„სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 02.02.2023
გამომცემი ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ნომერი №32
სარეგისტრაციო კოდი 190020100.22.033.017654
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/02/2023
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
02.02.2023 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- „სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 14.07.2010
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ბრძანება (1)
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
სესხის გამცემი სუბიექტის (მეწარმე სუბიექტის) ფულადი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად მიღებული მოძრავი ნივთების აღრიცხვის სპეციალური ელექტრონული პროგრამის ქონასთან და წარმოებასთან დაკავშირებული მოთხოვნების დამტკიცების შესახებ სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ სანდო და კვალიფიციური სანდო მომსახურების მიწოდების, კრიპტოგრაფიული გასაღებების სერტიფიკატის შექმნის, გაცემისა და მასთან დაკავშირებული მომსახურებების გაწევის წესის დამტკიცების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქონების მართვის სააგენტოს ელექტრონული საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პირველადი რეგისტრაციის ელექტრონული სისტემის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
„სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება
№32
2023 წლის 2 თებერვალი
ქ. თბილისი
„სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მე-7 მუხლის მე-4 ნაწილის, 184 მუხლის მე-9 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ინსტრუქცია „სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემის შესახებ“ თანდართულ დანართებთან ერთად (დანართი №1, დანართი №2).
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 6 ივლისის №225 ბრძანება.
მუხლი 3🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი
ინსტრუქცია
სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემის შესახებ
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. ეს ინსტრუქცია განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სახაზინო სამსახურის (შემდგომში – სახელმწიფო ხაზინა) ელექტრონული მომსახურების სისტემის პირობებსა და უსაფრთხოების წესებს.
2. სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემა არის საინფორმაციო სისტემა, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფ ორგანიზაციებსა (შემდგომში – საბიუჯეტო ორგანიზაცია) და სახელმწიფო ხაზინას შორის ონლაინ რეჟიმში „სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის №424 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციით (შემდგომში – გადახდების წესი) დადგენილი დოკუმენტების ელექტრონული სახით მოძრაობის პროცესი, გარდა დოკუმენტებისა, რომლებიც შეიცავს ინფორმაციას სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ.
3. საბიუჯეტო ორგანიზაცია შესაბამისი ბიუჯეტით განსაზღვრული გადასახდელების დასაფინანსებლად სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემაში ახორციელებს შემდეგ პროცედურებს, თუ ამ ინსტრუქციით ან მოქმედი კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული:
ა) არეგისტრირებს ვალდებულების დოკუმენტს და განათავსებს ინფორმაციას გაფორმებული ხელშეკრულების შესახებ;
ბ) არეგისტრირებს და განათავსებს პირველად დოკუმენტს;
გ) აღიარებს მოთხოვნას ან/და ფინანსურ ვალდებულებას დარიცხვის მეთოდით;
დ) არეგისტრირებს საგადახდო მოთხოვნას.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტაციაში შეტანილი მონაცემების სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება საბიუჯეტო ორგანიზაციას.
5. სახელმწიფო ხაზინა განიხილავს წარმოდგენილი დოკუმენტაციის გადახდების წესის მოთხოვნებთან შესაბამისობას და არეგისტრირებს მას სახელმწიფო ხაზინის საინფორმაციო ბაზაში. არასრულყოფილი დოკუმენტაცია უბრუნდება საბიუჯეტო ორგანიზაციას.
6. სახელმწიფო ხაზინა უფლებამოსილია გამოითხოვოს ელექტრონული დოკუმენტის შესაბამისი მატერიალური დოკუმენტი.
მუხლი 2🔗. სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემის მონაწილე მხარეები
1. სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემის (შემდგომში – სისტემა) მონაწილეები არიან: სახელმწიფო ხაზინა – სისტემის ორგანიზატორი და სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი საბიუჯეტო ორგანიზაცია.
2. სისტემის ტექნიკურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საფინანსო-ანალიტიკური სამსახური (შემდგომში – საფინანსო-ანალიტიკური სამსახური).
მუხლი 3🔗. სისტემაში ჩართვა
1. სისტემაში ჩართვისა და ცალკეულ თანამშრომლებზე დაშვების უფლების მინიჭების მიზნით საბიუჯეტო ორგანიზაცია მიმართავს სახელმწიფო ხაზინას სისტემაში დაშვების (ან დაშვების გაუქმების) მოთხოვნით ამ ინსტრუქციის დანართი №1-ის ან/და დანართი №2-ის შესაბამისად.
