,,ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის ელექტრონული საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 3 თებერვლის N4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №1 |
|
2023 წლის 2 თებერვალი ხაშური |
|
ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის ელექტრონული საქმისწარმოების წესი
2. მერიის საქმისწარმოებაში გამოყენებული ელექტრონული დოკუმენტების სახეები, მათი გაფორმების სტანდარტები განისაზღვრება ა(ა)იპ ,,მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს“ ავტომატიზებული დოკუმენტბრუნვის MSDA პროგრამით, აგრეთვე ავტომატიზებული ელექტრონული პროგრამით MMS „მუნიციპალიტეტის მართვის სისტემა“.
3.მერიაში ელექტრონული საქმისწარმოების სისტემისა და მოქმედი კანონმდებლობის გარდა, გამოიყენება ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 6 სექტემბერის №93 განკარგულება „ხაშურის მუნიციპალიტეტის ორგანოებში საქმისწარმოების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“.
4. ეს წესი ასევე ვრცელდება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებსა და მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირებზე.
1. ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა – ელექტრონული დოკუმენტების გაცვლის სისტემა, რომლის მონაწილეთა შორის არსებული ურთიერთობები რეგულირდება ამ წესითა და სხვა ნორმატიული აქტებით;
2. ავტორიზაცია – მერიის შესაბამისი უფლებამოსილი თანამშრომლის რეგისტრაციის შედეგად მიღებული „მომხმარებლის სახელისა“ და პაროლის მეშვეობით ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში შესვლა, რომლითაც მერიის თანამშრომელი ადასტურებს საკუთარ ვინაობას და ახორციელებს ელექტრონულ დოკუმენტზე ხელმოწერას;
3. ციფრული ხელმოწერა – „ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული დოკუმენტების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ხელმოწერა;
4. ელექტრონული დოკუმენტი – ელექტრონული, ოპტიკური ან მსგავსი საშუალების გამოყენებით შექმნილი, გაგზავნილი, მიღებული ან/და შენახული წერილობითი ინფორმაცია;
5. განცხადება – დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი წერილობითი მოთხოვნა;
6. სამართლებრივი აქტი – მერიის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე ელექტრონული ან/და მატერიალური ფორმით გამოცემული სამართლებრივი აქტი;
7. დაინტერესებული მხარე – ნებისმიერი ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, ადმინისტრაციული ორგანო, რომელთანაც დაკავშირებითაც გამოცემულია სამართლებრივი აქტი, აგრეთვე, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს სამართლებრივი აქტი, ან ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება.
8. პირადი გვერდი – განმცხადებლის ინდივიდუალური გვერდი ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში, სადაც ფიქსირდება მისი დოკუმენტბრუნვა.
2. მერიაში განცხადების წარდგენის შემდეგ, მერიის ელექტრონულ საქმისწარმოებაზე პასუხისმგებელი პირი უზრუნველყოფს განცხადების (თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად, ასეთის არსებობის შემთხვევაში) განთავსებას, ატვირთვას, ელექტრონული დოკუმენტბრნვის სისტემაში;
3. განცხადება მოწმდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
4. განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის ნამდვილობაზე ან/და ორიგინალიდან მათ შესაბამისობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება განმცხადებელს;
5. ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის მეშვეობით მერიის შესაბამის სამსახურებს განცხადება და თანდართული დოკუმენტები არ გადაეგზავნება, თუ განმცხადებელი ვერ უზრუნველყოფს განცხადებაზე მიბმული ყველა სავალდებულო ველის შევსებას, რაც გულისხმობს საკითხის განხილვისათვის საჭირო ყველა დოკუმენტის ან/და ინფორმაციის მიწოდებას.
6. თუ განმცხადებელი მერიას არ წარუდგენს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს, ან ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, მერია განმცხადებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დამატებითი დოკუმენტის ან/და ინფორმაციის წარდგენისათვის. ვადის ამოწურვის შემთხვევაში მერია მოქმედებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. მერიაში განცხადების წარდგენის შემდეგ, საქმისწარმოებაზე პასუხისმგებელი პირი უზრუნველყოფს განცხადების (თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად, ასეთის არსებობის შემთხვევაში) განთავსებას, ატვირთვას ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში;
3. განცხადება მოწმდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
4.განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის ნამდვილობაზე ან/და ორიგინალთან მათ შესაბამისობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება განმცხადებელს;
5. ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის მეშვეობით მერიის შესაბამის სამსახურებს განცხადება და თანდართული დოკუმენტები არ გადაეგზავნება, თუ განმცხადებელი ვერ უზრუნველყოფს განცხადებაზე მიბმული ყველა სავალდებულო ველის შვსეებას, რაც გულისხმობს საკითხის განხილვისათვის საჭირო ყველა დოკუმენტის ან/და ინფორმაციის მიწოდებას.
6. თუ განმცხადებელი მერიას არ წარუდგენს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს, ან ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, მერია განმცხადებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დამატებითი დოკუმენტის ან/და ინფორმაციის წარდგენისათვის. ვადის ამოწურვის შემთხვევაში მერია მოქმედებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
7. ადმინისტრაციულ წარმოებაში დაინტერესებული მხარის მონაწილეობას უზრუნველყოფს მერიის საქმისწარმოების და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება.