„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
09.02.2023 ბოლო ცვლილება 13.12.2023
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2584-XIმს-Xმპ
სარეგისტრაციო კოდი
040170310.05.001.020779
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/02/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

მუხლი 1. „ლატარიების , აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ “ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე , №15, 19.04.2005, მუხ . 96) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება :

1. მე -3 მუხლის : 

ა ) „ა “ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„ა ) აზარტული თამაშობები – თამაშობები , რომელთა შედეგი მთლიანად ან ნაწილობრივ შემთხვევითობაზეა დამოკიდებული . ეს თამაშობები ტარდება ბანქოს , კამათლის (გარდა ნარდისა ), სათამაშო ბორბლის (რულეტის ), სათამაშო აპარატის , სამორინის მაგიდის , კლუბის მაგიდის ან /და სხვა სათამაშო ინვენტარის მეშვეობით და მათში მონაწილეობა ფულადი მოგების შესაძლებლობას იძლევა . აზარტული თამაშობების (გარდა აზარტული ტურნირისა ) ორგანიზება დასაშვებია მხოლოდ სამორინეში , სათამაშო აპარატების სალონში , აზარტულ კლუბში ან /და ამ მუხლის „გ 1“ და „ვ 1“ ქვეპუნტებით გათვალისწინებული სისტემურ -ელექტრონული ფორმით ;“;

ბ ) „ა 1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა 2“ ქვეპუნქტი :

„ა 2) სისტემურ -ელექტრონული ფორმით აზარტული ან /და მომგებიანი თამაშობების ორგანიზება – ამ კანონით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით აზარტული ან /და მომგებიანი თამაშობების ინტერნეტის , ტელეფონის ან /და სპეციალურად მოწყობილი ელექტრონული საშუალებების გამოყენებით გამართვა ;“;

გ ) „ბ 1“−„ბ 3“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„ბ ​1) თამაშზე დამოკიდებული პირი (შემდგომ − დამოკიდებული პირი ) − ფიზიკური პირი , რომელსაც აქვს აზარტული ან /და მომგებიანი თამაშობების , სისტემურ -ელექტრონული ფორმით ორგანიზებული აზარტული ან /და მომგებიანი თამაშობების თამაშის დაუძლეველი სურვილი და მათზე დამოკიდებულება და რომლის შესახებ მონაცემებიც შეტანილია ამ მუხლის „ბ ​2“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დამოკიდებულ პირთა სიაში ;

ბ ​2) დამოკიდებულ პირთა სია − აზარტულ ან /და მომგებიან თამაშობებზე , სისტემურ -ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ აზარტულ ან /და მომგებიან თამაშობებზე (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა ) დამოკიდებულ პირთა შესახებ მონაცემების ბაზა , რომელშიც პირის თაობაზე მონაცემები შეიტანება მოსამართლის ბრძანების ან თავად ამ პირის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − შემოსავლების სამსახურისთვის მიმართვის საფუძველზე ;

ბ ​3) აკრძალული პირი − პირი , რომელსაც ეკრძალება აზარტულ ან /და მომგებიან თამაშობებში , სისტემურ -ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ აზარტულ ან /და მომგებიან თამაშობებში (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა ) მონაწილეობა . ამ კანონის მიზნებისთვის აკრძალული პირი არის :

ბ ​3.ა ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებულ საბიუჯეტო ორგანიზაციაში დასაქმებული პირი (მათ შორის , „საჯარო სამსახურის შესახებ “ საქართველოს კანონით განსაზღვრული სახელმწიფო მოსამსახურე , საჯარო მოსამსახურე , სახელმწიფო -პოლიტიკური თანამდებობის პირი , პოლიტიკური თანამდებობის პირი );

ბ ​3.ბ ) „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ “ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოში დასაქმებული პირი ;

ბ ​3.გ ) „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ “ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად საქართველოს ეროვნულ ბანკში დასაქმებული პირი ;

ბ ​3.დ ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრი ;“;

დ ) „გ “ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ 1“ ქვეპუნქტი :

„გ 1) სისტემურ -ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზება – სამორინეში დაშვებული აზარტული თამაშობების ინტერნეტის , ტელეფონის ან /და სპეციალურად მოწყობილი ელექტრონული საშუალებების გამოყენებით გამართვა ;“;

ე ) „ვ “ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ 1“ ქვეპუნქტი :

„ვ 1) სისტემურ -ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზება − სათამაშო აპარატების სალონში დაშვებული აზარტული თამაშობების ინტერნეტის , ტელეფონის ან /და სპეციალურად მოწყობილი ელექტრონული საშუალებების გამოყენებით გამართვა ;“;

ვ ) „ო .გ “ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„ო .გ ) ტოტალიზატორი – თამაშობა , რომელიც იმართება მოთამაშეების მიერ შეჯიბრების მიმდინარეობის , თამაშობის , რაიმე მოვლენის /მოვლენების შედეგის პროგნოზზე ფსონების დადებით , ხოლო მოგება დამოკიდებულია ფსონის მოცულობასა და შედეგზე . აკრძალულია ტოტალიზატორის მოწყობა იმ შემთხვევებში , როდესაც შედეგი შესაძლოა წინასწარ იყოს ცნობილი ერთ -ერთი ან ორივე მხარისთვის . ტოტალიზატორი იმართება სპეციალურად მოწყობილ შენობა -ნაგებობაში ან შენობა -ნაგებობის ნაწილში ან /და ამ მუხლის „ო .გ 1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სისტემურ -ელექტრონული ფორმით ;“;

ზ ) „ო .გ “ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო .გ 1“ქვეპუნქტი :

„ო .გ 1) სისტემურ -ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზება − ტოტალიზატორში დაშვებული მომგებიანი თამაშობების ინტერნეტის , ტელეფონის ან /და სპეციალურად მოწყობილი ელექტრონული საშუალებების გამოყენებით გამართვა ;“;

თ ) „პ “ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„პ ) თამაშობის ორგანიზატორი − აზარტული ან /და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის ან /და სისტემურ -ელექტრონული ფორმით აზარტული ან /და მომგებიანი თამაშობების ორგანიზების ნებართვის მფლობელი ;“;

ი ) „ქ “ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„ქ ) აზარტული ან /და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის საფუძველზე ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული , სისტემურ -ელექტრონული ფორმით ორგანიზებული აზარტული ან /და მომგებიანი თამაშობის   სალარო − სპეციალურად მოწყობილი ადგილი (გარდა კომერციული ბანკისა , მიკრობანკისა , მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა , საგადახდო მომსახურების პროვაიდერისა ), სადაც მოლარის მეშვეობით ხდება თანხის მოთამაშისთვის გახსნილ დეპოზიტზე შეტანა ან /და ამ დეპოზიტიდან გაცემა ;“;

კ ) „წ “ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„წ ) არსებითი პროდუქცია /მომსახურება − საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული პროდუქცია ან /და მომსახურება , რომელიც მოიცავს აზარტულ ან /და მომგებიან თამაშობებს , სისტემურ -ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ აზარტულ ან /და მომგებიან თამაშობებს , შემთხვევითი რიცხვების გენერირების პლატფორმას (RNG), ჯეკპოტის პლატფორმას , სათამაშო პლატფორმას (მათ შორის , სერვერს /სერვერებს , რომელზედაც /რომლებზედაც უშუალოდ ხდება თამაშის შედეგის გამოვლენა ), მოთამაშეთა ბაზას , ფინანსურ ბაზას /სისტემას , მენეჯმენტის სისტემას , სათამაშო აპარატებს ან /და ამ კანონით გათვალისწინებულ სხვა პროდუქციას ან /და მომსახურებას და რომელმაც შესაძლებელია გავლენა მოახდინოს ან /და რომელიც გავლენას ახდენს აზარტული ან /და მომგებიანი თამაშების შედეგებზე აზარტული ან /და მომგებიანი თამაშების მიმწოდებლის მონაწილეობით ან /და მისი მონაწილეობის გარეშე ;“;

ლ ) „ჰ 1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„ჰ ​1) სათამაშო ბიზნესი − პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ლატარიის , აზარტული ან /და მომგებიანი თამაშობის მოწყობა , სისტემურ -ელექტრონული ფორმით აზარტული ან /და მომგებიანი თამაშობების ორგანიზება , რომლის /რომელთა შედეგი მთლიანად ან /და ნაწილობრივ შემთხვევითობაზეა დამოკიდებული და რომელშიც / რომლებშიც მოთამაშე ფულადი მოგების ან /და ნივთობრივი მოგების მისაღებად მონაწილეობს , აზარტული ან /და მომგებიანი თამაშების მიწოდება ;“.

