დანართი
სსიპ - სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების
სააგენტოსა და სსიპ - შემოსავლების სამსახურის მიერ ფარმაცევტული პროდუქტის
რეფერენტული ფასების კონტროლის ფარგლებში კოორდინირებული მუშაობის,
ინფორმაციის გაცვლისა და აღსრულების რიგი ღონისძიებების განხორციელების
წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულება
ამ წესით განისაზღვრება ,,წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“
საქართველოს კანონის 3711 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით
გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოვლენის მიზნით სსიპ
- სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსა
(შემდგომში - სააგენტო) და სსიპ - შემოსავლების სამსახურის (შემდგომში -
სამსახური) კოორდინირებული მუშაობის, ინფორმაციის გაცვლისა და აღსრულების
რიგი ღონისძიებების განხორციელების წესი.
მუხლი 2. კონტროლის განხორციელება
1. კონტროლის ღონისძიება შეიძლება დაიგეგმოს როგორც ერთობლივად -
სააგენტოსა და სამსახურის მიერ, აგრეთვე - დამოუკიდებლად.
2. კონტროლის განხორციელების თაობაზე სააგენტოს/სამსახურის უფლებამოსილი
პირი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელიც
უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის
მოთხოვნებს.
3. კონტროლის შედეგად გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე ,,წამლისა
და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 3711
მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ სააგენტოს და სამსახურის საამისოდ
უფლებამოსილი პირები, რომლებიც ადგილზე განიხილავენ ამ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა საქმეებს და სამართალდამრღვევს ადგილზევე ადებენ
ადმინისტრაციულ სახდელს.
4. ,,წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის
3711 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ
სამართალდარღვევებზე შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების
აღრიცხვასა და ადმინისტრაციული სახდელის (დაკისრებული ჯარიმის)
აღსრულებისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელებას უზრუნველყოფს
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემდგენი ადმინისტრაციული
ორგანო.
5. ,,წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის
3711 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებთან დაკავშირებით ინფორმაციის
გაცვლა სააგენტოსა და სამსახურს შორის შესაძლებელია განხორციელდეს
შესაბამისი ელექტრონული საშუალებების გამოყენებით, რომელზეც წვდომა აქვს
სააგენტოს/სამსახურის შესაბამის უფლებამოსილ პირებს.
6. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებთან დაკავშირებით ინფორმაცია
(არსებობის შემთხვევაში, შესაბამის დოკუმენტებთან ერთად) ელექტრონული
საშუალების (კომპიუტერული პროგრამა) შესაბამის ველში და სააგენტოს
ვებგვერდზე (https://rama.moh.gov.ge/), სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე
უფლებამოსილი პირის მიერ, აისახება ოქმის შედგენიდან არაუგვიანეს 2 (ორი)
სამუშაო დღისა.
7. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი სამართალდამრღვევისათვის
ჩაბარებულად ჩაითვლება ოქმის საჯაროდ, სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე
(https://rama.moh.gov.ge/) გამოქვეყნების დღის 24:00 საათიდან, რომელი
დროიდანაც პირი მიიჩნევა ადმინისტრაციულ სახდელდადებულად.
8. ელექტრონული საშუალების (კომპიუტერული პროგრამა) შესაბამის ველში
აისახება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმთან დაკავშირებით შემდეგი
ინფორმაცია: სამართალდამრღვევი პირის დასახელება, საიდენტიფიკაციო/პირადი
ნომერი, ფაქტიური მისამართი, ოქმის ნომერი და ოქმის შედგენის თარიღი,
საკანონმდებლო აქტის მუხლი/პუნქტი, რომლის საფუძველზეც პირს დაედო
ადმინისტრაციული სახდელი, ინფორმაცია სამართალდარღვევის ოქმის გაუქმებისა
და დაკისრებული ჯარიმის გადახდის შესახებ. ასავე, იტვირთება
სამართალდარღვევის ოქმის ასლი (არსებობის შემთხვევაში, შესაბამის
დოკუმენტებთან ერთად).
