„საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
09.02.2023 ბოლო ცვლილება 05.09.2024
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2565-XIმს-Xმპ
სარეგისტრაციო კოდი
240080010.05.001.020809
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/02/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

მუხლი 1. „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 24.05.2018, სარეგისტრაციო კოდი: 240080010.05.001.018845) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

 

1. მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) კონტრაქტორი − კერძო სამართლის იურიდიული პირი (მათ შორის, ინსტიტუციური საჯარო და კერძო თანამშრომლობის კომპანია) ან კონსორციუმი, რომელთანაც საჯარო პარტნიორს დადებული აქვს არაკონცესიური საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულება. კონტრაქტორის შერჩევა ხორციელდება „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;“.

2. მე-14 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. მცირე პროექტის კონტრაქტორის შერჩევა ხორციელდება „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ხოლო კონცესიონერის შერჩევა − ამ კანონის მე-18 მუხლის პირველი−მე-4 პუნქტებისა და საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტის შესაბამისად.“.

3. 35-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. შერჩევის პროცესის მონაწილეს უფლება აქვს, შერჩევის პროცესთან დაკავშირებული უფლებამოსილი ორგანოს/შესარჩევი   კომისიის გადაწყვეტილება/ქმედება გაასაჩივროს „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილ საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოში იმავე კანონითა და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.

 


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

9 თებერვალი 2023 წ.

N2565-XIმს-Xმპ