1. მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება საკრებულოს ფრაქციათა წარმომადგენლობისა და საკრებულოს იმ წევრთა რაოდენობის პროპორციულად, რომლებიც არ არიან გაერთიანებული არცერთ ფრაქციაში.

მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის წევრი კომისიაში წევრიანდება ფრაქციის წარდგენის საფუძველზე.

2. საკრებულოს კომისიაში წევრის წარდგენის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის გადაწყვეტილება ეცნობება მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა, სამანდატო, საპროცედურო და ეთიკის კომისიას ხოლო (ახლად არჩეულ საკრებულოს პირველ სხდომაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს) და საკრებულოს ბიუროს. საკრებულოს იურიდიულ საკითხთა, სამანდატო, საპროცედურო და ეთიკის კომისია (დროებითი სამანდატო კომისია) ამოწმებს ფრაქციის მიერ კომისიაში წევრის წარდგენის სისწორეს და საჭიროების შემთხვევაში ახდენს სათანადო რეაგირებას. ფრაქციის მიერ კომისიაში წარდგენილი წევრი კომისიაში დანიშნულად მიიჩნევა აღნიშნული ფაქტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს (ხოლო ბიუროს შექმნამდე მუნიციპალიტეტის საკრებულო) მიერ ცნობად მიღების მომენტიდან.

3. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, როემლიც გაერთიანებული არ არის არცერთ ფრაქციაში, კომისიის წევრი ხდება ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით პირადი განცხადების საფუძველზე.

4. საკრებულოს წევს უფლება აქვს ნებისმიერ დროს გავიდეს საკრებულოს კომისიიდან და/ან შევიდეს საკრებულოს კომისიაში.

5. მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის მიერ მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიაში წარდგენილი წევრი  კომისიის წევრის საქმიანობებს წყვეტს ფრაქციის გაუქმების, მისი ფრაქციიდაან გასვლის ან გარიცხვის, ფრაქციის მიერ მისი კომისიის შემადგენლობიდან გაწვევის შესახებ განცხადების მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს მიერ ცნობად მიღების მომენტიდან.

6. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, რომელიც არ არის გაერთიანებული არცერთ კომისიაში კომისიის წევრის უფლებამოსილება უწყდება პირადი განცხადების საფუძველზე, აღნიშნული ფაქტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს (ხოლო ბიუროს შექმნამდე  საკრებულოს) მიერ ცნობად მიღების მომენტიდან.

7. მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის შემადგენლობა დამტკიცებულად ითვლება საკრებულოს იურიდიულ საკითხთა, სამანდატო, საპროცედურო და ეთიკის კომისიის  (ან შესაბამისი კომისიის) წარდგინების საფუძველზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს (ხოლო ბიუროს შექმნამდე მუნიციპალიტეტის საკრებულოს) მიერ ცნობად მიღების მომენტიდა