„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
09.02.2023 ბოლო ცვლილება 05.09.2024
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2563-XIმს-Xმპ
სარეგისტრაციო კოდი
140080000.05.001.020806
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/02/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

„3. განსაზღვრული სადაზღვევო ანაზღაურების ფარგლებში დაზღვევის ხელშეკრულებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს ამ კანონით დადგენილზე უფრო ხელსაყრელი ან დამატებითი პირობები. შესაბამისი ლიცენზიის მქონე სადაზღვევო ორგანიზაცია შეირჩევა საჯარო შესყიდვის მეშვეობით. სამსახურის თანამშრომელს უფლება აქვს, ისარგებლოს მისთვის სასურველი სადაზღვევო ორგანიზაციის მომსახურებით, რომლის უზრუნველყოფაც განხორციელდება სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად. სამსახურის თანამშრომლის ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევა არ ითვალისწინებს სახელმწიფო და მუნიციპალური პროგრამებით განსაზღვრული ხარჯების, უკანონო ქმედებით ან თვითდაშავებით მიღებული დაზიანების მკურნალობის ხარჯების, ნარკოტიკული ან ალკოჰოლური ნივთიერების ზემოქმედების გამო მიღებული დაზიანების მკურნალობის ხარჯებისა და კოსმეტიკური ან არასამედიცინო მიზნით მკურნალობის ხარჯების დაფარვას. სამსახურის  თანამშრომლის ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევა ითვალისწინებს:

ა) ყოველწლიური სავალდებულო სამედიცინო გამოკვლევის ჩატარების ხარჯებს;

ბ) სასწრაფო გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევის  ხარჯებს;

გ) სამედიცინო კონსულტაციების მიღების ხარჯებს;

დ) ამბულატორიული მკურნალობის (ყველა ტიპის ლაბორატორიული გამოკვლევა, ფუნქციური დიაგნოსტიკა) ჩატარების, მკურნალი ექიმისა და სპეციალისტების ხარჯებს;

ე) ჰოსპიტალური მკურნალობის ჩატარების ხარჯებს, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში საოპერაციო ხარჯებსაც მოიცავს;

ვ) სამედიცინო დაწესებულების რეცეპტით შეძენილი მედიკამენტების ღირებულების 80 პროცენტის დაფარვის ხარჯებს.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.

 


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

9 თებერვალი 2023 წ.

N2563-XIმს-Xმპ