1. მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიული პირის ყოველკვარტაული ანგარიში წარედგინება საკრებულოს შესაბამისი კომისიას და საკრებულოს ბიუროს.
2. მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიული პირის საქმიანობის რიგგარეშე ანგარიში საკრებულოს შესაბამისი კომისიის მოთხოვნით წარედგინება საკრებულოს კომისიასა და საკრებულოს ბიუროს.
3. მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია საკრებულოს ბიუროსა და საკრებულოს კომისიას წარუდგინოს იურიდიული პირის საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით.
4. საკრებულოს კომისიის ან საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიული პირის ანგარიში შეიძლება მოსმენილი და განხილული იქნეს საკრებულოს სხდომაზე.