ქობულეთის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №01 |
|
2023 წლის 31 იანვარი ქ. ქობულეთი |
|
1. ქ. ქობულეთში სახელმწიფო და ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში „მიწის ნორმატიული ფასი“) დიფერენცირებულია ქ. ქობულეთის ზონირების საფუძველზე შესაბამისი ზონების მიხედვით, დგინდება შესაბამის ადგილზე არსებული მიწის საბაზრო ფასის გათვალისწინებით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:
CN= lMG X ITL X C X K, სადაც ა) CN არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი; ბ) lMG არის ქ. ქობულეთის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0,58-ს; გ) ITL არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის: გ.ა) ცენტრალური ზონისათვის – 1,3-ს; გ.ბ) შუალედური ზონისათვის -1-ს; გ.გ) პერიფერიული ზონისათვის – 0,7-ს; დ) C არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს. ე) K – არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა დიფერენცირებულია მე-2 პუნქტში მითითებული თითოეული ზონის მიხედვით. 2. პირველი პუნქტის მიხედვით ქ. ქობულეთში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით (თანდართული სიტუაციური ნახაზი):
3. ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. ქობულეთის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 30 %-ის ოდენობით და იგი შეადგენს - 6.26 ლარს; 4. ქობულეთის მუნიციპალიტეტში შემავალ დაბებისათვის მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. ქობულეთის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 50 %-ის ოდენობით და იგი შეადგენს – 10.44 ლარს; 5. ქობულეთის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. ქობულეთის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 25%-ის ოდენობით და იგი შეადგენს – 5.22 ლარს. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება მე-3 და მე-4 პუნქტებით დადგენილი ფასი; 6. ქობულეთის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი „საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №407 ბრძანებულებით განსაზღვრულ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. ქობულეთის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 50 %-ის ოდენობით და იგი შეადგენს – 10.44 ლარს. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტებით დადგენილი ფასი; 7. შავი ზღვის ნაპირიდან 500 მეტრის რადიუსში არსებულ ქობულეთის მუნიციპალიტეტში შემავალ დასახლებებში (გარდა ქ. ქობულეთისა) და დასახლებათა შორის არეალებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქალაქ ქობულეთის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 100 %-ის ოდენობით და იგი შეადგენს – 20.88 ლარს. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება მე-3, მე-4 და მე-6 პუნქტებში აღნიშნული წესი. | |||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||