თავი X — შესყიდვის ხელშეკრულების/ჩარჩოშეთანხმების დადება, მასში ცვლილების შეტანა და მისი შესრულება
1. შესყიდვის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია გაითვალისწინოს პირგასამტეხლო ან/და მოითხოვოს საბანკო გარანტია.
2. საბანკო გარანტიის მოთხოვნა სავალდებულოა, თუ შესყიდვის ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს ან აღემატება 200 000 ლარს.
3. თუ შესყიდვის ხელშეკრულების ღირებულება 200 000 ლარზე ნაკლებია, საბანკო გარანტიის მოთხოვნა დასაშვებია მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში, საჯარო შესყიდვის თავისებურებიდან გამომდინარე, რაც უნდა დასაბუთდეს.
4. წინასწარი გამოქვეყნების გარეშე მოლაპარაკების პროცედურის შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაციის დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ეკონომიკური ოპერატორი შესაძლებელია გათავისუფლდეს საბანკო გარანტიის წარდგენისგან.
5. ცენტრალიზებული შესყიდვის ფარგლებში საბანკო გარანტიის მოთხოვნის სავალდებულოობა, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში − მისი განსხვავებული ზღვარი დგინდება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით.
6. თეთრ სიაში რეგისტრირებული ეკონომიკური ოპერატორი საბანკო გარანტიას წარადგენს ამ კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი წესით.
7. საბანკო გარანტიის მოთხოვნისა და წარდგენის დეტალური წესი განისაზღვრება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით.
საქართველოს 2025 წლის 12 ნოემბრის კანონი №1057 – ვებგვერდი, 17.11.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 12.11.2025-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 12.11.2025 კანონი №1057
წინა რედაქცია (27.02.2023 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 70. შესყიდვის ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებები 1. შესყიდვის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია გაითვალისწინოს პირგასამტეხლო ან/და მოითხოვოს საბანკო გარანტია. 2. საბანკო გარანტიის მოთხოვნა სავალდებულოა, თუ შესყიდვის ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს ან აღემატება 200 000 ლარს. 3. თუ შესყიდვის ხელშეკრულების ღირებულება 200 000 ლარზე ნაკლებია, საბანკო გარანტიის მოთხოვნა დასაშვებია მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში, საჯარო შესყიდვის თავისებურებიდან გამომდინარე, რაც უნდა დასაბუთდეს. 4. წინასწარი გამოქვეყნების გარეშე მოლაპარაკების პროცედურის შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაციის დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ეკონომიკური ოპერატორი შესაძლებელია გათავისუფლდეს საბანკო გარანტიის წარდგენისგან. 5. ცენტრალიზებული შესყიდვის შემთხვევფარგლებში საბანკო გარანტიის მოთხოვნის სავალდებულოობა, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში − მისი უფრო მგაღნსხვავებული ზღვარი დგანისაზღვრნდება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით. 6. თეთრ სიაში რეგისტრირებული ეკონომიკური ოპერატორი საბანკო გარანტიას წარადგენს ამ კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი წესით. 7. საბანკო გარანტიის მოთხოვნისა და წარდგენის დეტალური წესი განისაზღვრება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით.