1.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა მიერ პეტიციის ინიციირების თაობაზე განცხადება უნდა შეიცავდეს:
ა)
შესაბამის განცხადების ტექსტს;
ბ)
პეტიციის განხილვის თაობაზე განცხადების წარმდგენი სუბიექტის მომხსენებლის/მომხსენებლების (არაუმეტეს 3 პირისა), სახელს, გვარს, მისამართს, საკონტაქტო ტელეფონის ნომერს (არსებობის შემთხვევაში) და საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლს;
გ)
პეტიციის  წარდგენის  თარიღს;
დ)
ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტს, 123-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში;
ე)
მოსამზადებელი ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის ძირითად პრინციპებს ან კონკრეტულ წინადადებებს, 123-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში;
ვ)
კონკრეტულად ჩამოყალიბებულ მოთხოვნას და შესაბამის დასაბუთებას, 123-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
2.
საერთო კრების მიერ წარდგენილი პეტიციის განხილვის თაობაზე განცხადება უნდა შეიცავდეს:
ა)
შესაბამისი განცხადების ტექსტს;
ბ)
პეტიციის წარდგენის თარიღს;
გ)
დასახლების  საერთო  კრების  რჩეულის  (შემდგომში  –   რჩეულის) ან საერთო კრების უფლებამოსილი  პირის  ხელმოწერას;
დ)
ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტს, 123-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში;
ე)
მოსამზადებელი ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის ძირითად პრინციპებს ან კონკრეტულ წინადადებებს, 123-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ  შემთხვევაში;
ვ)
კონკრეტულად  ჩამოყალიბებულ  მოთხოვნას  და  შესაბამის  დასაბუთებას, 123-ე მუხლის  მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით  გათვალისწინებულ  შემთხვევაში.
3.
ამ რეგლამენტის 124 მუხლის „ა“ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პეტიციის წარმდგენი ამომრჩევლების (ამ რეგლამენტით დადგენილი ოდენობის) სიას, რომელიც უნდა შეიცავდეს ამომრჩევლის სახელს, გვარს, დაბადების თარიღს (რიცხვი, თვე, წელი), საქართველოს მოქალაქის პირად ნომერს, რეგისტრაციის ადგილს და ხელმოწერას