2023 წლის აპრილში გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური, მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის 3000-მდე რაოდენობის რეგისტრირებული ამომრჩევლების მქონე საარჩევნო უბნების შექმნის, ნომრებისა და საზღვრების დაზუსტების საარჩევნო პროცედურებისა და ზოგიერთი ვადის განსაზღვრის შესახებ
მიღების თარიღი 06.02.2023
გამომცემი ორგანო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ნომერი №5/2023
სარეგისტრაციო კოდი 010250010.15.008.016659
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/02/2023
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
06.02.2023 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი კომისიის მდივანი გიორგი ჯავახიშვილი | კომისიის თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საარჩევნო უბნის შექმნის დამატებითი ვადისა და ამ საუბნო საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების ღონისძიებების განსაზღვრის თაობაზე 2023 წლის 29 აპრილს გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური, მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნებისათვის ამომრჩევლის მონაცემების ბარათების დარიგებისა და ამომრჩეველთა შესახებ მონაცემებში/ამომრჩეველთა სიებში ცვლილებების შეტანის ზოგიერთი პროცედურისა და ვადის განსაზღვრის შესახებ საარჩევნო ოლქებისა და საარჩევნო უბნების შექმნის, მათი სახელწოდებების, საზღვრებისა და ნომრების დადგენის საარჩევნო პროცედურებისა და ვადების განსაზღვრის შესახებ საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №11 საგარეჯოსა და №65 მარტვილის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში გასამართი საქართველოს პარლამენტის 2015 წლის 31 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის მერის 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებისათვის №4 კრწანისის საარჩევნო ოლქში ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის ელექტრონული საშუალებებით განსახორციელებლად საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
2023 წლის აპრილში გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური, მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის 3000-მდე რაოდენობის რეგისტრირებული ამომრჩევლების მქონე საარჩევნო უბნების შექმნის, ნომრებისა და საზღვრების დაზუსტების საარჩევნო პროცედურებისა და ზოგიერთი ვადის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია
–
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება №5/2023
2023 წლის 6 თებერვალი
ქ. თბილისი
2023 წლის აპრილში გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური, მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის 3000-მდე რაოდენობის რეგისტრირებული ამომრჩევლების მქონე საარჩევნო უბნების შექმნის, ნომრებისა და საზღვრების დაზუსტების საარჩევნო პროცედურებისა და ზოგიერთი ვადის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და მე-3 პუნქტის, 763 მუხლის მე-4 პუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1🔗
2023 წლის აპრილში გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური, მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნების ჩასატარებლად საჭირო საარჩევნო უბნების საზღვრები ემთხვევა: საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრისა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის და 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის შექმნილ შესაბამის საარჩევნო უბნების საზღვრებს, რომლის შემადგენლობის შესავსებადაც იმართება საქართველოს პარლამენტის შუალედური, მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნები, გარდა ამ დადგენილების მე-2 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა.
მუხლი 2🔗
2023 წლის აპრილში გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური, მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნებისათვის საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 763 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ საარჩევნო უბნებს ქმნის, მათ საზღვრებსა და ნომრებს ადგენს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიები ამ დადგენილების ამოქმედებიდან არაუგვიანეს მე-2 დღისა, ცესკოს 2023 წლის 6 თებერვლის №7/2023 განკარგულების გათვალისწინებით.
მუხლი 3🔗
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 23-ე მუხლის მე-8 პუნქტში აღნიშნული ვადები, ამავე მუხლით დადგენილი ქმედების განხორციელებისათვის აითვალოს საქართველოს პარლამენტის შუალედური, მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნების დანიშვნის დღიდან.
მუხლი 4🔗
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 5🔗
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარეგიორგი კალანდარიშვილიკომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი