წალენჯიხის მუნიციპალიტეტის  ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში, გარდა „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ გათვალისწინებულისა, მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმებია:
ა)
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ან/და თანამდებობის პირისადმი საჯარო განცხადებით მიმართვა;
ბ)
საკრებულოს მიერ ამომრჩეველთა მოსმენის წესი („საკრებულოს ღია კარის სხდომა);
გ)
საზოგადოებრივი აზრის შესწავლა და მოსახლეობის გამოკითხვა;
დ)
მოქალაქეთა მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაზე საზოგადოებრივი კონტროლის განხორციელება