გორის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის შიდა აუდიტისა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№6
სარეგისტრაციო კოდი
010260010.35.148.016737
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 13/02/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №6

2023 წლის 10 თებერვალი

ქ. გორი

 

გორის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის შიდა აუდიტისა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების,  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის  მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1

გორის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის შიდა აუდიტისა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017წლის 14 ნოემბრის №17 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 16/11/2017; 010260010.35.148.016401) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

ა) პირველ მუხლის:

ა.ა) 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გორის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომში – მერია) პირველადი სტრუქტურული ერთეული შიდა აუდიტის სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც ხელს უწყობს თვითმმართველი ერთეულის ორგანოებისა და მის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის სრულყოფას, ფინანსების მართვის გაუმჯობესებას, სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერებას, მიზნობრიობის დაცვასა და ეფექტიანობის გაზრდას.“;

ა.ბ) 1-ლი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11, 12 და 13 პუნქტები:

„11 სამსახური თავის საქმიანობას ახორციელებს სასაქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით, „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით, შიდა აუდიტის სტანდარტებითა და მეთოდოლოგიით, ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული წესით;

12.სამსახური თავის საქმიანობას ახორციელებს შემდეგი ძირითადი პრინციპების დაცვით:

ა) დამოუკიდებლობა;

ბ) კეთილსინდისიერება;

გ) პროფესიონალიზმი;

დ) კონფიდენციალობა;

ე) კანონიერება;

ვ) გამჭვირვალობა;

ზ) ეკონომიურობა და ეფექტიანობა.“

13. სამსახურის მიერ თავისი კომპეტენციის ფარგლებში შესწავლისა და ანალიზის საგანი შესაძლებელია იყოს „მერიაში და მის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებში მიმდინარე ყველა პროცესი და საქმიანობის სფერო.“;

 ა.გ) მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

 ბ) 1-ლი მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 მუხლი:

მუხლი 11. სამსახურის მიზნები და ამოცანები

1. სამსახურის მიზანია ხელი შეუწყოს მერიის და მის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ დასახული მიზნებისა და ამოცანების შესრულებას, რისთვისაც ის დამოუკიდებელი, ობიექტური, მარწმუნებელი და საკონსულტაციო საქმიანობით სისტემატიზებული, დისციპლინირებული და ორგანიზებული მიდგომით აანალიზებს, აფასებს და აუმჯობესებს დაწესებულების რისკის მართვის, კონტროლისა და მმართველობითი პროცესის ეფექტიანობას.

2. სამსახურის ამოცანაა მერიის და მის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების დასახული მიზნების მიღწევის შეფასება, ეფექტიანობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების გაცემა და მერის ინფორმირება დაწესებულებაში რისკის მართვის, შიდა კონტროლისა და მმართველობითი მექანიზმის ადეკვატურობის, ეკონომიურობის, ეფექტიანობის, მოქმედ სტანდარტებთან და საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შესახებ.“

 

გ) მე-2 მუხლის:

გ.ა) 1-ლი პუნქტის:

 გ.ა.ა) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება; მოქმედ სტანდარტებთან მათი შესაბამისობის დადგენა.“;

გ.ა.ბ) „ი“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

გ.ბ) 1-ლი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტები:

2. სამსახური თავის ფუნქციებს ახორციელებს მარწმუნებელი და საკონსულტაციო საქმიანობით.

3. მარწმუნებელი საქმიანობა ხორციელდება შიდა აუდიტორული შემოწმების სახით და მოიცავს მერიის სისტემაში რისკის მართვის, კონტროლისა და მმართველობითი პროცესების დამოუკიდებელი შეფასების მიზნით მტკიცებულებების ობიექტურ შესწავლას.

4. საკონსულტაციო საქმიანობა წარმოადგენს ისეთ საქმიანობას, რომლის ხასიათი და მასშტაბი შეთანხმებულია ობიექტთან და რომელიც ემსახურება დაწესებულების რისკის მართვის, კონტროლისა და მმართველობითი პროცესების გაუმჯობესებას, შიდა აუდიტორის მიერ მენეჯერული პასუხისმგებლობის აღების გარეშე. საკონსულტაციო მომსახურება მოიცავს კონსულტაციის გაწევას, რჩევას, ფასილიტაციას.“;

 დ) მე-2 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 მუხლი:

,,მუხლი 21. შიდა აუდიტორული შემოწმება

1. სამსახური ახორციელებს შიდა აუდიტორულ შემოწმებას აუდიტის შემდეგი სახეების გამოყენებით:

ა) შესაბამისობის აუდიტი;

ბ) ეფექტიანობის აუდიტი;

გ) ფინანსური აუდიტი;

დ) სისტემური აუდიტი;

ე) ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტი.

2. სამსახური შიდა აუდიტის წლიური და სტრატეგიული გეგმის შემუშავებას ახდენს რისკების ანალიზზე დაფუძნებული დაგეგმარების პრინციპით და საანგარიშო წლის დაწყებამდე წარუდგენს მერს დასამტკიცებლად;

3. შიდა აუდიტის გეგმის სახეებია:

ა)სტრატეგიული გეგმა;

ბ)წლიური გეგმა;

გ)ინდივიდუალური გეგმა.

4. შიდა აუდიტის სტრატეგიულ და წლიურ გეგმებში ცვლილებები ხორციელდება სამსახურის უფროსის წინადადებით.

5. თითოეული შიდა აუდიტორული შემოწმებისთვის სამსახური შეიმუშავებს აუდიტორული შემოწმების ინდივიდიალურ გეგმას, რომელსაც ამტკიცებს სამსახურის უფროსი. ინდივიდიალური გეგმა განსაზღვრავს შიდა აუდიტის მოქმედების სფეროს, ამოცანებს, ხანგრძლივობას, რესურსის განაწილებას, შიდა აუდიტის განხორციელების მეთოდს და სხვა;

6. შიდა აუდიტორული შემოწმება შედგება შემდეგი ეტაპებისაგან: აუდიტის დაგეგმვა, აუდიტის განხორციელება, ანგარიშგება და გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი.“

ე) მე-3 მუხლის:

ე.ა) 1-ლი პუნქტის:

 „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) მიმდინარე შიდა აუდიტის, სამსახურებრივი შემოწმების ან საკითხის შესწავლა-ანალიზის პროცესში მერიის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირებიდან შეუზღუდავად მოითხოვოს საჭირო დოკუმენტური თუ სხვა სახის ინფორმაცია, ამასთან, გასაუბრებაზე გამოიძახოს ნებისმიერი თანამშრომელი შესაბამისი ინფორმაციის ან განმარტების მიღების მიზნით; სამსახურის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა შესაძლოა განხილულ იქნეს გორის მუნიციპალიტეტის მერიის და მის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების მოხელის/თანამშრომლის მხრიდან დისციპლინურ გადაცდომად“;

ე.ბ) ,,ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) საჭიროების შემთხვევაში, მოიწვიოს შესაბამისი დარგის სპეციალისტები/ იურიდიული პირები და სათანადო წესით დაუკვეთოს მათ ექსპერტიზის ან/და სხვა სახის კვლევის ჩატარება.“;

ვ) მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) შიდა აუდიტორული შემოწმების პროცესში დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში მასალები გადაუგზავნოს შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოებს მერთან შეთანხმებით;“

  ზ) მე-6 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 მუხლი:

მუხლი 61. სამსახურის უფროსის მოადგილე

სამსახურის უფროსის მოადგილე თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) სამსახურის უფროსთან შეთანხმებით, წარმართავს და ზედამხედველობს სამსახურის თანამშრომელთა მიერ სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულებას.