2. მე -4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„მუხლი 4

ლატარიას , აზარტულ ან /და მომგებიან თამაშობებს , სისტემურ -ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ აზარტულ ან /და მომგებიან თამაშობებს არ მიეკუთვნება თამაშობები , რომლებიც ტარდება მანქანების , აპარატების , მოწყობილობების , ინტერნეტის , ტელეფონის , სპეციალურად მოწყობილი ელექტრონული საშუალებებისა და სხვა საშუალებების გამოყენებით და რომლებშიც გათვალისწინებული არ არის შემთხვევითობის ელემენტი . მათი მიზანია მონაწილეთა განსაკუთრებული ცოდნის , ინტელექტის , სიმარჯვის , მოხერხებულობის ან სხვა განსაკუთრებული უნარის ტესტირება ან დემონსტრირება .“.

3. მე -5 მუხლის :

ა ) პირველი და მე -2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„1. საქართველოს ტერიტორიაზე ყველა სახის აზარტული ან /და მომგებიანი თამაშობების ჩატარება , სისტემურ -ელექტრონული ფორმით აზარტული ან /და მომგებიანი თამაშობების ორგანიზება , აზარტული ან /და მომგებიანი თამაშების მიწოდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ “ საქართველოს კანონის შესაბამისად ნებართვას მოითხოვს . უნებართვოდ აზარტული ან /და მომგებიანი თამაშობების ჩატარება , სისტემურ -ელექტრონული ფორმით აზარტული ან /და მომგებიანი თამაშობების ორგანიზება , აზარტული ან /და მომგებიანი თამაშების მიწოდება , აგრეთვე სანებართვო პირობების შეუსრულებლობა კანონის დარღვევად მიიჩნევა და იწვევს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პასუხისმგებლობის დაკისრებას , გარდა ამ მუხლის მე -3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა .

2. საქართველოს ტერიტორიაზე დასაშვებია მხოლოდ ამ კანონით გათვალისწინებული ლატარიის , აზარტული ან /და მომგებიანი თამაშობების მოწყობა , სისტემურ -ელექტრონული ფორმით აზარტული ან /და მომგებიანი თამაშობების ორგანიზება და მათი ბილეთების გავრცელება .“;

ბ ) მე -4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„4. საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია განსაზღვროს სათამაშო ბიზნესის სფეროში საქმიანობასთან დაკავშირებული ის მომსახურებები , რომელთა პირდაპირი ან /და არაპირდაპირი ფორმით გაწევაც აკრძალულია საქართველოს ტერიტორიის ფარგლების გარეთ აღნიშნული საქმიანობის განმახორციელებელი პირისთვის .“;

გ ) მე -4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე -5 პუნქტი :

„5. „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ “ საქართველოს კანონით დადგენილ საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში ყველა სახეობის მცურავ ობიექტზე საქართველოში რეგისტრირებული ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის აკრძალულია ამ კანონით გათვალისწინებული აზარტული ან /და მომგებიანი თამაშობების მოწყობა .“.

4. მე -7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„1. აზარტული ან /და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის , სისტემურ -ელექტრონული ფორმით აზარტული ან /და მომგებიანი თამაშობების ორგანიზების ნებართვისა და აზარტული ან /და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის გაცემას , მათში ცვლილებების შეტანას , მათ გაუქმებას და შესაბამისი მონაცემების უწყებრივ სანებართვო რეესტრში შეტანას „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ “ საქართველოს კანონისა და ამ კანონის შესაბამისად ახორციელებს შემოსავლების სამსახური .“.

5. მე -11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„მუხლი 11

1. ნებართვის გაცემას ექვემდებარება :

 ა ) წამახალისებელი   გათამაშების   მოწყობა ;

ბ ) სამორინის   მოწყობა ;

გ ) სისტემურ -ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზება ;

დ ) ტოტალიზატორის   მოწყობა ;

ე ) სისტემურ -ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზება ;

ვ ) სათამაშო   აპარატების   სალონის   მოწყობა ;

ზ ) სისტემურ -ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზება ;

თ ) ლოტოს   მოწყობა ;

ი ) ბინგოს   მოწყობა ;

კ ) აზარტული   კლუბის   მოწყობა ;

ლ ) აზარტული   ან /და   მომგებიანი   თამაშების   მიწოდება .

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ნებართვა გაიცემა მხოლოდ საქართველოში რეგისტრირებულ მეწარმეზე .

3. ლატარია და ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თამაშობა შეიძლება გაიმართოს სისტემურ -ელექტრონული ფორმით მხოლოდ ამ კანონით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით .

4. სისტემურ -ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზების ნებართვა შესაძლებელია გაიცეს როგორც ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნებართვის საფუძველზე , ისე მის გარეშე . ამასთანავე , სისტემურ -ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზების ერთი ნებართვით დასაშვებია მხოლოდ ერთი ინტერნეტდომენის სახელით არსებული ვებგვერდის ორგანიზება .

5. სისტემურ -ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების ნებართვა შესაძლებელია გაიცეს როგორც ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნებართვის საფუძველზე , ისე მის გარეშე . ამასთანავე , სისტემურ -ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების ერთი ნებართვით დასაშვებია მხოლოდ ერთი ინტერნეტდომენის სახელით არსებული ვებგვერდის ორგანიზება .

6. სისტემურ -ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვა გაიცემა ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნებართვის მფლობელზე . ამასთანავე , სისტემურ -ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ერთი ნებართვით დასაშვებია მხოლოდ ერთი ინტერნეტდომენის სახელით არსებული ვებგვერდის ორგანიზება .

7. აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვა გაიცემა მხოლოდ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში სამორინის ან /და სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელზე . აზარტული კლუბი უნდა მოეწყოს სამორინის დარბაზისგან ან /და სათამაშო აპარატების სალონისგან დამოუკიდებლად , ცალკე ობიექტად .

8. აკრძალულია აზარტული ან /და მომგებიანი თამაშობის სისტემურ -ელექტრონული ფორმით ორგანიზება /თამაში ინტერნეტით მომსახურების გაწევის ობიექტში .

9. აკრძალულია აზარტული ან /და მომგებიანი თამაშობისთვის განკუთვნილ ობიექტში სისტემურ -ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ აზარტულ თამაშობაში მონაწილეობისთვის კომპიუტერის ან /და სხვა , მსგავსი ელექტრონული მოწყობილობის განთავსება .

10. ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვით გათვალისწინებული საქმიანობის შეწყვეტისას /შეჩერებისას ამ ნებართვის საფუძველზე მიღებული სისტემურ -ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვით საქმიანობის განხორციელება დაშვებულია მიმდინარე კვარტალის განმავლობაში , მაგრამ არაუმეტეს 60 კალენდარული დღისა . ყოველ მომდევნო კვარტალში სისტემურ -ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების საქმიანობის განხორციელება დასაშვებია მხოლოდ ფიზიკურად მოწყობილი ობიექტის ფუნქციონირების არანაკლებ 30 დღით განახლების შემთხვევაში .

11. თუ სისტემურ -ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზების ნებართვა გაცემულია სამორინის მოწყობის ნებართვის საფუძველზე , სამორინის მოწყობის ნებართვით გათვალისწინებული საქმიანობის შეწყვეტისას /შეჩერებისას ამ ნებართვის საფუძველზე მიღებული სისტემურ -ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზების ნებართვით საქმიანობის განხორციელება დაშვებულია მიმდინარე კვარტალის განმავლობაში , მაგრამ არაუმეტეს 60 კალენდარული დღისა . ყოველ მომდევნო კვარტალში სისტემურ -ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზების საქმიანობის განხორციელება დასაშვებია მხოლოდ ფიზიკურად მოწყობილი ობიექტის ფუნქციონირების არანაკლებ 30 დღით განახლების შემთხვევაში .

12. თუ სისტემურ -ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების ნებართვა გაცემულია სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის საფუძველზე , სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვით გათვალისწინებული საქმიანობის შეწყვეტისას /შეჩერებისას ამ ნებართვის საფუძველზე მიღებული სისტემურ -ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების ნებართვით საქმიანობის განხორციელება დაშვებულია მიმდინარე კვარტალის განმავლობაში , მაგრამ არაუმეტეს 60 კალენდარული დღისა . ყოველ მომდევნო კვარტალში სისტემურ -ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების საქმიანობის განხორციელება დასაშვებია მხოლოდ ფიზიკურად მოწყობილი ობიექტის ფუნქციონირების არანაკლებ 30 დღით განახლების შემთხვევაში .

13. ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის გაუქმების შემთხვევაში უქმდება აღნიშნული ნებართვის საფუძველზე მიღებული სისტემურ -ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვა .

14. თუ სისტემურ -ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზების ნებართვა გაცემულია სამორინის მოწყობის ნებართვის საფუძველზე , სამორინის მოწყობის ნებართვის გაუქმების შემთხვევაში უქმდება აღნიშნული ნებართვის საფუძველზე მიღებული სისტემურ -ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზების ნებართვა .

15. თუ სისტემურ -ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების ნებართვა გაცემულია სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის საფუძველზე , სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის გაუქმების შემთხვევაში უქმდება აღნიშნული ნებართვის საფუძველზე მიღებული სისტემურ -ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების ნებართვა .

16. საქართველოს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის ან /და საომარი მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში საქართველოს მთავრობას უფლება აქვს , შემოიღოს აზარტული ან /და მომგებიანი თამაშობების მოწყობის ან /და სისტემურ -ელექტრონული ფორმით აზარტული ან /და მომგებიანი თამაშობების ორგანიზების სანებართვო საქმიანობის განსხვავებული წესი .

17. სისტემურ -ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების , სისტემურ -ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების , სისტემურ -ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვით გათვალისწინებული საქმიანობის შეწყვეტის /შეჩერების ან /და ამ ნებართვის გაუქმების შემთხვევაში მოთამაშის ანგარიშზე განთავსებული თანხის განკარგვის წესს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი .

18. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ნებართვები გაიცემა :

ა ) სამორინის , ტოტალიზატორის , სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვა , აგრეთვე სისტემურ -ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზების ნებართვა და სისტემურ -ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების ნებართვა − 5 წლის ვადით , ხოლო სამორინის მოწყობის ნებართვის საფუძველზე გაცემული სისტემურ -ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზების ნებართვა , სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის საფუძველზე გაცემული სისტემურ -ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების ნებართვა , სისტემურ -ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვა და აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვა − იმ ნებართვის მოქმედების დარჩენილი ვადით , რომლის საფუძველზედაც გაცემულია აღნიშნული ნებართვა ;

ბ ) წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვა − 1 წლის ვადით ;

გ ) ლოტოს , ბინგოს მოწყობის ნებართვა და აზარტული ან /და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვა − 5 წლის ვადით .

19. სამორინის , ტოტალიზატორის , სათამაშო აპარატების სალონის , ლოტოს , ბინგოს , აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვა გაიცემა თითოეული ობიექტის ფუნქციონირებისთვის . ამასთანავე , აზარტული თამაშობები და მომგებიანი თამაშობები ერთმანეთისგან გამიჯნულად უნდა განხორციელდეს .

20. დაუშვებელია სამორინის , სათამაშო აპარატების სალონის , აზარტული კლუბის ან /და ტოტალიზატორის მისამართის შეცვლა უწყებრივ სანებართვო რეესტრში ცვლილებების შეტანით , თუ „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ “ საქართველოს კანონით ახალი მისამართისთვის სანებართვო მოსაკრებლის სხვა განაკვეთია დადგენილი . აღნიშნულ შემთხვევაში სამორინის , სათამაშო აპარატების სალონის , აზარტული კლუბის ან /და ტოტალიზატორის მოწყობისთვის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახალი ნებართვა უნდა გაიცეს .

21. შესაძლებელია ლოტოს და ბინგოს ობიექტების ადგილმდებარეობის შეცვლა უწყებრივ სანებართვო რეესტრში ცვლილებების შეტანით .

22. სისტემურ -ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების , სისტემურ -ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატის თამაშობების , სისტემურ -ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების შემთხვევაში ინტერნეტმისამართის შეცვლა და ობიექტის ადგილმდებარეობის (მართვის ადგილის ) შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ უწყებრივ სანებართვო რეესტრში ცვლილებების შეტანით .

23. აზარტული ან /და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვა (გარდა წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვისა ), სისტემურ -ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების , სისტემურ -ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების , სისტემურ -ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვა და აზარტული ან /და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვა აღიარებული საგადასახადო დავალიანების არსებობის შემთხვევაში არ გაიცემა .

24. აკრძალულია ამ მუხლით გათვალისწინებული ნებართვის სხვა პირისთვის გადაცემა .

25. აკრძალულია სამორინის , ტოტალიზატორის , სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის , სისტემურ -ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების , სისტემურ -ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების , სისტემურ -ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვის , ლოტოს , ბინგოს , აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვის ან აზარტული ან /და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის იმ პირზე გაცემა , რომლის ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირი , დამფუძნებელი /პარტნიორი (არსებობის შემთხვევაში ), ბენეფიციარი მესაკუთრე არის მსჯავრდებული ან ნასამართლევი განზრახი ეკონომიკური დანაშაულისთვის , მათ შორის , საფინანსო საქმიანობის სფეროში დანაშაულისთვის , ან განზრახი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის და მას ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ აქვს .

26. აკრძალულია , სამორინის , ტოტალიზატორის , სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის , სისტემურ -ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების , სისტემურ -ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების , სისტემურ -ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვის , ლოტოს , ბინგოს , აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვის ან აზარტული ან /და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მფლობელის ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირი , დამფუძნებელი /პარტნიორი (არსებობის შემთხვევაში ), ბენეფიციარი მესაკუთრე იყოს მსჯავრდებული ან ნასამართლევი განზრახი ეკონომიკური დანაშაულისთვის , მათ შორის , საფინანსო საქმიანობის სფეროში დანაშაულისთვის , ან განზრახი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის და მას ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონდეს .

27. დაუშვებელია , აზარტულ თამაშობაში მონაწილეობისას არსებობდეს ნივთობრივი მოგების მიღების შესაძლებლობა .“.

6. II თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„მომგებიანი თამაშობების მოწყობის , სისტემურ -ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზებისა და შესაბამისი ნებართვების გაცემის პირობები “.

7. მე -12 მუხლის :

ა ) პირველი პუნქტის :

ა .ა ) „გ “ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„გ ) მომგებიანი თამაშობის ბილეთის ნიმუში გაყალბებისგან დამცავი ნიშნების მითითებით . ბილეთის ნიმუში ხელმოწერილი უნდა იყოს ნებართვის მაძიებლის მიერ ;“;

ა .ბ ) „ვ “ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს ;

ა .გ ) „თ “ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„თ )ამ პუნქტის „ბ .დ ​2“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − აზარტული ან /და მომგებიანი თამაშების მიმწოდებელთან გაფორმებული ხელშეკრულების ასლი . აღნიშნულ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შემთხვევაში ნებართვის მაძიებელი /ნებართვის მფლობელი ვალდებულია ამ ცვლილების განხორციელებიდან არაუგვიანეს 2 დღისა შემოსავლების სამსახურს აცნობოს აღნიშნული ცვლილების შესახებ და წარუდგინოს ცვლილების დოკუმენტის ასლი ;“;

ბ ) 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„1​1. მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით აკრძალულია იმ თამაშობის გამართვა , რომელიც მომგებიანი თამაშობის მოწყობის პირობებით (რეგლამენტით ) გათვალისწინებული არ არის .“;

გ ) 1პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 1და 1პუნქტები :

„12. სისტემურ -ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვის მისაღებად ნებართვის მაძიებელმა შემოსავლების სამსახურს , „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ “ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა , უნდა წარუდგინოს :

ა ) სისტემურ -ელექტრონული ფორმით ორგანიზებული თამაშობის წესი . ამ წესში მითითებული უნდა იყოს :

ა .ა ) ფაქტობრივი მისამართი , საიდანაც მოხდება მომგებიანი თამაშობების მართვა და ორგანიზება ;

ა .ბ ) თამაშობების ჩამონათვალი და აღწერილობები ;

