„გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
09.02.2023 ბოლო ცვლილება 05.09.2024
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2559-XIმს-Xმპ
სარეგისტრაციო კოდი
300250000.05.001.020789
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/02/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

მუხლი 1. „გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.05.1998, გვ. 9) მე-9 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. ტოპოგრაფიული, გეოდეზიური, კარტოგრაფიული და აეროგადაღებითი სამუშაოების შესყიდვის განმახორციელებელი „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შემსყიდველი ორგანიზაციები ვალდებული არიან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს უსასყიდლოდ გადასცენ აღნიშნული სამუშაოების შესრულების შედეგად მიღებული მრავალჯერადი გამოყენების პროდუქცია, კერძოდ: აეროფირები (დედანი), გეოდეზიური მონაცემების, კარტოგრაფიული მასალებისა და ორთოფოტოგეგმების ასლების (მყარ საფუძველზე ან/და ციფრული სახით) თითო ეგზემპლარი. ამასთანავე, თუ ამ პროდუქციის შემქმნელებზე ვრცელდება საავტორო უფლება, იგი მათ შეუნარჩუნდებათ.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.

 


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

9 თებერვალი 2023 წ.

N2559-XIმს-Xმპ