,,ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის ელექტრონული საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 3 თებერვლის N4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№22
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.143.016678
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/08/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №22

2023 წლის 3 აგვისტო

ხაშური

,,ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის ელექტრონული საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 3 თებერვლის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს:

მუხლი 1
,,ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 3 თებერვლის №4 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge; 03/02/2022; 010250050.35.143.016624) შეტანილი იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:

ა) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1 შეიცვალოს ახალი დანართი №1-ით (თან ერთვის);

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენინო ლიპარტელიანი



      დანართი №1

 

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის ელექტრონული საქმისწარმოების წესი
მუხლი 1. რეგულირების სფერო
1. ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის ელექტრონული საქმისწარმოების წესი (შემდგომში – წესი) არეგულირებს ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომში – მერია) „სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის მინიმალური სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 21 თებერვლის N64 დადგენილების შესაბამისად, ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის მეშვეობით საქმისწარმოების განხორციელების პირობებს.

2. მერიის საქმისწარმოებაში გამოყენებული ელექტრონული დოკუმენტების სახეები, მათი გაფორმების სტანდარტები განისაზღვრება ა(ა)იპ ,,მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო ს“ ავტომატიზებული დოკუმენტბრუნვის MSDA პროგრამით, აგრეთვე ავტომატიზებული ელექტრონული პროგრამით MMS „მუნიციპალიტეტის მართვის სისტემა“.

3. მერიაში ელექტრონული საქმისწარმოების სისტემისა და მოქმედი კანონმდებლობის გარდა, გამოიყენება ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 6 სექტემბერის №93 განკარგულება „ხაშურის მუნიციპალიტეტის ორგანოებში საქმისწარმოების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“.

4. ეს წესი ასევე ვრცელდება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებსა და მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირებზე.


მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
ამ წესის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

1. ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა – ელექტრონული დოკუმენტების გაცვლის სისტემა, რომლის მონაწილეთა შორის არსებული ურთიერთობები რეგულირდება ამ წესითა და სხვა ნორმატიული აქტებით;

2. ავტორიზაცია – მერიის შესაბამისი უფლებაოსილი თანამშრომლის რეგისტრაციის შედეგად მიღებული „მომხმარებლის სახელისა“ და პაროლის მეშვეობით ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში შესვლა, რომლითაც მერიის თანამშრომელი ადასტურებს საკუთარ ვინაობას და ახორციელებს ელექტრონულ დოკუმენტზე ხელმოწერას.

3. ციფრული ხელმოწერა – „ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული დოკუმენტების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ხელმოწერა.

4. ელექტრონული დოკუმენტი – ელექტრონული, ოპტიკური ან მსგავსი საშუალების გამოყენებით შექმნილი, გაგზავნილი, მიღებული ან/და შენახული წერილობითი ინფორმაცია.

5. განცხადება – დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი წერილობითი მოთხოვნა.

6. სამართლებრივი აქტი – მერიის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე ელექტრონული ან/და მატერიალური ფორმით გამოცემული სამართლებრივი აქტი.

7. დაინტერესებული მხარე – ნებისმიერი ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, ადმინისტრაციული ორგანო, რომელთანაც დაკავშირებითაც გამოცემულია სამართლებრივი აქტი, აგრეთვე, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს სამართლებრივი აქტი, ან ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება.

8. პირადი გვერდი – განმცხადებლის ინდივიდუალური გვერდი ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში, სადაც ფიქსირდება მისი დოკუმენტბრუნვა.


მუხლი 3. ადმინისტრაციული წარმოების დაწყება და განცხადების წარდგენა
1. მერიის მიერ ელექტრონული საშუალებით ადმინისტრაციული წარმოების დაწყება შესაძლებელია მერიაში წარდგენილი დაინტერესებული პირის განცხადებით (შემდგომში – განმცხადებელი) ან/და მერიის ინიციატივით;

2. მერიაში განცხადების წარდგენის შემდეგ, მერიის ელექტრონულ საქმისწარმოებაზე პასუხისმგებელი პირი უზრუნველყოფს განცხადების (თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად, ასეთის არსებობის შემთხვევაში) განთავსებას, ატვირთვას ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში.

