ტყის სტატუსის განმსაზღვრელი კომისიის შესახებ

მიღების თარიღი 16.02.2023
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
ნომერი №2-67
სარეგისტრაციო კოდი 390050000.22.023.016768
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 17/02/2023
matsne.gov.ge 850 სიტყვა · ~4 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აგრარულ საკითხთა ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს დაცვის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 88% 27.12.2017 თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოფლის მეურნეობისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 87% 11.12.2017 გარემოსდაცვითი პროგრამის კომისიის შემადგენლობის განსაზღვრისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 87% 24.06.2022 მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 87% 24.11.2017 დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 86% 03.12.2021

დოკუმენტის ტექსტი

ტყის სტატუსის განმსაზღვრელი კომისიის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებ №2-67 2023 წლის 16 თებერვალი ქ. თბილისი ტყის სტატუსის განმსაზღვრელი კომისიის შესახებ საქართველოს ტყის კოდექსის 95-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა.დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული „დებულება – ტყის სტატუსის განმსაზღვრელი კომისიის შესახებ“. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრიოთარ შამუგია  დებულება ‒ ტყის სტატუსის განმსაზღვრელი კომისიის შესახებ მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. დებულება – ტყის სტატუსის განმსაზღვრელი კომისიის შესახებ (შემდგომ – დებულება) განსაზღვრავს ტყის სტატუსის განმსაზღვრელი კომისიის (შემდგომ – კომისია) საქმიანობასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს – კომისიის შემადგენლობას, საქმიანობას, ფუნქციებს, მის მიერ რეკომენდაციებისა და დასკვნების შემუშავებისა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრისთვის (შემდგომ – მინისტრი) წარდგენის წესს, კომისიის მუშაობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. 2. კომისია წარმოადგენს მინისტრთან არსებულ სათათბირო ორგანოს, რომლის შემადგენლობაში შეიძლება შედიოდეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს სისტემაში შემავალი ტყის მართვის ორგანოების და საჭიროების შემთხვევაში სხვა ორგანოების წარმომადგენლები. 3. კომისიის შემადგენლობას, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, განსაზღვრავს მინისტრი. 4. კომისია თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს ტყის კოდექსით, ამ წესით და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებით. 5. კომისიის მუშაობის ორგანიზაციულ და ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს სამინისტრო. მუხლი 2🔗. კომისიის ფუნქციები კომისიის ფუნქციებია: ა) ტყის სტატუსის მინიჭებისთვის წარმოდგენილ დოკუმენტაციის განხილვა საქართველოს ტყის კოდექსსა და „ტყის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტისა და ტყის საზღვრების დადგენისა და კორექტირების/შეცვლის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 6 ოქტომბრის N496 დადგენილებასთან შესაბამისობის მიზნით; ბ)ტყის სტატუსის მინიჭების უპირატესობასა და მოსალოდნელი შედეგების შესწავლა; გ) თუ დოკუმენტაცია წარმოდგენილია არასრულყოფილად, კომისია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის თანახმად გასცემს რეკომენდაციას და განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია. განმცხადებელის მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა კომისიის მიერ განცხადების განხილვაზე უარის თქმის საფუძველია; დ) დასკვნის მომზადება მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ფართობებისთვის ტყის სტატუსის მინიჭებისა და კერძო პირის საკუთრებაში არსებული ტერიტორიისთვის კერძო საკუთრების ტყის სტატუსის მინიჭების მიზანშეწონილობის საკითხთან დაკავშირებით. მუხლი 3🔗. კომისიის საქმიანობის წესი 1. კომისიის სხდომებს იწვევს და უძღვება კომისიის თავმჯდომარე (შემდგომი – თავმჯდომარე), რომელიც ხელს აწერს კომისიის დასკვნებსა და რეკომენდაციებს. თავმჯდომარის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის ფუნქციებს ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე. 2. კომისიის თავმჯდომარე/თავმჯდომარის მოადგილე ირჩევა კომისიის წევრთაგან, სახელობითი კენჭისყრით, კომისიის სრული შემადგენლობის უმრავლესობით. კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს კომისიის არანაკლებ 2 წევრს. 3. კომისიას ჰყავს სამდივნო, რომლის ფუნქციებს ასრულებს სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტი, რომელიც ამზადებს საკითხს პოზიციაზე წარსადგენად. 