9. სააგენტოს ვებგვერდზე (https://rama.moh.gov.ge/) გამოქვეყნებას
ექვემდებარება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმთან დაკავშირებით
შემდეგი ინფორმაცია: სამართალდამრღვევი პირის დასახელება,
საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი, ფაქტიური მისამართი, ოქმის ნომერი და ოქმის
შედგენის თარიღი, საკანონმდებლო აქტის მუხლი/პუნქტი, რომლის საფუძველზეც
პირს დაედო ადმინისტრაციული სახდელი, ინფორმაცია სამართალდარღვევის ოქმის
გაუქმებისა და დაკისრებული ჯარიმის გადახდის შესახებ. ასევე, იტვირთება
სამართალდარღვევის ოქმის ასლი (არსებობის შემთხვევაში, შესაბამის
დოკუმენტებთან ერთად).
10. სამართალდამრღვევმა სააგენტოს/სამსახურის მიერ დაკისრებული ჯარიმა
უნდა გადაიხადოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ჩაბარებიდან 30
(ოცდაათი) დღის ვადაში, ხოლო აღნიშნულ ვადაში ჯარიმის გადაუხდელობის
შემთხვევაში, მიუხედავად სამართალდამრღვევის მიერ ოქმის გასაჩივრებისა,
უფლებამოსილი პირის მიერ დაუყოვნებლივ ამოიწერება სააღსრულებო ფურცელი,
რომელიც ეგზავნება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში
მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – აღსრულების ეროვნულ ბიუროს და
დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილება კანონმდებლობით გათვალისწინებული
წესით, მიექცევა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
11. სააგენტოს მიერ დაკისრებული ჯარიმის თანხის გადახდა უნდა
განხორციელდეს ნებისმიერი საბანკო დაწესებულების მეშვეობით შემდეგი
სავალდებულო რეკვიზიტების გათვალისწინებით:
ა) გადამხდელის ვინაობა;
ბ) დანიშნულება − უნდა მიეთითოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
ოქმის ნომერი;
გ) საბანკო კოდი: TRESGE22;
დ) სახაზინო კოდი: 302003243.
12. სამსახურის მიერ დაკისრებული ჯარიმის თანხის გადახდა უნდა
განხორციელდეს ნებისმიერი საბანკო დაწესებულების მეშვეობით შემდეგი
სავალდებულო რეკვიზიტების გათვალისწინებით:
ა) გადამხდელის ვინაობა;
ბ) დანიშნულება − უნდა მიეთითოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
ოქმის ნომერი;
დ) სახაზინო კოდი: 302003547.
მუხლი 3. ფარმაცევტული პროდუქტის საკონტროლო შესყიდვის
განხორციელება
საკონტროლო შესყიდვას სააგენტო ახორციელებს წინამდებარე წესის, ხოლო
სამსახური - ,,მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების,
სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო
დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების
უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა
საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა
მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული წესის
შესაბამისად.
მუხლი 4. ფარმაცევტული პროდუქტის საკონტროლო შესყიდვის
ჩატარების მიზანი
ფარმაცევტული პროდუქტის საკონტროლო შესყიდვის მიზანია ,,წამლისა და
ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 3711
მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის გამოვლენა.
მუხლი 5. ფარმაცევტული პროდუქტის საკონტროლო შესყიდვის
განხორციელების უზრუნველყოფა
1. საკონტროლო შესყიდვის განსახორციელებლად საჭირო ფულადი სახსრების
დაფინანსება ხორციელდება შესაბამისი წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული
ასიგნებების ფარგლებში და გამოსაყოფი თანხის ოდენობა აისახება ამ წესის
მე-2 მუხლის შესაბამისად გამოცემულ ინდივიდუალურ
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტში.
2. საკონტროლო შესყიდვა შესაძლებელია განხორციელდეს როგორც ნაღდი, ასევე
უნაღდო ანგარიშსწორებით.
3. საკონტროლო შესყიდვის განსახორციელებლად საჭირო ფულადი სახსრები
სააგენტოს უფლებამოსილ პირს (პირებს) გადაეცემა ამ უწყებებისათვის
დადგენილი ზოგადი წესების შესაბამისად.
4. ნაღდი ანგარიშსწორებით საკონტროლო შესყიდვის განხორციელების შემდეგ
დარჩენილი (გაუხარჯავი ან/და უკან დაბრუნებული) ფული წარედგინება სააგენტოს
ან მის მომსახურე საბანკო დაწესებულებას შესაბამის ანგარიშზე ჩარიცხვის
მიზნით, კონტროლის განხორციელების თაობაზე სააგენტოს უფლებამოსილი პირის
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ვადის ამოწურვიდან, არა უგვიანეს 10
სამუშაო დღისა.
