზე მეტი ოჯახის წევრის შემთხვევაში – თვეში არაუმეტეს 1.20 ლარით ოჯახზე.
3. ქარელის მუნიციპალიტეტის დასახლებულ ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობები ინდივიდუალური მეწარმეებისა და იურიდიული პირებისათვის განისაზღვრება
№
მოსაკრებლის გადამხდელი
ზომის ერთეული
მოსაკრებლის განაკვეთი თვეში(ლარი)
1.
ოფისები, სააგენტოები, პროფესიული და სახელმწიფო ორგანიზაციები, ბანკები, საკრედიტო და საფინანსო ორგანიზაციები (ინფრასტრუქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება)
საერთო ფართის ერთი კვ.მ.
0,126
2.
პოლიკლინიკები, სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრები, ექიმებისა და სტომატოლოგიური კაბინეტები (ინფრასტრუქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება
საერთო ფართის ერთი კვ.მ.
0,126
3.
საავადმყოფოები(ინფრასტრუქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება)
ერთი საწოლი
0,37
4.
სასტუმროები (ინფრასტრუქტურის ფართზე შიდა მომსახურებისთვის მოსაკრებელი არ დაერიცხება)
ერთი საწოლი
0,37
5.
სასურსათო მაღაზიები (სავაჭრო დარბაზი) შერეული
ფართის ერთი კვ.მ.
0,25
6.
მაღაზიები და აფთიაქები (სავაჭრო დარბაზი)
ფართის ერთი კვ.მ.
0,08
7.
რესტორნები, სასადილოები, კაფეები, ბარები და სხვა საზ. კვების ობიექტები
ერთი დასაჯდომი ადგილი
0,77
8.
აბანოები და საუნები
ერთი კვ.მ.
0,18
9.
სკოლები, კოლეჯები, ინსტიტუტები, საბავშვო ბაღები და ბაგა-ბაღები საგანმანათლებლო დაწესებულებები (ინფრასტრუქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება)
ერთი მოსწავლე
0,06
10.
თეატრები და კინოთეატრები
ერთი სავარძელი
0,11
11.
დისკოთეკები, ღამის კლუბები, კაზინოები, ტოტალიზატორები, სათამაშო კლუბები
საერთო ფართის ერთი კვ.მ.
0,18
12.
ვაგზლები, საავტომობილო და რკინიგზის სადგურები
ღია ფართის ერთი კვ.მ.
0,005
დახურული ფართის ერთი კვ.მ.
0,05
13.
ღია ტიპის დასვენებისა და გასართობი თავშეყრის ადგილები, სკვერები, ბაღები, ატრაქციონები
საერთო ფართის ერთი კვ.მ.
0,021
14.
მუზეუმები, ბიბლიოთეკები, არქივები (ინფრასტრუქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება)
საერთო ფართის ერთი კვ.მ.
0,014
15.
საცხობები
სამუშაო ფართის ერთი კვ.მ.
0,18
16.
ბაზრები (შერეული)
საერთო ფართის ერთი კვ.მ.
0,12
17.
ა/მანქანების სარემონტო სადგურები, ტექ. მომსახურების ადგილები
ღია ფართის ერთი კვ.მ.
0,014
დახურული ფართის ერთი კვ.მ.
0,13
18.
სადალაქოები და სილამაზის სალონები
საერთო ფართის ერთი კვ.მ.
0,13
19.
ბენზინგასამართი და გაზგასამართი სადგურები
საერთო ფართის ერთი კვ.მ.
0,06
20.
საწარმოო ობიექტების ღია ტერიტორიები, სადაც მიმდინარეობს საწარმოო პროცესი
საერთო ფართის ერთი კვ.მ.
0,014
21.
მსხვილი სერიული პროდუქციის საწარმოების შენობა-ნაგებობები საწარმოო ნარჩენების გარდა
საერთო ფართის ერთი კვ.მ.
0,035
22.
მცირე სამეწარმეო საქმიანობის შენობების შიგნით მიმდინარე წარმოების საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტები
საერთო ფართის ერთი კვ.მ.
0,24
23.
სტადიონები, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ტერიტორიები და მანეჟები (სატურნირო და სავარჯიშო ობიექტების გარდა)
ღია ფართის ერთი კვ.მ.
0,014
დახურული ფართის ერთი კვ.მ.
0,06
24.
ავტოსადგომები და საწყობები პირდაპირი მიყიდვის გარეშე (გარდა საცავებისა პროდუქციის ხანგრძლივი შენახვის დროით)
ღია ფართის ერთი კვ.მ.
0,014
დახურული ფართის ერთი კვ.მ.
0,05
25.
საბანკეტო დარბაზები, დარბაზები სარიტუალო მომსახურებისათვის
ერთ დასაჯდომ ადგილზე
0,56
26
მოხუცებულთა სახლები, ბავშვთა სახლები (ინფრასტრუქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება)
მომსახურების ერთი ადგილი
0,08
27
ყვავილების ღია და დახურული მაღაზიები
საერთო ფართის ერთი კვ.მ.