3. განცხადება მოწმდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

4. განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის ნამდვილობაზე ან/და ორიგინალიდან მათ შესაბამისობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება განმცხადებელს.

5. ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის მეშვეობით მერიის შესაბამის სამსახურებს განცხადება და თანდართული დოკუმენტები არ გადაეგზავნება, თუ განმცხადებელი ვერ უზრუნველყოფს განცხადებაზე მიბმული ყველა სავალდებულო ველის შევსებას, რაც გულისხმობს საკითხის განხილვისათვის საჭირო ყველა დოკუმენტის ან/და ინფორმაციის მიწოდებას.

6. თუ განმცხადებელი მერიას არ წარუდგენს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, მერია განმცხადებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დამატებითი დოკუმენტის ან/და ინფორმაციის წარდგენისათვის. ვადის ამოწურვის შემთხვევაში მერია მოქმედებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.


მუხლი 4. განცხადების განხილვა და სამართლებრივი აქტის გამოცემა 
1.განცხადების განხილვა და სამართლებრივი აქტის გამოცემა ხორციელდება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

2.ადმინისტრაციულ წარმოებაში დაინტერესებული მხარის მონაწილეობას უზრუნველყოფს მერიის საქმისწარმოების და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება.


მუხლი 5. განცხადების განხილვის ვადები
განცხადების განხილვის ვადის დინება აითვლება მისი ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში განთავსების/ატვირთვის შემდგომი დღიდან. ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის საშუალებით კანონმდებლობით დადგენილი ვადების ათვლისას საქართველოს ორგანული კანონის „შრომის კოდექსი“ განსაზღვრული უქმე და დასვენების დღეები არ იანგარიშება.

მუხლი 6. მერიის ოფიციალური ელექტრონული ფოსტის info@khashuri.gov.ge მეშვეობით მონაცემთა დამუშავების წესები და პირობები:
1.ელექტრონული ფოსტის info@khashuri.gov.ge -ზე წვდომის უფლებამოსილების მქონე პირთა წრე განისაზღვროს მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით, ხოლო მათი უფლება-მოვალეობები სამუშაო აღწერილობებით;

2.ელექტრონული ფოსტის info@khashuri.gov.ge მეშვეობით დამუშავებული კორესპონდენციის კატეგორიად უნდა განისაზღვროს ის დოკუმენტაცია რომელიც თავის შინაარსით შეიცავს  ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ინფორმაციას (მერის ბრძანებით შექმნილ დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელ კომისიებზე გადასაცემ მასალებს და სხვა);

3.info@khashuri.gov.ge-ზე მიღებული მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მასალის დამუშავება უნდა განხორციელდეს დაუყოვნებლივ. ელექტრონული ფორმით მიღებული დოკუმენტაცია გარდაიქმნება მატერიალური სახით (ქაღალდზე) და იმავე სახით დაუყოვნებლივ, შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტით, ჩაჰბარდება მერის ბრძანებით შექმნილ დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელ  კომისიას, რის შემდგომაც info@khashuri.gov.ge-ზე ელექტრონული სახით შემოსული დოკუმენტაცია წაიშლება.

 


მუხლი 7. დოკუმენტაციის შენახვისა და დაარქივების პირობები:
დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელი კომისიების მიერ შექმნილი და დამუშავებული დოკუმენტაცია დასაარქივებლად ჰბარდება ადმინისტრაციული სამსახურის საქმისწარმოების და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების ხელმძღვანელს შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, რომლის მიერაც ხდება აღნიშნული დოკუმენტაციის დაარქივება ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების გათვალისწინებით როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული სახით.