საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
09.02.2023 ბოლო ცვლილება 05.09.2024
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2575-XIმს-Xმპ
სარეგისტრაციო კოდი
080000000.05.001.020798
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/02/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) 1951 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1951. საჯარო შესყიდვაში მონაწილეობის წესის დარღვევა

1. „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პროცედურებში მონაწილეობისას საჯარო შესყიდვის მონაწილე სუბიექტების მიერ წინასწარი შეთანხმება ან სხვა გარიგება თავისთვის ან სხვისთვის მატერიალური გამორჩენის ან უპირატესობის მიღების მიზნით, რამაც შემსყიდველი ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, –

 ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, –

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისთვის იურიდიული პირი ისჯება საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს 2024 წლის 5 სექტემბრის კანონი №4424 – ვებგვერდი, 23.09.2024წ.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

9 თებერვალი 2023 წ.

N2575-XIმს-Xმპ

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 05.09.2024.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 09.02.2023. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №2575-XIმს-Xმპ. სარეგისტრაციო კოდი — 080000000.05.001.020798.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 05.09.2024-დან.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 05.09.2024 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, №2575-XIმს-Xმპ, 09.02.2023, სარეგისტრაციო კოდი 080000000.05.001.020798 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.09.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5711203/