0,18
4.მოსაკრებლის გადამხდელია ქარელის მუნიციპალიტეტის დასახლებულ ტერიტორიაზე ნარჩენების წარმომქმნელი ყველა სუბიექტი.
5.მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წყდება ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების წარმოქმნის შეწყვეტისთანავე.
6.არ დაერიცხებათ მოსაკრებელი საწარმოო ობიექტებისა და ორგანიზაციების შენობა-ნაგებობების ფართს, ან მათ ნაწილს, ღია ტერიტორიების ფართს ან მათ ნაწილს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო არ ფუნქციონირებს, გამოუყენებელია და არ წარმოიქმნება ნარჩენი.
7.იურიდიულმა პირებმა და ინდივიდუალურმა მეწარმეებმა ფაქტობრივი საქმიანობის დაწყების დღიდან (აგრეთვე რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, საქმიანობის პროფილის, მისამართის, ადგილმდებარეობის და ნებისმიერი სხვა სახის ცვლილებების შემთხვევაში), არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა, აღნიშნულის თაობაზე უნდა აცნობონ მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ ორგანოს. მიუხედავად შეტყობინების განხორციელების დღისა, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან მოსაკრებელი გადაიხადონ მომსახურების მიღების მთელ პერიოდზე.
8.დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელად დარეგისტრირებისათვის იურიდიულმა პირებმა და ინდივიდუალურმა მეწარმეებმა უნდა წარმოადგინონ კონკრეტულ მისამართზე მათი ფუნქციონირების დაწყების დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი. მიუხედავად შეტყობინების განხორციელების დღისა, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან მოსაკრებელი გადაიხადონ მომსახურების მიღების მთელ პერიოდზე.
9.დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელად დარეგისტრირებული მომხმარებლის მიერ ფაქტობრივად დაკავებულ ფართში განხორციელებული ნებისმიერი სახის ცვლილებების შემთხვევაში (რამაც შესაძლებელია გავლენა იქონიოს ნარჩენების მართვის მომსახურების განმახორციელებელი სამსახურის მიერ ამ მომსახურების მიწოდების ხარისხზე და მოცულობაზე), მათზე დარიცხულ მოსაკრებელში ცვლილებების შეტანის მიზნით, იურიდიულმა პირებმა და ინდივიდუალურმა მეწარმეებმა, არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა, უნდა აცნობონ მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ ორგანოს და წარმოადგინონ მათ მიერ დაკავებულ ფართში ცვლილებების დამადასტურებელი დოკუმენტები. მიუხედავად შეტყობინების განხორციელების დღისა, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან მოსაკრებელი გადაიხადონ მომსახურების მიღების მთელ პერიოდზე.
10.იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან, საქმიანობის შეწყვეტის შემთხვევაში, აცნობონ მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ ორგანოს და წარმოადგინონ კონკრეტულ მისამართზე (ფართზე) საქმიანობის შეწყვეტის უტყუარი დამადასტურებელი დოკუმენტი (სახელმწიფო ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტი, ხელშეკრულება ან სხვ.). საქმიანობის შეწყვეტის უტყუარი დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, დასუფთავების მოსაკრებლის დარიცხვა შეწყდება შეტყობინების განხორციელების დღიდან შესაბამისი უფლებამოსილი პირების მიერ ინსპექტირების შედეგად, ობიექტის ფუნქციონირების შეწყვეტის ფაქტის დადასტურების საფუძველზე შედგენილი შემოწმების აქტის თარიღიდან.
მუხლი 7🔗. მოსაკრებლის ბიუჯეტში ჩარიცხვის წესი
მოსაკრებელი მთლიანად ჩაირიცხება ქარელის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.
მუხლი 8🔗. მოსაკრებლის გადახდის პერიოდულობა და ვადები
1.მოსაკრებელი გადაიხდევინება თვეში ერთხელ, არაუგვიანეს საანგარიშო თვის ბოლო კალენდარული დღისა.
2.მოსაკრებლის გადახდის ადმინისტრირებას ახორციელებს ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური.
თავი III
ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის, (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო მოსაკრებელი
მუხლი 9🔗. ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის, (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვის მოსაკრებელი
1. ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა), ნებართვის მოსაკრებელი არის პირის მიერ, ამ წესით დადგენილი ოდენობით, ქარელის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში წინასწარ განსაზღვრულ ანგარიშზე გადასახდელი სავალდებულო თანხა.
2. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის გადამხდელია მშენებარე ობიექტის მესაკუთრე ფიზიკური, ან/და იურიდიული პირი
3. ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის სანებართვო მოსაკრებელი შეადგენს ასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართის თითოეული კვადრატული მეტრისათვის
ა) ინდივიდუალურ სახლზე - 1 ლარს.
ბ) ყველა სხვა მშენებლობისათვის -2 ლარს.
4. ისეთი შენობა-ნაგებობის (გარდა ხაზობრივი ნაგებობისა) მშენებლობისას, რომელსაც არ აქვს განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობი, მშენებლობის სანებართვო მოსაკრებლის ოდენობა II კლასის ობიექტებისთვის შეადგენს 50 ლარს, III კლასის ობიექტებისთვის – 200 ლარს, ხოლო IV კლასის ობიექტებისთვის – 400 ლარს.
