1. საკრებულო, საკრებულოს რეგლამენტის 24-ე და 25-ე მუხლების შესაბამისად ქმნის საკრებულოს კომისიებს.
2. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეს ირჩევენ საკრებულოს წევრები საკრებულოს შესაბამისი კომისიის შემადგენლობიდან.
3. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს საკრებულოს წევრთა 1/5-ს და საკრებულოს ფრაქციას.
4. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის არჩევნები ტარდება ფარული კენჭისყრით, საკრებულოს თავმჯდომარის არჩევის წესის ანალოგიურა