„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
შემდგომი ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
1. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის:
ა) „ძ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ძ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო შესყიდვების სააგენტო, როგორც მოსარჩელე ან მოპასუხე, – სარჩელზე საჯარო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის თაობაზე;“;
ბ) „ჰ2“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ3“ ქვეპუნქტი:
„ჰ3) საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭო (შემდგომ − საბჭო), როგორც მოსარჩელე ან მოპასუხე, − საჩივართან დაკავშირებით საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებულ საქმეზე.“.
2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 62 მუხლი:
„მუხლი 62. სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან განთავისუფლების დროებითი წესი
2025 წლის 1 იანვრამდე საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან თავისუფლდება სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭო, როგორც მოსარჩელე ან მოპასუხე, საჩივართან დაკავშირებით საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებულ საქმეზე.“.
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.
თბილისი, 9 თებერვალი 2023 წ. N2552-XIმს-Xმპ |
საქართველოს კანონი
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.05.1998, გვ. 37) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:🔗
1. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის:
ა) „ძ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ძ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო შესყიდვების სააგენტო, როგორც მოსარჩელე ან მოპასუხე, – სარჩელზე საჯარო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის თაობაზე;“;
ბ) „ჰ2“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ3“ ქვეპუნქტი:
„ჰ3) საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭო (შემდგომ − საბჭო), როგორც მოსარჩელე ან მოპასუხე, − საჩივართან დაკავშირებით საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებულ საქმეზე.“.
2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 62 მუხლი:
„მუხლი 62. სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან განთავისუფლების დროებითი წესი
2025 წლის 1 იანვრამდე საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან თავისუფლდება სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭო, როგორც მოსარჩელე ან მოპასუხე, საჩივართან დაკავშირებით საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებულ საქმეზე.“.
მუხლი 2🔗
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს 2024 წლის 5 სექტემბრის კანონი №4400 - ვებგვერდი, 23.09.2024წ.
საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი
თბილისი,9 თებერვალი 2023 წ.
N2552-XIმს-Xმპ