„შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს შექმნის, მისი საქმიანობის წესის, ასევე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტში მედიაციის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 8 ივლისის №31275 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1832
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.016691
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 06/02/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება №1832

2023 წლის 3 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს შექმნის, მისი საქმიანობის წესის, ასევე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტში მედიაციის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 8 ივლისის №31275 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს შექმნის, მისი საქმიანობის წესის, ასევე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტში მედიაციის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 8 ივლისის №31275 ბრძანებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) ბრძანების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს შემადგენლობები განისაზღვროს №1 დანართის შესაბამისად.“.

ბ) ბრძანებით დამტკიცებული „შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს შემადგენლობა და მოწვეული სპეციალისტები“ (დანართი №1) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით;

გ) ბრძანებით დამტკიცებული „შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს საქმიანობის წესის“ (დანართი №2):

გ.ა) პირველი მუხლის მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 და 52 პუნქტები:

„51. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საბჭოს შემადგენლობას წარმოადგენს ამ ბრძანების დანართ №1-ის პირველი პუნქტით განსაზღვრული შემადგენლობა, ამ მუხლის 52 პუნქტის გათვალისწინებით.

52. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შესაძლოა საბჭოს შემადგენლობას წარმოადგენდეს ამ ბრძანების დანართ №1-ის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შემადგენლობა, თუ:

ა) საჩივარი წარმოდგენილია საგადასახადო მოთხოვნის თაობაზე, რომლითაც საგადასახადო ორგანოს მიერ დამატებით დარიცხული თანხა 100 000 ლარის ტოლია ან ნაკლებია მასზე;

ბ) გასაჩივრებულია კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა;

გ) საჩივრით მოთხოვნილია საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან გათავისუფლება, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე;

დ) ადგილი აქვს საჩივრის განხილვაზე უარის თქმის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლით გათვალისწინებულ საფუძველს.“;

გ.ბ) მე-3 მუხლის:

გ.ბ.ა) პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის უფროსი (შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს წევრი), მხოლოდ ამ ბრძანების დანართ №1-ის პირველი პუნქტით განსაზღვრული შემადგენლობის შემთხვევაში.“;

გ.ბ.ბ) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. საბჭოს სხდომაზე განხილულ საჩივართან დაკავშირებით დამტკიცებული რეკომენდაციის შესაბამისად, დავების დეპარტამენტი უზრუნველყოფს შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადებასა და შემოსავლების სამსახურის უფროსისთვის/სამსახურის უფროსის მოადგილისათვის/დავების დეპარტამენტის უფროსისათვის (დელეგირების შემთხვევაში) წარდგენას.“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

 
    სამსახურის  უფროსი                                                                                                 ლევან კაკავა

 


📎 დანართები (1)
31275-ის დანართი N1 23.01.2023 წელი.pdf PDF

PDF ჩვენება მიუწვდომელია. გახსნა ახალ ჩანართში ↗