1.
მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიული პირის ყოველკვარტალური ანგარიში წარედგინება საკრებულოს შესაბამისი კომისიას და საკრებულოს ბიუროს;
2.
მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიული პირის საქმიანობის რიგგარეშე ანგარიში საკრებულოს შესაბამისი კომისიის მოთხოვნით წარედგინება საკრებულოს კომისიასა და საკრებულოს ბიუროს;
3.
მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია საკრებულოს ბიუროსა და საკრებულოს კომისიას წარუდგინოს იურიდიული პირის საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით;
4.
საკრებულოს კომისიის ან საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიული პირის ანგარიში შეიძლება მოსმენილი და განხილული იქნეს საკრებულოს სხდომაზე.თავი XVI
მოქალაქეთა მონაწილეობა თვითმმართველობის განხორციელებაშ