5. საკონტროლო შესყიდვისას გადახდის საშუალებად გამოიყენება ეროვნული
ვალუტა.
6. სააგენტოს მიერ წინასწარ უნდა განისაზღვროს საკონტროლო შესყიდვის
განხორციელებისთვის სავარაუდოდ საჭირო ფულადი სახსრების ოდენობა და მისი
დაფინანსების წყარო.
მუხლი 6. ფარმაცევტული პროდუქტის საკონტროლო შესყიდვის
პროცედურა
1. თუ პროცედურის ჩატარებისას გამოირკვევა, რომ საკონტროლო
შესყიდვისთვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით
განსაზღვრული თანხა არ არის საკმარისი საკონტროლო შესყიდვის
განსახორციელებლად, სააგენტოს უფლებამოსილ პირს შეუძლია შეწყვიტოს
პროცედურა.
2. სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად
უნდა იქნეს აცილებული საქონლის დაბრუნებაზე გამყიდველის მხრიდან უარის
თქმის საფუძველი, როგორიც შეიძლება იყოს: შეფუთვის დაზიანება, საქონლის
სარეალიზაციო სახის შეცვლა, სავაჭრო ობიექტის ტერიტორიიდან გამოტანა.
3. სააგენტოს უფლებამოსილმა პირმა საკონტროლო შესყიდვის
განხორციელებისთანავე შესამოწმებელ პირს უნდა წარუდგინოს თავისი პირადობის
დამადასტურებელი (სამსახურებრივი) მოწმობა, სააგენტოს უფლებამოსილი პირის
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საკონტროლო შესყიდვის
ჩატარების შესახებ.
მუხლი 7. ოქმი „საკონტროლო შესყიდვის შედეგების
შესახებ”
1. საკონტროლო შესყიდვის შედეგების მიხედვით სააგენტოს უფლებამოსილი
პირი ადგენს ამ წესის დანართი №1-ით გათვალისწინებულ „ფარმაცევტული
პროდუქტის საკონტროლო შესყიდვის შედეგების შესახებ” ოქმს, მიუხედავად
იმისა, თუ ვინ განახორციელა საკონტროლო შესყიდვა.
2. „საკონტროლო შესყიდვის შედეგების შესახებ” ოქმის შენიშვნაში
დამატებით აღინიშნება საკონტროლო შესყიდვისას გამოვლენილი ფაქტები და
გარემოებები, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს საქმესთან
დაკავშირებით, ასევე ოქმზე თანდართული მტკიცებულებების ჩამონათვალი
(საგადასახადო დოკუმენტები, საკონტროლო-სალარო აპარატის ჩეკი, ქვითარი,
ანგარიში, სასაქონლო ზედნადები, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, შესყიდული
ფარმაცევტული პროდუქტი, საკონტროლო შესყიდვის პროცედურის დაფიქსირების
ტექნიკური საშუალებებით მოპოვებული ინფორმაცია (ასეთის არსებობისას) და
სხვ.).
მუხლი 8. ფარმაცევტული პროდუქტის საკონტროლო შესყიდვის
შემთხვევაში ოპერაციის გაუქმება
1. თუ საკონტროლო შესყიდვით შესყიდული ფარმაცევტული პროდუქტი არ ტოვებს
სავაჭრო ობიექტის ტერიტორიას და მისი სახე და შეფუთვა არ დაზიანებულა,
მაშინ საკონტროლო შესყიდვის ოქმის საფუძველზე ოპერაცია ექვემდებარება
გაუქმებას (შესყიდული ფარმაცევტული პროდუქტი უბრუნდება ფარმაცევტული
პროდუქტის რეალიზატორს, ხოლო გადახდილი ფული – სააგენტოს უფლებამოსილ
პირს).
2. ოპერაციის გაუქმების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება ოპერაციის
განმახორციელებელი სააგენტოს უფლებამოსილი პირის (ფარმაცევტული პროდუქტის
მყიდველის) მიერ და ფორმდება საკონტროლო შესყიდვის ოქმის საფუძველზე, ამავე
ოქმის შესაბამის გრაფებში სათანადო ჩანაწერების დაფიქსირებით. აღნიშნული
ოქმის ასლი ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზატორისთვის (გადასახადის
გადამხდელისთვის) წარმოადგენს ოპერაციის გაუქმების საფუძველს.