5. ხაზობრივი ნაგებობებისათვის (წყალსადენი, გაზსადენი, ელექტრო გადამცემი ხაზები, ელკავშირი, არხები და სხვა) მშენებლობის სანებართვო მოსაკრებლის ოდენობა თითოეული გრძივი მეტრისთვის შეადგენს 1 ლარს.
6. ამ მუხლით გათვალისწინებული მოსაკრებელი არ გადაიხდება, თუ მშენებლობის ნებართვის მაძიებელია მუნიციპალიტეტი თავის ტერიტორიაზე, ან „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო, ან მის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება.
7. ამ მუხლში აღნიშნული მოსაკრებლის გადახდისაგან თავისუფლდება სტიქიისგან დაზიანებული ობიექტის მშენებლობა.
თავი IV
მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო პირობების შერულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებელი
მუხლი 10🔗. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა), სანებართვო პირობების შერულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების ) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებელი
მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო პირობების შერულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებელი არის პირის მიერ ამ წესით დადგენილი ოდენობით ქარელის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში წინასწარ განსაზღვრულ ანგარიშზე გადასახდელი სავალდებულო თანხა მერის მიერ მშენებლობადასრულებული შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) მომსახურების ვადების დაჩქარებისათვის.
მუხლი 11🔗. მოსაკრებლის დაწესება და მისი ოდენობის განსაზღვრა
1. ამ წესით გათვალისწინებული მოსაკრებელი მოიცავს დაჩქარებული მომსახურებისთვის საჭირო ყველა ხარჯს.
2. ამ წესით განსაზღვრული დაჩქარებული მომსახურებით მოსარგებლე პირები ვალდებულნი არიან, გადაიხადონ შესაბამისი მოსაკრებელი. დაინტერესებული პირის განცხადებას თან უნდა ერთოდეს მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი/დოკუმენტი.
3. მოსაკრებელი გადაიხდება წინასწარ, უნაღდო ანგარიშსწორებით.
4. სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, მათ მიერ დაფუძნებული იურიდიული პირები თავისუფლდებიან დაწესებული მოსაკრებლის გადახდისგან.
5. მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლებულია სტიქიის შედეგად დაზიანებული ობიექტის მშენებლობა, თუ ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართობი არ აღემატება დაზიანებული ობიექტით დაკავებულ ფართობს;
6. მოსაკრებლის განაკვეთი 50%-ით მცირდება სტიქიის შედეგად დაზიანებული ობიექტის ნაცვლად ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებულ განაშენიანების დამატებით ფართობზე, რომლითაც იგი აღემატება დაზიანებული ობიექტით დაკავებულ ფართობს.
7. მშენებლობის (გარდა განსაკურებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობისა) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლის განაკვეთი განისაზღვროს:
ა) II და III კლასის შენობა-ნაგებობების შემთხვევაში:
ა.ა) განცხადების წარდგენიდან სამ სამუშაო დღეში – 300 (სამასი) ლარი;
ა.ბ) განცხადების წარდგენიდან ხუთ სამუშაო დღეში – 200 (ორასი) ლარი;
ა.გ) განცხადების წარდგენიდან ათ სამუშაო დღეში – 100 (ასი) ლარი;
ბ) IV კლასის შენობა-ნაგებობების შემთხვევაში:
ბ.ა) განცხადების წარდგენიდან სამ სამუშაო დღეში – 800 (რვაასი) ლარი;
ბ.ბ) განცხადების წარდგენიდან ხუთ სამუშაო დღეში – 500 (ხუთასი) ლარი;
ბ.გ) განცხადების წარდგენიდან ათ სამუშაო დღეში – 300 (სამასი) ლარი;
თავიV
სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი
მუხლი 12🔗. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი
1. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი (გარდა ლატარიის მოწყობისთვის დადგენილისა) არის აუცილებელი გადასახდელი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.
2. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადამხდელები არიან პირები, რომლებიც ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას, აზარტული და მომგებიანი თამაშობებით და ასეთი საქმიანობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარება ნებართვით რეგულირებას.
მუხლი 13🔗 მოსაკრებლის განაკვეთები
1. ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი განისაზღვროს:
ა) სამორინეს თითოეულ სათამაშო მაგიდაზე – კვარტალში 20 000 ლარის ოდენობით;
ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 3000 ლარის ოდენობით;
გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10 %-ის ოდენობით;
დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) – კვარტალში 250 000 ლარის ოდენობით;
ე) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული სისტემატურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული, ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე – კვარტალში 10 000 ლარის ოდენობით;
ვ) თითოეულ კლუბის მაგიდაზე – კვარტალში 5000 ლარის ოდენობით.
2. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ანგარიშგებისა და გადახდის წესი განსაზღვრულია „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით.
3. მოსაკრებლის გადახდის ადმინისტრირებას ახორციელებენ საგადასახადო ორგანოები საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესები
.