„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
09.02.2023 ბოლო ცვლილება 05.09.2024
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2568-XIმს-Xმპ
სარეგისტრაციო კოდი
040030000.05.001.020807
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/02/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2, 04.01.2007, მუხ. 33) მე-12 მუხლის შენიშვნის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საჯარო შესყიდვის განმახორციელებელ პირს სააგენტოსთან შეთანხმებით უფლება აქვს, ამ კანონით განსაზღვრული მომსახურებისა და დაჩქარებული მომსახურების საფასურები გადაიხადოს შესაბამისი მომსახურების გაწევის შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს მხარეებს შორის შეთანხმებული ვადისა.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.

 


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

9 თებერვალი 2023 წ.

N2568-XIმს-Xმპ