ა .გ ) მოგების გაცემის ადგილი /ადგილები და ზღვრული ვადა (თუ მოგება ამ კანონის 28-ე მუხლის მე -2 და მე -3 პუნქტების საფუძველზე გაიცემა − სალაროს მოწყობისთვის განკუთვნილი უძრავი ქონების მისამართი /მისამართები ), მოგების გაცემის წესი და ვადა , პრეტენზიის განხილვის წესი და ვადა ;

ა .დ ) თამაშობის ინტერნეტით მოწყობის შემთხვევაში – თამაშობისთვის განკუთვნილი ვებგვერდის მისამართი , მოთამაშის რეგისტრაციის წესი , დეპოზიტის /ბალანსის მართვის წესი . აღნიშნულ ვებგვერდზე ქართულ ენაზე მითითებული უნდა იყოს თამაშობის ორგანიზატორის დასახელება , იურიდიული მისამართი , ტელეფონის ნომერი , შესაბამისი ნებართვის ნომერი , თამაშობების ჩამონათვალი , თამაშის დეტალური წესები , ინფორმაცია 25 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქის , 18 წლამდე ასაკის უცხო ქვეყნის მოქალაქის /მოქალაქეობის არმქონე პირის , დამოკიდებულ პირთა სიასა და აკრძალულ პირთა სიაში შეყვანილი პირების თამაშობაში მონაწილეობის აკრძალვის შესახებ ;

ა .ე ) თამაშობის ტელეფონით მოწყობის შემთხვევაში – საქართველოში რეგისტრირებული ტელეფონის ნომერი ;

ა .ვ ) თუ ნებართვის მაძიებელი თამაშობის მოწყობისას სხვა პირის მიერ მიწოდებულ აზარტულ ან /და მომგებიან თამაშს /თამაშებს ან /და არსებით პროდუქციას /მომსახურებას იყენებს − ამ პირზე გაცემული აზარტული ან /და მომგებიანი თამაშების მიწოდების მოქმედი ნებართვის ნომერი ;

ა .ზ ) მოთამაშის რეგისტრაციის /იდენტიფიკაციის /ვერიფიკაციის ფორმა და წესი ;

ა .თ ) მოთამაშის პერსონალური მონაცემების შენახვის წესი და ტექნოლოგიური აღწერილობა ;

ა .ი ) ინტერნეტპლატფორმის /სისტემის დაცვის მექანიზმების ჩამონათვალი ;

ა .კ ) თამაშობების მართვის სისტემის აღწერილობა ;

ა .ლ ) ფინანსური ტრანზაქციების აღრიცხვისა და შენახვის დეტალური აღწერილობა ;

ა .მ ) იმ ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის ნომერი და ობიექტის მოწყობის მისამართი , რომლის საფუძველზედაც მოთხოვნილია სისტემურ -ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვა ;

ბ ) გამოსაყენებელი /გამოყენებული არსებითი პროდუქციის /მომსახურების საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ შემოღებულ /დადგენილ სტანდარტებთან /მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი ავტორიზაციის სერტიფიკატი ;

გ ) თამაშების მართვის სისტემის ტექნიკური დოკუმენტაცია ;

დ ) საპრიზო ფონდის არანაკლებ 10 000 ლარის ოდენობით უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი ;

ე ) ნებართვის (გარდა წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვისა ) მაძიებლის ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის , დამფუძნებლის /პარტნიორის (არსებობის შემთხვევაში ), ბენეფიციარი მესაკუთრის ნასამართლობის შესახებ ცნობა . აღნიშნული ნასამართლობის შესახებ ცნობა გაცემული უნდა იყოს იმ ქვეყნის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ , რომლის მოქალაქეც არის ნებართვის (გარდა წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვისა ) მაძიებლის ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირი , დამფუძნებელი /პარტნიორი (არსებობის შემთხვევაში ), ბენეფიციარი მესაკუთრე ;

ვ ) სანებართვო მოსაკრებლის გადასახდელად საჭირო ფულადი სახსრების წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი . ამ დოკუმენტის სისწორისთვის პასუხისმგებლობა ნებართვის მაძიებელს ეკისრება ;

ზ ) ნებისმიერი სხვა დოკუმენტი /ინფორმაცია , რომელსაც შემოსავლების სამსახური ნებართვის გაცემის შესახებ ნებართვის მაძიებლის განცხადების განხილვისას და შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად მოითხოვს ;

თ ) ამ პუნქტის „ა .ვ “ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − აზარტული ან /და მომგებიანი თამაშების მიმწოდებელთან გაფორმებული ხელშეკრულების ასლი . აღნიშნულ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შემთხვევაში ნებართვის მაძიებელი /ნებართვის მფლობელი ვალდებულია ამ ცვლილების განხორციელებიდან არაუგვიანეს 2 დღისა შემოსავლების სამსახურს აცნობოს აღნიშნული ცვლილების შესახებ და წარუდგინოს ცვლილების დოკუმენტის ასლი .

13. სისტემურ -ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვით აკრძალულია იმ თამაშობის გამართვა , რომელიც ნებართვის მფლობელის მიერ წარდგენილი სისტემურ -ელექტრონული ფორმით ორგანიზებული თამაშობის წესით გათვალისწინებული არ არის .“.

8. მე -13 მუხლის :

ა ) პირველი პუნქტის „გ “−„ე “ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : 

„გ ) ხელშეკრულება ნებართვის მფლობელსა და იმ პირს შორის , რომელიც ამზადებს მომგებიანი თამაშობის ბილეთებს . ამ ხელშეკრულებაში მითითებული უნდა იყოს დასამზადებელი ბილეთების რაოდენობა და ნუმერაცია ;

დ ) მომგებიანი   თამაშობის   მოწყობის   პირობები  (რეგლამენტი );

ე ) მომგებიანი თამაშობის ბილეთის ნიმუში ;“;

ბ ) 11 პუნქტი ამოღებულ იქნეს ;

გ ) მე -2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„2. მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორი (გარდა წამახალისებელი გათამაშების ორგანიზატორისა ), სისტემურ -ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვის მფლობელი ვალდებულია ამ კანონის მე -12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ .ე “ და „ბ .ვ “ ქვეპუნქტებითა და იმავე მუხლის 1პუნქტის „ა .ბ “ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ თამაშობის ზოგად წესში , თამაშობების ჩამონათვალსა და დეტალურ აღწერილობაში ან თამაშობების ჩამონათვალსა და აღწერილობებში ცვლილების შეტანის შემთხვევაში შემოსავლების სამსახურის თანხმობის მისაღებად შესაბამისი ცვლილების განხორციელებამდე მიმართოს შემოსავლების სამსახურს , ხოლო სხვა ცვლილების განხორციელების შემთხვევაში – ამ ცვლილების განხორციელებამდე არაუგვიანეს 1 დღისა შემოსავლების სამსახურს მიაწოდოს ინფორმაცია აღნიშნული ცვლილების თაობაზე . ამასთანავე , სისტემურ -ელექტრონული ფორმით ორგანიზებული მომგებიანი თამაშობის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა ) ორგანიზატორმა ამ კანონის მე -12 მუხლის 1პუნქტის „ა .ბ “ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ თამაშობების ჩამონათვალსა და აღწერილობებში ცვლილების შეტანის შესახებ შეტყობინება მისი შეტანიდან 2 დღის ვადაში უნდა განათავსოს თამაშობისთვის განკუთვნილ ვებგვერდზე (თამაშობის ინტერნეტით მოწყობის შემთხვევაში ).“.

9. 16მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„მუხლი 161

1. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია დაადგინოს მომგებიანი თამაშობების მოწყობის , სისტემურ -ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზებისა და ნებართვების გაცემის დამატებითი პირობები , რომელთა შესრულება /დაკმაყოფილება ნებართვის მაძიებლისთვის /ნებართვის მფლობელისთვის სავალდებულოა და რომელთა შეუსრულებლობა /დაუკმაყოფილებლობა მიიჩნევა სანებართვო პირობების შეუსრულებლობად /დარღვევად .

2. საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია დაადგინოს /სამოქმედოდ შემოიღოს მოთხოვნები /სტანდარტები , რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს მომგებიანი თამაშობების მოწყობის ნებართვის მაძიებლის /ნებართვის მფლობელის , სისტემურ -ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვის მაძიებლის /ნებართვის მფლობელის მიერ თავის საქმიანობაში გამოსაყენებელი /გამოყენებული არსებითი პროდუქცია /მომსახურება ან /და ნებისმიერი სხვა მოწყობილობა .“.

10. III თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„აზარტული თამაშობების მოწყობის , სისტემურ -ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობების ორგანიზების , აზარტული ან /და მომგებიანი თამაშების მიწოდებისა და შესაბამისი ნებართვების გაცემის პირობები “.

11. მე -19 მუხლის :

ა ) პირველი პუნქტის :

ა .ა ) „დ “ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს ;

ა .ბ ) „ე “ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„ე ) ამ პუნქტის „ბ .თ “ ქვეპუნქტით ან ამ მუხლის 1პუნქტის „ა .ვ “ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − აზარტული ან /და მომგებიანი თამაშის /თამაშების ან /და არსებითი პროდუქციის /მომსახურების მიმწოდებელთან გაფორმებული ხელშეკრულების ასლი . აღნიშნულ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შემთხვევაში ნებართვის მაძიებელი /ნებართვის მფლობელი ვალდებულია ამ ცვლილების განხორციელებიდან არაუგვიანეს 2 დღისა შემოსავლების სამსახურს აცნობოს აღნიშნული ცვლილების შესახებ და წარუდგინოს ცვლილების დოკუმენტის ასლი ;“;

ბ ) 1პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 1პუნქტი :

„13. სისტემურ -ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზების ნებართვის მისაღებად ნებართვის მაძიებელმა შემოსავლების სამსახურს , „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ “ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა , უნდა წარუდგინოს :

ა ) სისტემურ -ელექტრონული ფორმით ორგანიზებული თამაშობის წესი . ამ წესში მითითებული უნდა იყოს :

ა .ა ) ფაქტობრივი მისამართი , საიდანაც მოხდება თამაშობის მართვა და ორგანიზება ;

ა .ბ ) თამაშობების ჩამონათვალი და აღწერილობა ;

ა .გ ) მოგების გაცემის წესი , ადგილი /ადგილები და ზღვრული ვადა (თუ მოგება ამ კანონის 28-ე მუხლის მე -2 და მე -3 პუნქტების საფუძველზე გაიცემა − სალაროს მოწყობისთვის განკუთვნილი უძრავი ქონების მისამართი /მისამართები ), პრეტენზიის განხილვის წესი და ვადა ;

ა .დ ) თამაშობის ინტერნეტით მოწყობის შემთხვევაში – თამაშობისთვის განკუთვნილი ვებგვერდის მისამართი , მოთამაშის რეგისტრაციის წესი , დეპოზიტის /ბალანსის მართვის წესი . აღნიშნულ ვებგვერდზე ქართულ ენაზე მითითებული უნდა იყოს თამაშობის ორგანიზატორის დასახელება , იურიდიული მისამართი , ტელეფონის ნომერი , შესაბამისი ნებართვის ნომერი , თამაშობების ჩამონათვალი , თამაშობის დეტალური წესები , ინფორმაცია 25 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქის , 18 წლამდე ასაკის უცხო ქვეყნის მოქალაქის /მოქალაქეობის არმქონე პირის , დამოკიდებულ პირთა სიასა და აკრძალულ პირთა სიაში შეყვანილი პირების თამაშობაში მონაწილეობის აკრძალვის შესახებ ; 

ა .ე ) თამაშობის ტელეფონით მოწყობის შემთხვევაში – საქართველოში რეგისტრირებული ტელეფონის ნომერი ;

ა .ვ ) თუ ნებართვის მაძიებელი თამაშობის მოწყობისას სხვა პირის მიერ მიწოდებულ აზარტულ ან /და მომგებიან თამაშს /თამაშებს ან /და არსებით პროდუქციას /მომსახურებას იყენებს − ამ პირზე გაცემული აზარტული ან /და მომგებიანი თამაშების მიწოდების მოქმედი ნებართვის ნომერი ;

ა .ზ ) მოთამაშის რეგისტრაციის /იდენტიფიკაციის /ვერიფიკაციის ფორმა და წესი ;

ა .თ ) მოთამაშის პერსონალური მონაცემების შენახვის წესი და ტექნოლოგიური აღწერილობა ;

ა .ი ) ინტერნეტპლატფორმის /სისტემის დაცვის მექანიზმების ჩამონათვალი ;

ა .კ ) თამაშობების მართვის სისტემის აღწერილობა ;

ა .ლ ) ფინანსური ტრანზაქციების აღრიცხვისა და შენახვის დეტალური აღწერილობა ;

ა .მ ) თუ ნებართვა მოთხოვნილია სამორინის მოწყობის ნებართვის საფუძველზე − ამ ნებართვის ნომერი და ობიექტის მოწყობის მისამართი ;

ა .ნ ) ნებისმიერი სხვა ინფორმაცია , რომელსაც შემოსავლების სამსახური მოითხოვს ;

ბ ) სისტემურ -ელექტრონული ფორმით ორგანიზებული თამაშობის წესში მითითებული სისტემურ -ელექტრონული ფორმით ორგანიზებული თამაშის /თამაშების ტექნიკურ სტანდარტებთან შესაბამისობის დამადასტურებელი ავტორიზაციის სერტიფიკატი ;

გ ) გამოსაყენებელი /გამოყენებული არსებითი პროდუქციის /მომსახურების საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ შემოღებულ /დადგენილ სტანდარტებთან /მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი ავტორიზაციის სერტიფიკატი ;

დ ) თამაშობების მართვის სისტემის ტექნიკური დოკუმენტაცია ;

ე ) ნებართვის (გარდა წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვისა ) მაძიებლის ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის , დამფუძნებლის /პარტნიორის (არსებობის შემთხვევაში ), ბენეფიციარი მესაკუთრის ნასამართლობის შესახებ ცნობა . აღნიშნული ნასამართლობის შესახებ ცნობა გაცემული უნდა იყოს იმ ქვეყნის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ , რომლის მოქალაქეც არის ნებართვის (გარდა წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვისა ) მაძიებლის ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირი , დამფუძნებელი /პარტნიორი (არსებობის შემთხვევაში ), ბენეფიციარი მესაკუთრე ;

ვ ) სანებართვო მოსაკრებლის გადასახდელად საჭირო ფულადი სახსრების წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი . ამ დოკუმენტის სისწორისთვის პასუხისმგებლობა ნებართვის მაძიებელს ეკისრება ;

 ზ ) ნებისმიერი სხვა დოკუმენტი /ინფორმაცია , რომელსაც შემოსავლების სამსახური ნებართვის გაცემის შესახებ ნებართვის მაძიებლის განცხადების განხილვისას და შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად მოითხოვს .“;

გ ) მე -2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„2. სამორინეში აკრძალულია იმ თამაშობის გამართვა , რომელიც გათვალისწინებული არ არის სამორინის მოწყობის პირობებით (რეგლამენტით ), ხოლო სისტემურ -ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზების შემთხვევაში – ამ კანონით დადგენილი სისტემურ -ელექტრონული ფორმით ორგანიზებული თამაშობის წესით .“. 