3. ნაღდი ფულით ანგარიშსწორების შემთხვევაში გაუქმებულ ოპერაციაზე
გადახდილი ფულის დაბრუნება ხორციელდება ოპერაციის განხორციელების ადგილზევე
სააგენტოს უფლებამოსილი პირისათვის, რომელმაც განახორციელა ფარმაცევტული
პროდუქტის საკონტროლო შესყიდვა.
4. უნაღდო ანგარიშსწორების შემთხვევაში გადახდილი თანხის დაბრუნება
ხორციელდება შესაბამის ანგარიშზე თანხის გადარიცხვით, დადგენილი წესის
შესაბამისად.
5. ფარმაცევტული პროდუქტის გაყიდვაზე გამოწერილი შესაბამისი
დოკუმენტაცია (საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, სასაქონლო ზედნადები,
საკონტროლო-სალარო აპარატით ამობეჭდილი ჩეკი და სხვა) ოპერაციის გაუქმებისა
და თანხის უკან დაბრუნების შემდეგ უქმდება/კორექტირდება კანონმდებლობით
დადგენილი წესით.
6. ოპერაცია გაუქმებას არ ექვემდებარება იმ ფარმაცევტულ პროდუქტზე,
რომელიც, საჭიროების არსებობისას, არ უბრუნდება გამყიდველს.
დანართი №1
სააგენტო
ოქმი N
ფარმაცევტული პროდუქტის საკონტროლო შესყიდვის შედეგების შესახებ
|
(შედგენის თარიღი) |
(უფლებამოსილი ორგანოს დასახელება) |
(რიცხვი) (თვე) |
ბრძანების საფუძველზე |
| 4 |
|
| (სააგენტოს უფლებამოსილი პირ(ებ)ის თანამდებობა , სახელი
და გვარი) |
| 5 |
|
| (ფარმაცევტული პროდუქტის შესყიდვის დრო (წელი, თვე,
რიცხვი, საათი და წუთი)) |
| 6 |
|
თანდასწრებით |
| (დამსწრე პირის სახელი, გვარი, პირადი ნომერი) - ასეთის
არსებობის შემთხვევაში |
| 7 |
|
განვახორციელეთ |
| (ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზატორის დასახელება/სახელი
და გვარი, საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი, ფაქტობრივი მისამართი) |
| 1 |
|
|
|
|
|
| 2 |
|
|
|
|
|
| 3 |
|
|
|
|
|
| 4 |
|
|
|
|
|
| 5 |
|
|
|
|
|
| 6 |
|
|
|
|
|
| 7 |
|
|
|
|
|
| 8 |
|
|
|
|
|
| აღინიშნება: |
(იმ პირის სახელი, გვარი ვისგანაც განხორციელდა საკონტროლო შესყიდვა;
გადახდილი თანხის ოდენობა)
| 8 |
საკონტროლო შესყიდვის შედეგები : |
|
| (სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში მისი შინაარსი
და შედგენილი ოქმის ნომერი; განხორციელდა თუ არა ოპერაციის გაუქმება;
გაუქმების შემთხვევაში: დაბრუნებული/დაუბრუნებელი საქონლის დასახელება და
მიღებული ფულის ოდენობა; საკონტროლო შესყიდვის განხორციელების შემდეგ
დარჩენილი (გაუხარჯავი ან/და უკან დაბრუნებული), და სხვ.) |
ოქმის სისწორეს ვადასტურებთ ხელმოწერით
სააგენტოს უფლებამოსილი პირ(ებ)ი:
|
|
|
| (სახელი, გვარი) |
|
(ხელმოწერა) |
|
|
|
| (სახელი, გვარი) |
|
(ხელმოწერა) |
პირი, ვისგანაც განხორციელდა საკონტროლო შესყიდვა
|
|
|
| (სახელი, გვარი) |
|
(ხელმოწერა) |
ფარმაცევტული დაწესებულების ხელმძღვანელი ან/და უფლებამოსილი პირი
(ადგილზე ყოფნის შემთხვევაში):
|
|
|
| (სახელი, გვარი) |
|
(ხელმოწერა) |
დამსწრე პირები :
|
|
|
| (სახელი, გვარი) |
|
(ხელმოწერა) |
|
|
|
| (სახელი, გვარი) |
|
(ხელმოწერა) |
| შენიშვნა |
| ხელმოწერაზე უარი განაცხადა: |
|