„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
09.02.2023 ბოლო ცვლილება 05.09.2024
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2570-XIმს-Xმპ
სარეგისტრაციო კოდი
320110000.05.001.020793
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/02/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

მუხლი 1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №26, 06.06.2005, მუხ. 175) 473 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) მოსთხოვოს ლიცენზიით გათვალისწინებული რადიოსიხშირული რესურსის მთლიანად ან ნაწილობრივ დათმობა ამ ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე, შესაბამისი კომპენსაციის სანაცვლოდ. კომპენსაციის ოდენობა, გადახდის პირობები და ფორმა განისაზღვრება კომისიის გადაწყვეტილებით, საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით, ხოლო კომპენსაცია გადაიხდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას კომისია ეყრდნობა საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული საწარმოებისთვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ ან/და საექსპერტო და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა ნუსხიდან მის მიერ შერჩეული საერთაშორისო აუდიტორული კომპანიის დასკვნას. საერთაშორისო აუდიტორული კომპანიის მომსახურების შესასყიდად საჯარო შესყიდვის პროცედურას ახორციელებს კომისია. ამ მომსახურების შესყიდვის ხარჯი ანაზღაურდება კომისიის ბიუჯეტიდან ან საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით;“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.

 


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

9 თებერვალი 2023 წ.

N2570-XIმს-Xმპ