12. მე -20 მუხლის :

ა ) პირველი პუნქტის :

ა .ა ) „ბ “ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს ;

ა .ბ ) „ე “ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„ე ) ამ პუნქტის „ა .ვ “ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − აზარტული ან /და მომგებიანი თამაშის /თამაშების ან /და არსებითი პროდუქციის /მომსახურების მიმწოდებელთან გაფორმებული ხელშეკრულების ასლი . აღნიშნულ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შემთხვევაში ნებართვის მაძიებელი /ნებართვის მფლობელი ვალდებულია შემოსავლების სამსახურს დაუყოვნებლივ აცნობოს ამ ცვლილების შესახებ და წარუდგინოს ცვლილების დოკუმენტის ასლი ;“;

ა .გ ) „ვ “ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს ;

ბ ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი :

„11. სისტემურ -ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების ნებართვის მისაღებად ნებართვის მაძიებელმა შემოსავლების სამსახურს , „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ “ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა , უნდა წარუდგინოს :

ა ) სისტემურ -ელექტრონული ფორმით ორგანიზებული თამაშობის წესი . ამ წესში მითითებული უნდა იყოს :

ა .ა ) ფაქტობრივი მისამართი , საიდანაც მოხდება თამაშობის მართვა და ორგანიზება ;

ა .ბ ) თამაშობების ჩამონათვალი და აღწერილობა ;

ა .გ ) მოგების გაცემის წესი , ადგილი /ადგილები და ზღვრული ვადა (თუ მოგება ამ კანონის 28-ე მუხლის მე -2 და მე -3 პუნქტების საფუძველზე გაიცემა − სალაროს მოწყობისთვის განკუთვნილი უძრავი ქონების მისამართი /მისამართები ), პრეტენზიის განხილვის წესი და ვადა ;

ა .დ ) თამაშობის   ინტერნეტით მოწყობის შემთხვევაში − თამაშობისთვის განკუთვნილი ვებგვერდის მისამართი , მოთამაშის რეგისტრაციის წესი , დეპოზიტის /ბალანსის მართვის წესი , საქართველოში რეგისტრირებული ტელეფონის ნომერი . აღნიშნულ ვებგვერდზე ქართულ ენაზე მითითებული უნდა იყოს თამაშობის ორგანიზატორის დასახელება , იურიდიული მისამართი , ტელეფონის ნომერი , შესაბამისი ნებართვის ნომერი , თამაშობების ჩამონათვალი , თამაშობის დეტალური წესები , ინფორმაცია 25 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქის , 18 წლამდე ასაკის უცხო   ქვეყნის მოქალაქის /მოქალაქეობის არმქონე პირის , დამოკიდებულ პირთა სიასა და აკრძალულ პირთა სიაში შეყვანილი პირების თამაშობაში მონაწილეობის აკრძალვის შესახებ ;

ა .ე ) თამაშობის ტელეფონით მოწყობის შემთხვევაში – საქართველოში რეგისტრირებული ტელეფონის ნომერი ;

ა .ვ ) თუ ნებართვის მაძიებელი თამაშობის მოწყობისას სხვა პირის მიერ მიწოდებულ აზარტულ ან /და მომგებიან თამაშს /თამაშებს ან /და არსებით პროდუქციას /მომსახურებას იყენებს − ამ პირზე გაცემული აზარტული ან /და მომგებიანი თამაშების მიწოდების მოქმედი ნებართვის ნომერი ;

ა .ზ ) მოთამაშის რეგისტრაციის /იდენტიფიკაციის /ვერიფიკაციის ფორმა და წესი ;

ა .თ ) მოთამაშის პერსონალური მონაცემების შენახვის წესი და ტექნოლოგიური აღწერილობა ;

ა .ი ) ინტერნეტპლატფორმის /სისტემის დაცვის მექანიზმების ჩამონათვალი ;

ა .კ ) თამაშობების მართვის სისტემის აღწერილობა ;

ა .ლ ) ფინანსური ტრანზაქციების აღრიცხვისა და შენახვის დეტალური აღწერილობა ;

ა .მ ) თუ ნებართვა მოთხოვნილია სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის საფუძველზე − ამ ნებართვის ნომერი და ობიექტის მოწყობის მისამართი ;

ა .ნ ) ნებისმიერი სხვა ინფორმაცია , რომელსაც შემოსავლების სამსახური მოითხოვს ;

ბ ) ნებართვის მაძიებლის ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის , დამფუძნებლის /პარტნიორის (არსებობის შემთხვევაში ), ბენეფიციარი მესაკუთრის ნასამართლობის შესახებ ცნობა . აღნიშნული ნასამართლობის შესახებ ცნობა გაცემული უნდა იყოს იმ ქვეყნის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ , რომლის მოქალაქეც არის ნებართვის მაძიებლის ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირი , დამფუძნებელი /პარტნიორი (არსებობის შემთხვევაში ), ბენეფიციარი მესაკუთრე ;

გ ) სანებართვო მოსაკრებლის გადასახდელად საჭირო ფულადი სახსრების წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი . ამ დოკუმენტის სისწორისთვის პასუხისმგებლობა ნებართვის მაძიებელს ეკისრება ;

დ ) გამოსაყენებელი /გამოყენებული არსებითი პროდუქციის /მომსახურების საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ შემოღებულ /დადგენილ სტანდარტებთან /მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი ავტორიზაციის სერტიფიკატი ;

ე ) თამაშობების მართვის სისტემის ტექნიკური დოკუმენტაცია ;

ვ ) ამ პუნქტის „ა .ვ “ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − აზარტული ან /და მომგებიანი თამაშის /თამაშების ან /და არსებითი პროდუქციის /მომსახურების მიმწოდებელთან გაფორმებული ხელშეკრულების ასლი . აღნიშნულ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შემთხვევაში ნებართვის მაძიებელი /ნებართვის მფლობელი ვალდებულია შემოსავლების სამსახურს დაუყოვნებლივ აცნობოს ამ ცვლილების შესახებ და წარუდგინოს ცვლილების დოკუმენტის ასლი .“;

გ ) მე -2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„2. სათამაშო აპარატების სალონში აკრძალულია იმ თამაშობის გამართვა , რომელიც გათვალისწინებული არ არის სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის პირობებით (რეგლამენტით ), ხოლო სისტემურ -ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების შემთხვევაში – სისტემურ -ელექტრონული ფორმით ორგანიზებული თამაშობის წესით .“;

დ ) მე -2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე -3 პუნქტი :

„3. სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის ან /და სისტემურ -ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების ნებართვის მისაღებად ნებართვის მაძიებელმა შემოსავლების სამსახურს უნდა წარუდგინოს ნებისმიერი დოკუმენტი /ინფორმაცია , რომელსაც შემოსავლების სამსახური ნებართვის გაცემის შესახებ ნებართვის მაძიებლის განცხადების განხილვისას და შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად მოითხოვს .“.

13. 20მუხლის :

ა ) პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს ;

ბ ) მე -3 პუნქტი ამოღებულ იქნეს ;

გ ) მე -4 და მე -5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„4. სისტემურ -ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზების ნებართვის ან /და სისტემურ -ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების ნებართვის მფლობელი ამ კანონის 28-ე მუხლის მე -2 და მე -3 პუნქტებით გათვალისწინებული სალაროს მოწყობის /ცვლილების შემთხვევაში სისტემურ -ელექტრონული ფორმით ორგანიზებული თამაშობის წესში ცვლილების შეტანამდე 2 სამუშაო დღით ადრე შემოსავლების სამსახურს წარუდგენს ინფორმაციას სალაროს მოწყობისთვის განკუთვნილი უძრავი ქონების მისამართის /მისამართების შესახებ .

5. სისტემურ -ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზების ნებართვის ან /და სისტემურ -ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების ნებართვის მფლობელი მის მიერ გამოსაყენებელი /გამოყენებული არსებითი პროდუქციის /მომსახურების ცვლილების შემთხვევაში ვალდებულია ამ ცვლილების განხორციელებამდე არაუგვიანეს 2 დღისა შემოსავლების სამსახურს აცნობოს აღნიშნული ცვლილების შესახებ და წარუდგინოს ავტორიზაციის სერტიფიკატი (არსებითი პროდუქციის /მომსახურების ჩანაცვლების ან /და დამატების შემთხვევაში ).“.

14. 21-ე მუხლის :

ა ) მე -2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„2. აზარტული თამაშობის ორგანიზატორი ვალდებულია სამორინეში , სათამაშო აპარატების სალონში ან აზარტულ კლუბში მიმდინარე თამაშობების წესში , თამაშობების ჩამონათვალსა და აღწერილობაში ცვლილების შეტანის შემთხვევაში შემოსავლების სამსახურის თანხმობის მისაღებად შესაბამისი ცვლილების განხორციელებამდე მიმართოს შემოსავლების სამსახურს , ხოლო სხვა ცვლილების განხორციელების შემთხვევაში − ამ ცვლილების განხორციელებამდე არაუგვიანეს 1 დღისა შემოსავლების სამსახურს მიაწოდოს ინფორმაცია აღნიშნული ცვლილების შესახებ .“;

ბ ) მე -2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი :

„21. სისტემურ -ელექტრონული ფორმით ორგანიზებული აზარტული თამაშობების ორგანიზატორი ვალდებულია ვებგვერდზე მიმდინარე თამაშობების წესში , თამაშობების ჩამონათვალსა და აღწერილობაში ცვლილების შეტანის შემთხვევაში შემოსავლების სამსახურის თანხმობის მისაღებად შესაბამისი ცვლილების განხორციელებამდე მიმართოს შემოსავლების სამსახურს , ხოლო სხვა ცვლილების განხორციელების შემთხვევაში − ამ ცვლილების განხორციელებამდე არაუგვიანეს 1 დღისა შემოსავლების სამსახურს მიაწოდოს ინფორმაცია აღნიშნული ცვლილების თაობაზე . ამასთანავე , მან აღნიშნული ცვლილების განხორციელების შესახებ შეტყობინება მისი განხორციელებიდან 2 დღის ვადაში უნდა განათავსოს თამაშობისთვის განკუთვნილ ვებგვერდზე (თამაშობის ინტერნეტით მოწყობის შემთხვევაში ).“.