2. საფინანსო-ანალიტიკური სამსახური უზრუნველყოფს საბიუჯეტო ორგანიზაციების სისტემასთან დაშვებას/დაშვების გაუქმებას სახელმწიფო ხაზინის წერილობითი მოთხოვნის შესაბამისად. წერილობით მოთხოვნაზე თანდართული უნდა იქნეს საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ ხაზინაში წარდგენილი ამ ინსტრუქციის დანართი №1-ით ან/და დანართი №2-ით განსაზღვრული შევსებული სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემასთან დაშვების/დაშვების გაუქმების განაცხადი (შემდგომში – დაშვება/დაშვების გაუქმების განაცხადი).
3. ცალკეული მომხმარებლის უფლებების ცვლილების თაობაზე მოთხოვნას იხილავს და სისტემაში ჩართული მომხმარებლის შესაბამის უფლებების ცვლილებას ახდენს სახელმწიფო ხაზინა.
მუხლი 4🔗. სისტემაში დაშვება
1. საბიუჯეტო ორგანიზაციის თანამშრომელს, რომელსაც მიენიჭება ავტორიზებული დაშვების უფლება (შემდგომში – მომხმარებელი), მისი სისტემაზე წვდომისთვის შეიქმნება უნიკალური მომხმარებელი და მას ამავე დროს ჩაერთვება ორფაქტორიანი აუტენტიფიკაცია, კერძოდ:
ა) პირველი ფაქტორი – მომხმარებელს სისტემაზე წვდომისთვის გადაეცემა მხოლოდ სისტემის მომხმარებლის სახელი და პაროლი;
ბ) მეორე ფაქტორი – მის მიერ წარმოდგენილ ტელეფონის ნომერზე ან მასზე გადაცემულ ელექტრონული კოდირების აუტენტიფიკაციის მოწყობილობაზე (ე.წ. „დი-ჯი-პასი“), იმის მიხედვით, თუ რომელი ტიპის მეორე ფაქტორია განსაზღვრული სისტემაში, ყოველი შესვლისას:
ბ.ა) სმს შეტყობინებით ეგზავნება ერთჯერადი კოდი და აღნიშნული კოდით შედის სისტემაში;
ბ.ბ) ელექტრონული კოდირების აუტენტიფიკაციის მოწყობილობაზე (ე.წ. „დი-ჯი-პასი“-ზე) გენერირდება ერთჯერადი კოდი და სისტემაში შესვლის ყოველ ჯერზე სისტემაში შეჰყავს ელექტრონული კოდირების აუტენტიფიკაციის მოწყობილობის გამოყენებით გენერირებული ერთჯერადი კოდი.
2. საბიუჯეტო ორგანიზაციისათვის სისტემაში გათვალისწინებულია ელექტრონულ დოკუმენტებზე მუშაობის სამი სახის დაშვება, რომელიც მიენიჭება მომხმარებელს:
ა) მონაცემების შეტანა/დოკუმენტის ელექტრონული სახით მომზადება (ახორციელებს პასუხისმგებელი პირი);
ბ) ელექტრონული სახით შევსებული დოკუმენტის დადასტურება (ახორციელებს პასუხისმგებელი პირი);
გ) ელექტრონული დოკუმენტის სახელმწიფო ხაზინაში გაგზავნა (ახორციელებს პასუხისმგებელი პირი).
3. მომხმარებლების მიხედვით დაშვების სახეს განსაზღვრავს საბიუჯეტო ორგანიზაცია ამ ინსტრუქციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად. ერთ მომხმარებელს შესაძლებელია მიენიჭოს ერთზე მეტი სახის დაშვება.
მუხლი 5🔗. სისტემის საინფორმაციო ცნობარები და სერვისები
1. სისტემა იყენებს დინამიკურად განახლებად შემდეგ ცნობარებს:
ა) პროგრამული კოდი და დასახელება;
ბ) საბიუჯეტო ორგანიზაციის საიდენტიფიკაციო ნომერი და დასახელება;
გ) გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი და დასახელება;
დ) საბიუჯეტო კლასიფიკაციის კოდი და დასახელება;
ე) ბანკების ცნობარი;
ვ) ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდები;
ზ) ასიგნებები და დაფარვის წყაროები (ბიუჯეტის/ასიგნებების დაგეგმვისა და მართვის სისტემიდან);
თ) შესყიდვების ერთიანი ლექსიკონი (CPV კოდები).
2. სისტემა იყენებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ელექტრონული სისტემის სერვისებს.