ბ) ახორციელებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და სხვა სამართლებრივი აქტებითა და სამსახურის უფროსის დავალებით განსაზღვრულ ფუნქციებს.“;

 

თ) მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ზ“ და ,,თ“ ქვეპუნქტები:

 „ზ) სამსახურის უფროსის დავალებითა და კოორდინაციით, მონაწილეობს და უზრუნველყოფს შიდა აუდიტის სტრატეგიული და წლიური გეგმების, წლიური და სხვა სახის ანგარიშების შემუშავებას.“

თ) შეიმუშავებს და შემდგომი განხორციელების მიზნით, სამსახურის უფროსთან ათანახმებს განყოფილების საქმიანობის ხარისხის უზრუნველყოფისა და გაუმჯობესების ღონისძიებებს;“;

  ი) მე-8 მუხლის:

ი.ა) 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამსახურს აქვს ორი განყოფილება:

ა) შიდა აუდიტის განყოფილება;

ბ) მონიტორინგის განყოფილება.“;

ი.ბ) მე-3 პუნქტის:

  ი.ბ.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) შიდა აუდიტის წლიური და სტრატეგიული გეგმის შემუშავება და საანგარიშო წლის დაწყებამდე სამსახურის უფროსისათვის წარდგენა;“;

  ი.ბ.ბ) „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

  ი.ბ.გ) „დ“ და ,,ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) სამსახურის სტრატეგიული და წლიური გეგმებით გათვალისწინებულ შიდა აუდიტორულ შემოწმებების განხორციელება, შესაბამისი აუდიტორული ანგარიშის მომზადება და სამსახურის უფროსისთვის დასამტკიცებლად წარუდგენა.“

„ე) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება; მოქმედ სტანდარტებთან მათი შესაბამისობის დადგენა.“;

ი.ბ.დ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) სამსახურებრივი შემოწმების შედეგად, დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, მერთან შეთანხმებით, მასალების შესაბამისი სამართალდამცავ ორგანოებში გადაგზავნა.

ი.ბ.ე) „თ“ და ,,ი“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) მერიის სამსახურების და მერიის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან, არსებულ წესებთან და მარეგულირებელ აქტებთან შესაბამისობის შეფასება; ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;

ი) შიდა აუდიტორული შემოწმებისას, აუდიტის ობიექტის მიერ გაწეული საქმიანობის კანონთან შესაბამისობის ანალიზი და შეფასება. ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების გაცემა;“

  ი.ბ.ვ) „კ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

  ი.გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სამსახურის მონიტორინგის განყოფილების ფუნქციებია:

ა) შიდა აუდიტის მიერ განხორციელებული აუდიტორული შემოწმებების შედეგად გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი და კონტროლი. შესაბამისი რეესტრის წარმოება;

ბ) სპეციფიკიდან გამომდინარე, მერიის ორგანოების საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასება/მონიტორინგი; კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვასა და მათ შესრულებაზე კონტროლის განხორციელება, მოსალოდნელი დარღვევების ან/და ხარვეზების ანალიზი და მათი პრევენცია; მერისათვის შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა;

გ) შიდა აუდიტის ობიექტის ხელმძღვანელის მიერ რეკომენდაციების საპასუხოდ განხორციელებული ქმედებების ადეკვატურობის, ეფექტიანობისა და დროულობის შეფასება. რეკომენდაციების შეუსრულებლობის შემთხვევაში შედეგების გაანალიზება და დამატებითი რისკების შეფასება.

დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო ორგანოებთან, საზოგადოების წარმომადგენლებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან თანამშრომლობა.

ე) მონიტორინგის განხორციელების ვადების, ფორმების და მეთოდების შესახებ სამსახურის უფროსისთვის წინადადებების წარდგენა;

ვ) მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით, შესაბამისი ანგარიშის მომზადებას და სამსახურის უფროსისთვის წარდგენას;

ზ) სამსახურის უფროსის დავალებითა და კოორდინაციით, აუდიტორულ შემოწმებაში, შიდა აუდიტის სტრატეგიული და წლიური გეგმების, წლიური და სხვა სახის ანგარიშგების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება.

თ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და სამსახურის უფროსის დავალებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელება.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით რაზმაძე