4. კომისიის სხდომა იმართება წელიწადში სულ მცირე ერთხელ. საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა კომისია თავმჯდომარის მიერ მოწვეულ იქნეს რიგგარეშედ. 5. კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. 6. კომისიის გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს კომისიის სხდომის დამსწრეთა 2/3. 7. კომისიის სხდომის დღის წესრიგი განისაზღვრება წინასწარ 8. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე. 9. კომისიის სხდომის დღის წესრიგი, დამსწრეთა ვინაობა, განხილული საკითხების შესახებ გამოთქმული მოსაზრებები, მათ შორის, განსხვავებული აზრი და მიღებული გადაწყვეტილება ფორმდება კომისიის სხდომის ოქმში. კომისიის სხდომის ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარე, კომისიის დამსწრე წევრები და სხდომის მდივანი. თავმჯდომარე და კომისიის სხდომის მდივანი პასუხისმგებელია კომისიის სხდომის ოქმში დაფიქსირებული შინაარსის სისწორეზე. კომისიის სხდომის ოქმი ინახება სამინისტროში. 10. კომისიის მიერ შემუშავებული დასკვნა წარედგინება მინისტრს. 11. კომისიის დადებითი დასკვნის შემთხვევაში, სამინისტრო საკითხს წარუდგენს საქართველოს მთავრობას. მუხლი 4🔗. კომისიის დასკვნა 1. დასკვნა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ფართობების/კერძო პირის საკუთრებაში არსებული ტერიტორიისთვის კერძო საკუთრების ტყის სტატუსის მინიჭების შესახებ შეიცავს დასაბუთებას მიზანშეწონილობის თაობაზე. 2. სამინისტრო კომისიის საბოლოო დასკვნის შესაბამისად ამზადებს შუამდგომლობას, რომელსაც იგი წარუდგენს საქართველოს მთავრობას. მუხლი 5🔗. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ფართობებისთვის ტყის სტატუსის მინიჭებისას წარმოსადგენი დოკუმენტაცია 1. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ფართობებისთვის ტყის სტატუსის მინიჭების შემთხვევაში განცხადება უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რომელსაც თან უნდა ერთოდეს ინფორმაცია: ა) ფართობის (ფართობის მდებარეობა, რაოდენობა, სიმაღლე ზღვის დონიდან, დაქანება, ექსპოზიცია და სხვ.) შესახებ; ბ) არსებული გზების და სხვა ინფრასტრუქტურის შესახებ; გ) საკადასტრო აზომვითი ნახაზი ‒ ელვერსია/Shp-ფაილები და ტყის ფართობზე არსებული მცენარეთა სახეობების ტაქსაციური მონაცემების შესახებ; დ) შერჩეული ფართობის მიმდებარე ტერიტორიების ზოგადი დახასიათების შესახებ; 2. ასევე დოკუმენტაცია უნდა ერთოდეს: ა) გეგმა ტყის მართვის ორგანიზაციული სტრუქტურის ჩამოყალიბების შესახებ; ბ) ტყის მართვის ხედვა; გ) ტყის მართვისთვის საჭირო სავარაუდო ბიუჯეტი; დ) საქმისწარმოებისთვის მნიშვნელოვანი სხვა ინფორმაცია. მუხლი 6🔗. კერძო პირის საკუთრებაში არსებული ტერიტორიისთვის კერძო საკუთრების ტყის სტატუსის მინიჭებისას წარმოსადგენი დოკუმენტაცია 1. კერძო საკუთრებაში არსებული ტერიტორიისთვის კერძო საკუთრების ტყის სტატუსის მინიჭებისათვის უნდა წარმოადგინოს დოკუმენტაცია: ა) ფართობის (ფართობის მდებარეობა, რაოდენობა, სიმაღლე ზღვის დონიდან, დაქანება, ექსპოზიცია და სხვ.) შესახებ; ბ) არსებული გზების და სხვა ინფრასტრუქტურის შესახებ; გ) შერჩეული ფართობის მიმდებარე ტერიტორიების ზოგადი დახასიათების შესახებ. 2. ასევე უნდა წარმოადგინოს საკადასტრო აზომვითი ნახაზი (ელ.ვერსია/Shp-ფაილები) და ტყის ფართობზე არსებული მცენარეთა სახეობების ტაქსაციური მონაცემების შესახებ; მუხლი 7🔗. მუნიციპალური ტყის სტატუსის მინიჭებისთვის წარმოსადგენი დოკუმენტაცია კომისია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ადგილობრივი მნიშვნელობის ტყისთვის ან მისი ნაწილისთვის მუნიციპალური ტყის სტატუსის მინიჭების შესახებ დოკუმენტაციას განიხილავს „ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის“ განსაზღვრის კრიტერიუმებისა და ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის მუნიციპალიტეტისთვის გადაცემის წესის დამტკიცების შემდგომ. მუხლი 8🔗. ტყის სტატუსის განმსაზღვრელი კომისიის შემადგენლობა ტყის სტატუსის განმსაზღვრელი კომისია შედგება: ა) მინისტრის მოადგილის; ბ) სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის, იურიდიული დეპარტამენტის და საფინანსო დეპარტამენტის ხელმძღვანელებისგან; გ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის ‒ ეროვნული სატყეო სააგენტოს ტყის აღრიცხვის დეპარტამენტის ხელმძღვანელისგან: დ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის ‒ დაცული ტერიტორიების სააგენტოს დაგეგმვისა და განვითარების სამსახურის ხელმძღვანელისგან; ე) სახელმწიფო საქვეუწყებოს დაწესებულების ‒ ზედამხედველობის დეპარტამენტის ‒ ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახურის ხელმძღვანელისგან; ვ) საჭიროების შემთხვევაში სხვა მართვის ორგანოები (სსიპ – აჭარის სატყეო სააგენტო, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო) ხელმძღვანელებისგან.