შპს „ჯეო მანის“ ლიკვიდაციის პროცესის დასრულებისა და შპს „ჯეო მანისთვის“ საქმიანობის საგნის ცვლილებაზე თანხმობის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის
განკარგულება №30
2023 წლის 30 იანვარი
ქ. თბილისი
1. მიეცეს თანხმობა შპს „ჯეო მანის“ (ს/ნ: 405085964) გააგრძელოს საქმიანობა ისეთ იურიდიულ პირად, რომელიც არ წარმოადგენს ფინანსურ ინსტიტუტს.
2. დასრულდეს შპს „ჯეო მანის“ ლიკვიდაციის პროცესი და ლიკვიდატორის თანამდებობიდან გათავისუფლდეს როინ ცაციაშვილი (პირადი ნომერი:01036002403).
3. ეს განკარგულება გაეგზავნოს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრს.
4. ეს განკარგულება 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე.
5. აღნიშნული განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №64), მისი ოფიციალურად გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
6. ეს განკარგულება ამოქმედდეს მხარისათვის მისი გაცნობისთანავე.
საქართველოს ეროვნული ბანკი ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი