„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
09.02.2023 ძალადაკარგული 27.06.2024
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2551-XIმს-Xმპ
სარეგისტრაციო კოდი
280060000.05.001.020784
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/02/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

მუხლი 1. „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 06.08.2018, სარეგისტრაციო კოდი: 280060000.05.001.019066) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 26-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საინვესტიციო საბჭო სპეციალიზებულ დეპოზიტარს კონკურსის წესით შეარჩევს. კონკურსის ჩატარების პირობებსა და პროცედურებს, მათ შორის, სპეციალიზებული დეპოზიტარის წინასწარი შერჩევის მოთხოვნებს, განსაზღვრავს და ამტკიცებს საინვესტიციო საბჭო.“.

2. 30-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საინვესტიციო საბჭო ან/და აქტივების მმართველი კომპანია შეარჩევს ერთ ან ერთზე მეტ ღია საფონდო ინსტრუმენტს ღია საფონდო ინსტრუმენტის სტანდარტული პროსპექტის პირობების გამჭვირვალე პროცედურის გამოყენებით შედარების საფუძველზე.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

9 თებერვალი 2023 წ.

N2551-XIმს-Xმპ