15. 24-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით ;

„1. სამორინეში დამონტაჟებული უნდა იყოს და უნდა ფუნქციონირებდეს არანაკლებ 5 სამორინის მაგიდისა , მათგან 1 − სათამაშო ბორბალზე (რულეტზე ) სათამაშოდ .“.

16. 24მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„მუხლი 242

1. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია დაადგინოს აზარტული თამაშობების მოწყობის , სისტემურ -ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზების , სისტემურ -ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების , აზარტული ან /და მომგებიანი თამაშების მიწოდების და ნებართვების გაცემის დამატებითი პირობები , რომელთა შესრულება /დაკმაყოფილება ნებართვის მაძიებლისთვის /ნებართვის მფლობელისთვის სავალდებულოა და რომელთა შეუსრულებლობა /დაუკმაყოფილებლობა მიიჩნევა სანებართვო პირობების შეუსრულებლობად /დარღვევად .

2. საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია დაადგინოს /სამოქმედოდ შემოიღოს მოთხოვნები /სტანდარტები , რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს აზარტული თამაშობების მოწყობის ნებართვის , სისტემურ -ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზების ნებართვის , სისტემურ -ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების ნებართვის , აზარტული ან /და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მაძიებლის /ნებართვის მფლობელის მიერ თავის საქმიანობაში გამოსაყენებელი /გამოყენებული არსებითი პროდუქცია /მომსახურება ან /და ნებისმიერი სხვა მოწყობილობა .“.

17. 28-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„მუხლი 28

1. სისტემურ -ელექტრონული ფორმით ორგანიზებული აზარტული ან /და მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორს უფლება აქვს , გამოიყენოს მის სახელზე გაცემული სამორინის , აზარტული კლუბის , სათამაშო აპარატების სალონის ან /და ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვით ორგანიზებულ ობიექტებზე არსებული სალაროები (არსებობის შემთხვევაში ).

2. სისტემურ -ელექტრონული ფორმით ორგანიზებული აზარტული ან /და მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორს უფლება აქვს , სხვა პირებზე გაცემული სამორინის , აზარტული კლუბის , სათამაშო აპარატების სალონის ან /და ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვით ორგანიზებულ ობიექტებზე მოაწყოს სალაროები .

3. სისტემურ -ელექტრონული ფორმით ორგანიზებული აზარტული ან /და მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორს უფლება აქვს , სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის შემთხვევაში მოაწყოს ამ კანონის მე -3 მუხლის „ქ “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სალარო .“.

18. 29-ე მუხლის პირველი პუნქტის :

ა ) „გ “ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„გ ) ჩაატაროს თამაშობა და გასცეს მოგებები წარდგენილი თამაშობის მოწყობის პირობების (რეგლამენტის ) ან /და სისტემურ -ელექტრონული ფორმით ორგანიზებული თამაშობის წესის შესაბამისად ;“;

ბ ) „ე “ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„ე ) მოთამაშის პრეტენზიასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღოს თამაშობის მოწყობის პირობებით (რეგლამენტით )/სისტემურ -ელექტრონული ფორმით ორგანიზებული თამაშობის წესით გათვალისწინებულ ვადაში ;“;

გ ) „ზ “ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„ზ ) დროულად გადაიხადოს თამაშობის მოწყობისთვის /სისტემურ -ელექტრონული ფორმით აზარტული ან /და მომგებიანი თამაშობების ორგანიზებისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოსაკრებლები და გადასახადები ;“;

დ ) „ლ “ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„ლ ) აზარტული ან /და მომგებიანი თამაშობის მოწყობის /სისტემურ -ელექტრონული ფორმით აზარტული ან /და მომგებიანი თამაშობების ორგანიზების საქმიანობის შეწყვეტამდე /განახლებამდე წერილობით აცნობოს შემოსავლების სამსახურს ამ საქმიანობის შეწყვეტის /განახლების თაობაზე ;“;

ე ) „ო “−„ს “ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„ო ) კონტროლის ელექტრონული სისტემის დანერგვის ან /და ოპერირების მიზნით შემოსავლების სამსახურს ან /და შერჩეულ პირს შეუქმნას შესაბამისი სამუშაო პირობები , მიაწოდოს მოთხოვნილი დოკუმენტები /ინფორმაცია და უზრუნველყოს მათი დაშვება აზარტული ან /და მომგებიანი თამაშობების მოწყობის ადგილზე , აგრეთვე თამაშობების მოწყობისთვის , სისტემურ -ელექტრონული ფორმით აზარტული ან /და მომგებიანი თამაშობების ორგანიზებისთვის ან /და აზარტული ან /და მომგებიანი თამაშების მიწოდებისთვის გამოსაყენებელ /გამოყენებულ ნებისმიერ და ყველა მოწყობილობასთან , მოთხოვნის შემთხვევაში მიაერთებინოს ელექტრონული კონტროლისთვის საჭირო მოწყობილობები მის საკუთრებაში /სარგებლობაში არსებულ , თამაშობების მოწყობისთვის , სისტემურ -ელექტრონული ფორმით აზარტული ან /და მომგებიანი თამაშობების ორგანიზებისთვის ან /და აზარტული ან /და მომგებიანი თამაშების მიწოდებისთვის გამოსაყენებელ /გამოყენებულ მოწყობილობებზე და მათთვის ხელმისაწვდომი გახადოს მის მიერ გამოყენებულ არსებით პროდუქციაში /მომსახურებაში არსებული ინფორმაცია ;

პ ) სამორინე , აზარტული კლუბი , სათამაშო აპარატების სალონი , ტოტალიზატორისთვის , ლოტოსთვის , ბინგოსთვის სპეციალურად მოწყობილი შენობა /ნაგებობა , სისტემურ -ელექტრონული ფორმით აზარტული ან /და მომგებიანი თამაშობების ორგანიზება უზრუნველყოს მუდმივი დენის წყაროთი და აღჭურვოს სათამაშო დარბაზში , სალაროსთან , შემოსასვლელში და გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული ავტომატური ვიდეოტექნიკით . ეს ვიდეოტექნიკა უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებს . ვიდეოჩაწერა სათამაშო დარბაზში , სალაროსთან და შემოსასვლელში უნდა მიმდინარეობდეს სამორინის , აზარტული კლუბის , სათამაშო აპარატების სალონის , ტოტალიზატორის , ლოტოს , ბინგოს მუშაობის მთელ პერიოდში , ხოლო გარე პერიმეტრზე − მუდმივად . ვიდეოჩაწერის შედეგად მიღებული ელექტრონული მატარებლებიშესაბამისი ჩანაწერებით არანაკლებ 30 დღისა უნდა ინახებოდეს სათანადოდ დაცულ ადგილზე და დასაბუთებული მოთხოვნის შემთხვევაში მოთხოვნისთანავე უნდა წარედგინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან /და სხვა უფლებამოსილ ორგანოებს . სალარო უნდა აღიჭურვოს ჯავშნიანი ფანჯრით და შესაბამის დაცვის სამსახურთან დამაკავშირებელი საგანგაშო სიგნალით ;

ჟ ) ლატარიის მოწყობის , სისტემურ -ელექტრონული ფორმით აზარტული ან /და მომგებიანი თამაშობების ორგანიზების შემთხვევაში უზრუნველყოს თითოეული მოთამაშის რეგისტრაცია , იდენტიფიკაცია და ვერიფიკაცია (შემოწმება ) ამ პირის საიდენტიფიკაციო მონაცემების მიხედვით , საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ;

