1.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ამომრჩეველი/ამომრჩევლები ან საერთო კრების უფლებამოსილი პირი, საკრებულოში წარადგენს განცხადებას ამომრჩეველთა სიის ბლანკების გადაცემის თაობაზე, რომელსაც დაუყოვნებლივ გასცემს საკრებულოს აპარატი.
2.
ამომრჩეველთა თითოეული ბლანკი:
ა)
უნდა შეიცავდეს ამ რეგლამენტის 125 მუხლის 1-ლი პუნქტით დადგენილ მონაცემებს;
ბ)
დამოწმებული უნდა იყოს აპარატის უფროსის მიერ და თითოეულ მათგანზე შესრულებული უნდა იყოს არაუმეტეს 50 ხელმოწერა;
გ)
უნდა შეიცავდეს ხელმოწერის შეგროვებაზე პასუხისმგებელი პირის (მომხსენებელი/მომხსენებლები) სახელს, გვარს, დაბადების თარიღსა და ხელმოწერას, ამასთან, შესაბამის საკონტაქტო ინფორმაციას.
3.
ხელმოწერების შეგროვების შემდეგ, პეტიციის ინიცირების თაობაზე განცხადების შემომტანი პირი ავსებს პეტიციის წარდგენის (განხილვის) თაობაზე განცხადების საკრებულოს მიერ დამტკიცებულ ფორმას, რომელსაც თან ურთავს: საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 86-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ამომრჩევლების სიას, იმავე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მოსამზადებელი ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტს, ხოლო იმავე მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მოსამზადებელი ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის ძირითად პრინციპებსა და წინადადებებს.
4.
პეტიციის განხილვის თაობაზე ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ საკრებულოს აპარატის უფროსი 2 კალენდარული დღის ვადაში, შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე, ამოწმებს წარდგენილი სიის 20%-ის ნამდვილობას.
5.
ამომრჩეველთა სიის ხელმოწერა ბათილად მიიჩნევა, თუ:
ა)
მითითებული არ არის ან არასრულად არის მითითებული სახელი და გვარი;
ბ)
მითითებული არ არის ან არასრულად არის მითითებული თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);
გ)
მითითებული არ არის ან არასრულად არის მითითებული რეგისტრაციის ადგილი (დასახლებული პუნქტი, ქუჩა, სახლისა და ბინის ნომერი);
დ)
ხელმოწერის თარიღი მითითებული არ არის;
ე)
არ არის ხელმოწერილი ან ხელმოწერა შესრულებულია სხვა პირის მიერ და ამას წერილობით ადასტურებს ამომრჩეველი, რომლის ნაცვლადაც შესრულებულია ხელმოწერა;
ვ)
ამომრჩეველთა სიაში შეყვანილია სხვა მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ამომრჩეველი;
ზ)
ხელმომწერი პირი წარდგენილი განცხადებით ადასტურებს, რომ ხელმოწერა შესრულებული იყო მოტყუებით, მუქარით ან ძალდატანებით;
თ)
არასწორად ან არასრულად არის მითითებული საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი.
6.
.მომრჩეველთა სია შეიძლება წარმოდგენილი იყოს საკრებულოს მიერ დადგენილი ბლანკის გარეშე ჩვეულებრივ ფორმატზე, ამ რეგლამენტით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით.
7.
თუ გაბათილებული ხელმოწერების საფუძველზე ამომრჩეველთა სიის ოდენობა აღმოჩნდა დადგენილზე ნაკლები ან პეტიციის თაობაზე წარდგენილი განცხადება თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად ვერ აკმაყოფილებს ამ რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს ან/და პეტიციით გათვალისწინებული საკითხი არ განეკუთვნება საკრებულოს უფლებამოსილებებს, საკრებულოს აპარატი უარს ამბობს პეტიციის რეგისტრაციაზე და უარს ამბობს პეტიციის რეგისტრაციის მოწმობის გაცემაზე, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.
8.
თუ პეტიციის თაობაზე წარდგენილი განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია აკმაყოფილებს ამ რეგლამენტის მოთხოვნებს, მისი წარდგენიდან 3 სამუშაო დღის ვადაში საკრებულოს აპარატი გასცემს „პეტიციის განხილვის თაობაზე განცხადების რეგისტრაციის მოწმობას.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 30.12.2025
მუხლი 126. პეტიციის ინიცირების თაობაზე განცხადების წარდგენის პროცედურა
მთავარი მონაცემები
- ვადა 2 კალენდარული დღის ვადაში
- ვადა 3 სამუშაო დღის ვადაში
- განაკვეთი 20%
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 123. საკრებულოში პეტიციის ინიცირების წესი
- მუხლი 120. საკრებულოში პეტიციის ინიცირების წესი
- მუხლი 120. საკრებულოს დადგენილების პროექტის პეტიციით ინიცირების წესი
- მუხლი 119. საკრებულოს დადგენილების პროექტის პეტიციით ინიცირების წესი
- მუხლი 103. პეტიცია
- მუხლი 120. საკრებულოს დადგენილების პროექტის პეტიციით ინიცირების წესი
მეზობელი მუხლები
- მუხლი 119. მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიული პირის საქმიანობის ანგარიშის წარმოდგენის წესი
- მუხლი 120. საკრებულოს თანამდებობის პირებისა და საკრებულოს წევრების მიერ მოქალაქეთა მიღების წესი
- მუხლი 121. ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის გარანტიები და ფორმები
- მუხლი 122. საკრებულოს, საკრებულოს კომისიის, საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფის სხდომებში მოქალაქეთა მონაწილეობის წესი
- მუხლი 123. პეტიციის ცნება
- მუხლი 125. პეტიციის ინიციირების დაწყება
- მუხლი 127. პეტიციის გამოქვეყნება
- მუხლი 128. პეტიციის განხილვისთვის მომზადება
- მუხლი 129. პეტიციის განხილვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება
- მუხლი 130. პეტიციის განხილვა
- მუხლი 131. პეტიციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 126, №9, 22.03.2022, სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.104.016469 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5414654/muxli-126/