თავი X — შესყიდვის ხელშეკრულების/ჩარჩოშეთანხმების დადება, მასში ცვლილების შეტანა და მისი შესრულება
1. ანგარიშსწორების პირობები განისაზღვრება შესყიდვის პირობებითა და შესყიდვის ხელშეკრულებით/ჩარჩოშეთანხმებით.
2. წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველ ორგანიზაციას წარუდგინოს წინასწარ გადასახდელი თანხის იდენტური ოდენობის საბანკო გარანტია, გარდა ამ მუხლითა და სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით განსაზღვრული შემთხვევებისა.
3. წინასწარი გამოქვეყნების გარეშე მოლაპარაკების პროცედურის შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაციის მიმართვის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ეკონომიკური ოპერატორი შესაძლებელია გათავისუფლდეს წინასწარ გადასახდელი თანხის იდენტური ოდენობის საბანკო გარანტიის წარდგენისგან.
4. თეთრ სიაში რეგისტრირებული ეკონომიკური ოპერატორი წარადგენს წინასწარ გადასახდელი თანხის ნახევრის ოდენობის საბანკო გარანტიას.
5. მიმწოდებელი ვალდებულია წინასწარი ანგარიშსწორების შედეგად მიღებული თანხები მხოლოდ შესყიდვის ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესასრულებლად გამოიყენოს. იგი პასუხს აგებს თანხების არამიზნობრივი ხარჯვისთვის.
6. წინასწარ გადასახდელი თანხის იდენტური ოდენობის საბანკო გარანტიის მოთხოვნისა და წარდგენის დეტალური წესი განისაზღვრება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით.
თავი XIთავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში საჯარო შესყიდვის განხორციელე
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (09.02.2023).
წინა რედაქცია (27.02.2023 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 71. ანგარიშსწორების პირობები 1. ანგარიშსწორების პირობები განისაზღვრება შესყიდვის პირობებითა და შესყიდვის ხელშეკრულებით/ჩარჩოშეთანხმებით. 2. წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველ ორგანიზაციას წარუდგინოს წინასწარ გადასახდელი თანხის იდენტური ოდენობის საბანკო გარანტია, გარდა ამ მუხლითა და სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით განსაზღვრული შემთხვევებისა. 3. წინასწარი გამოქვეყნების გარეშე მოლაპარაკების პროცედურის შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაციის მიმართვის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ეკონომიკური ოპერატორი შესაძლებელია გათავისუფლდეს წინასწარ გადასახდელი თანხის იდენტური ოდენობის საბანკო გარანტიის წარდგენისგან. 4. თეთრ სიაში რეგისტრირებული ეკონომიკური ოპერატორი წარადგენს წინასწარ გადასახდელი თანხის ნახევრის ოდენობის საბანკო გარანტიას. 5. მიმწოდებელი ვალდებულია წინასწარი ანგარიშსწორების შედეგად მიღებული თანხები მხოლოდ შესყიდვის ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესასრულებლად გამოიყენოს. იგი პასუხს აგებს თანხების არამიზნობრივი ხარჯვისთვის. 6. წინასწარ გადასახდელი თანხის იდენტური ოდენობის საბანკო გარანტიის მოთხოვნისა და წარდგენის დეტალური წესი განისაზღვრება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით. თავი XIთავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში საჯარო შესყიდვის განხორციელება