რ ) სისტემურ -ელექტრონული ფორმით აზარტული ან /და მომგებიანი თამაშობების ორგანიზების შემთხვევაში უზრუნველყოს მონაცემთა ბაზის დაცვა ;

ს ) ჩაატაროს თამაშობა და გასცეს მოგებები სისტემურ -ელექტრონული ფორმით აზარტული ან /და მომგებიანი თამაშობების ორგანიზებისთვის გაცემული შესაბამისი ნებართვის მისაღებად წარდგენილი სისტემურ -ელექტრონული ფორმით ორგანიზებული თამაშობებისა და შეთანხმებული სისტემურ -ელექტრონული ფორმით ორგანიზებული თამაშობის წესის შესაბამისად ;“;

ვ ) „უ 1“ და „უ 2“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„უ 1) აზარტული ან /და მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა ) მოწყობის ადგილზე , მათ შორის , სისტემურ -ელექტრონული ფორმით აზარტული ან /და მომგებიანი თამაშობების ორგანიზების შემთხვევაში , სათამაშოდ არ დაუშვას 25 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე , 18 წლამდე ასაკის უცხო ქვეყნის მოქალაქე /მოქალაქეობის არმქონე პირი , დამოკიდებულ პირთა სიაში ან /და აკრძალულ პირთა სიაში შეყვანილი პირები ;

2) აზარტული ან /და მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა ) მოწყობის , სისტემურ -ელექტრონული ფორმით აზარტული ან /და მომგებიანი თამაშობების ორგანიზების შემთხვევაში მოთამაშის ვერიფიკაციის დღიდან ყოველწლიურად მოახდინოს ამ პირის ხელახალი ვერიფიკაცია ;“;

ზ ) „ქ “ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„ქ ) ლატარიის მოწყობის , სისტემურ -ელექტრონული ფორმით აზარტული ან /და მომგებიანი თამაშობების ორგანიზების შემთხვევაში თანხის ანგარიშზე შეტანა და ამ ანგარიშიდან გატანა უზრუნველყოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად ;“;

თ ) „ღ “ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„ღ ) მოთამაშის პრეტენზიასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღოს თამაშობის მოწყობის პირობებით (რეგლამენტით ) ან /და სისტემურ -ელექტრონული ფორმით ორგანიზებული თამაშობის წესით გათვალისწინებული პრეტენზიის განხილვის წესისა და ვადის შესაბამისად .“.

19. 30-ე მუხლის მე -3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„3. თამაშობების ორგანიზებასთან დაკავშირებული პრეტენზიები მიიღება თამაშობის მოწყობის პირობებით (რეგლამენტით ) ან /და სისტემურ -ელექტრონული ფორმით ორგანიზებული თამაშობის წესით გათვალისწინებულ ვადებში .“.

20. 32-ე მუხლის პირველი და 11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„1. აკრძალულია 25 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქის , 18 წლამდე ასაკის უცხო ქვეყნის მოქალაქის /მოქალაქეობის არმქონე პირის აზარტული ან /და მომგებიანი თამაშობის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა ) მოწყობის ადგილზე სათამაშოდ შესვლა ან /და თამაშობაში (მათ შორის , სისტემურ -ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ აზარტულ ან /და მომგებიან თამაშობაში ) მონაწილეობა . თამაშობის ორგანიზატორი ვალდებულია აზარტული ან /და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ადგილზე შესულ პირს მოსთხოვოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ან პირის ვინაობისა და საიდენტიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი სხვა , კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული დოკუმენტის ასლი მატერიალური ან ელექტრონული ფორმით და ამ დოკუმენტის მეშვეობით უზრუნველყოს აზარტული ან /და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ადგილზე შესული პირის ასაკის შემოწმება .

11. აკრძალულია დამოკიდებულ პირთა სიაში ან /და აკრძალულ პირთა სიაში შეყვანილი პირების აზარტული ან /და მომგებიანი თამაშობის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა ) მოწყობის ადგილზე სათამაშოდ შესვლა ან /და თამაშობაში მონაწილეობისთვის დაშვება (მათ შორის , სისტემურ -ელექტრონული ფორმით აზარტული ან /და მომგებიანი თამაშობების ორგანიზების შემთხვევაში ).“.

21. 36მუხლის :

ა ) მე -2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სათამაშო ბიზნესის კონტროლის ელექტრონული სისტემით კონტროლდება სათამაშო აპარატის , სისტემურ -ელექტრონული ფორმით ორგანიზებული აზარტული ან /და მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორისა და ტოტალიზატორის ორგანიზატორის მიერ სანებართვო პირობებისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულება .“;

ბ ) მე -8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„8. თუ სისტემურ -ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვის მაძიებელი /ნებართვის მფლობელი თავისი საქმიანობისთვის საკუთარი რესურსებით შექმნილ სისტემას იყენებს , საქართველოს ფინანსთა მინისტრის სამართლებრივი აქტით შემოღებული /დადგენილი სტანდარტების /მოთხოვნების შესაბამისად , შერჩეულმა პირმა უნდა შეამოწმოს ეს სისტემა და უნდა გასცეს ავტორიზაციის სერტიფიკატი .“.

22. 37-ე მუხლის მე -2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„2. თამაშობის ორგანიზატორთა და აზარტული ან /და მომგებიანი თამაშების მიმწოდებელ პირთა მიერ ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა არის სანებართვო პირობების დარღვევა და გამოიწვევს მათთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ “ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის შესაბამისად .“.

23. 37მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „რ “ და „ს “ ქვეპუნქტები :

„რ ) სისტემურ -ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზების ნებართვის , სისტემურ -ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების ნებართვის , სისტემურ -ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვის მფლობელთა მიმართ − 7 000 ლარს ;

ს ) სისტემურ -ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზების ნებართვის , სისტემურ -ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების ნებართვის , სისტემურ -ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვის მფლობელთა მიმართ , მათ მიერ სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში − 20 000 ლარს .“.

 

მუხლი 2

1. აზარტული ან /და მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორები , რომლებიც 2024 წლის 1 ივნისამდე ახორციელებდნენ სისტემურ -ელექტრონული ფორმით თამაშობების მოწყობას , ვალდებული არიან 2024 წლის 1 ივლისამდე უზრუნველყონ შესაბამისი ნებართვების ამ კანონით გათვალისწინებულ შეცვლილ პირობებთან შესაბამისობა .

2. 2024 წლის 1 ივნისამდე სისტემურ -ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან /და მომგებიანი თამაშობების მომწყობმა პირებმა 2024 წლის 1 ივლისამდე უზრუნველყონ სისტემურ -ელექტრონული ფორმით აზარტული ან /და მომგებიანი თამაშობების ორგანიზებისთვის შესაბამისი ნებართვის აღება .

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში აზარტული ან /და მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორებს 2024 წლის 1 ივლისამდე ამ კანონით გათვალისწინებულ სანებართვო პირობებთან შეუსაბამობა არ ჩაეთვლებათ სანებართვო პირობების შეუსრულებლობად /დარღვევად , ხოლო ამ მუხლის მე -2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში აზარტული ან /და მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორებს 2024 წლის 1 ივლისამდე სისტემურ -ელექტრონული ფორმით აზარტული ან /და მომგებიანი თამაშობების მოწყობა არ ჩაეთვლებათ საქმიანობის უნებართვოდ განხორციელებად .

4. საქართველოს მთავრობამ და საქართველოს ფინანსთა მინისტრმა 2024 წლის 1 ივნისამდე უზრუნველყონ „ლატარიების , აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ “ საქართველოს კანონის საფუძველზე მიღებული /გამოცემული კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობა . 

5. საქართველოს ფინანსთა მინისტრმა 2024 წლის 1 ივნისამდე უზრუნველყოს ამ კანონით გათვალისწინებული კანონქვემდებარე აქტების გამოცემა . 

 

მუხლი 3

1. ეს კანონი , გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა და მე -2 მუხლის პირველი −მე -3 პუნქტებისა , ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე .

2. ამ კანონის პირველი მუხლი და მე -2 მუხლის პირველი −მე -3 პუნქტები ამოქმედდეს 2024 წლის 1 ივნისიდან .

 

 


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

9 თებერვალი 2023 წ.

N2584-XIმს-Xმპ