3. მომხმარებლის მიერ მონაცემების (კოდის ან ნომრის) შეტანისას სისტემა მიმართავს ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში განსაზღვრულ ცნობარებს და სერვისებს.
მუხლი 6🔗. ტექნიკური მოთხოვნები სისტემის მონაწილე საბიუჯეტო ორგანიზაციის მიმართ
სისტემის მონაწილე საბიუჯეტო ორგანიზაციას უნდა გააჩნდეს შემდეგი მინიმალური რესურსები:
ა) ოპერაციული სისტემა Windows 10 ან Mac OS 11;
ბ) ინტერნეტი – მინიმუმ 10 მბიტი/წამში;
გ) ვებბრაუზერი – Microsoft Edge (V102 +), GOOGLE CHROME (V106 +);
დ) სტანდარტული კომპიუტერი შემდეგი მინიმალური აპარატურული მოთხოვნებით:
დ.ა) პროცესორის სიჩქარე – 2 GHZ;
დ.ბ) ოპერატიული მეხსიერება – 8 Gb;
ე) PDF, .XLS/.XLSX, .DOC/.DOCX გაფართოების ფაილების წამკითხველი საშუალება.
მუხლი 7🔗. სისტემის უსაფრთხოების კომპონენტები
1. სისტემის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს შემდეგი კომპონენტები:
ა) დაცული რეჟიმი SSL (Secure Sockets Layer) – კრიპტოგრაფიული პროტოკოლის გამოყენებით განხორციელდება აუტენტიფიკაცია და მონაცემთა შიფრაცია. სერტიფიკატი მიმაგრებულია https://www.etreasury.ge დომენზე და მომხმარებელსა და სერვერს შორის მოძრაობს დაშიფრული მონაცემები;
ბ) მომხმარებლის სახელი და დაშიფრული პაროლი;
გ) ავტორიზაციის ერთჯერადი კოდის გენერირება სისტემის მიერ ხორციელდება ელექტრონული კოდირების აუტენტიფიკაციის მოწყობილობის (ე.წ. „დი-ჯი პასის“) ან SMS შეტყობინების საშუალებით:
გ.ა) ელექტრონული კოდირების აუტენტიფიკაციის მოწყობილობა (ე.წ. „დი-ჯი პასი“) – ახდენს ერთჯერადი კოდის გენერირებას, რომელიც მოქმედებს ერთი ავტორიზაციის დროს. ამ კოდის ხელმეორედ გამოყენება შეუძლებელია;
გ.ბ) SMS შეტყობინება – ერთჯერადი კოდის გენერირება (რომელიც მოქმედებს ერთი ავტორიზაციის დროს) და გადაცემა მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით დაშვება/დაშვების გაუქმების განაცხადში მითითებულ სატელეფონო ნომერზე.
2. სისტემის მომხმარებლებმა უნდა დაიცვან უსაფრთხოების წესები:
ა) დაუშვებელია მომხმარებლის სახელის და პაროლის გადაცემა სხვა პირებზე;
ბ) დაუშვებელია ელექტრონული კოდირების აუტენტიფიკაციის მოწყობილობის სხვა პირებზე გადაცემა;
გ) დაუშვებელია სმს შეტყობინებით მიღებული ერთჯერადი კოდის სხვა პირებზე გადაცემა.
3. უსაფრთხოების წესების დარღვევის შემთხვევაში მომხმარებელი პასუხისმგებელია არაავტორიზებული წვდომით განხორციელებულ ოპერაციებზე.
მუხლი 8🔗. ტექნიკური გაუმართაობა
1. სისტემასთან ტექნიკური გაუმართაობის მიზეზით საბიუჯეტო ორგანიზაციის წვდომის შეფერხების შემთხვევაში შეფერხებების მიზეზის დადგენას ახდენენ საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის მიერ და საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ გამოყოფილი თანამშრომლები ერთობლივად.
2. თუ ტექნიკური გაუმართაობის აღმოფხვრა შეუძლებელია, საბიუჯეტო ორგანიზაცია მიმართავს სახელმწიფო ხაზინას მატერიალური დოკუმენტებით გადახდების განხორციელების მოთხოვნით.
მუხლი 9🔗. ფორსმაჟორი
კანონმდებლობით განსაზღვრული ფორსმაჟორული გარემოებების დადგომისას, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს ფინანსთა მინისტრი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს სისტემის გამოყენების შეზღუდვისა და მატერიალური დოკუმენტების გამოყენების შესახებ.