„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
შემდგომი ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ორგანული კანონი |
მუხლი 1. „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №1, 15.01.2009, მუხ. 2) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-20 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. სახელმწიფო აუდიტის სამსახური თავისი უფლებამოსილების განხორციელების მიზნით უფლებამოსილია მიიღოს ცალკეული გადასახადის გადამხდელების შესახებ იდენტიფიცირებული ინფორმაცია (საგადასახადო საიდუმლოება) მოსამართლის ბრძანების საფუძველზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით, ხოლო საჯარო შესყიდვასთან დაკავშირებული ინფორმაცია – „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“.
2. 361 მუხლის:
ა) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. ინსტიტუტის მომსახურების საფასურის ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება ინსტიტუტსა და დაინტერესებულ პირს შორის დადებული ხელშეკრულებით, ხოლო საჯარო აუდიტის სწავლების, სერტიფიცირებისა და განგრძობადი სავალდებულო საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების შემთხვევაში − ინსტიტუტის ხელმძღვანელის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით − ბრძანებით.“;
ბ) მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.
თბილისი, 9 თებერვალი 2023 წ. N2583-XIმს-Xმპ |
საქართველოს ორგანული კანონი
„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №1, 15.01.2009, მუხ. 2) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:🔗
1. მე-20 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. სახელმწიფო აუდიტის სამსახური თავისი უფლებამოსილების განხორციელების მიზნით უფლებამოსილია მიიღოს ცალკეული გადასახადის გადამხდელების შესახებ იდენტიფიცირებული ინფორმაცია (საგადასახადო საიდუმლოება) მოსამართლის ბრძანების საფუძველზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით, ხოლო საჯარო შესყიდვასთან დაკავშირებული ინფორმაცია – „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“.
2. 361 მუხლის:
ა) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. ინსტიტუტის მომსახურების საფასურის ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება ინსტიტუტსა და დაინტერესებულ პირს შორის დადებული ხელშეკრულებით, ხოლო საჯარო აუდიტის სწავლების, სერტიფიცირებისა და განგრძობადი სავალდებულო საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების შემთხვევაში − ინსტიტუტის ხელმძღვანელის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით − ბრძანებით.“;
ბ) მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან.🔗
საქართველოს 2024 წლის 5 სექტემბრის ორგანული კანონი №4430 – ვებგვერდი, 23.09.2024წ.
საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი
თბილისი,9 თებერვალი 2023 წ.
N2583-XIმს-Xმპ