სახელმწიფო საწარმოთა სექტორიზაციის რეესტრის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 15.02.2023
გამომცემი ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ნომერი №45
სარეგისტრაციო კოდი 190020010.22.033.017658
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 17/02/2023
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
15.02.2023 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ხიზილალის მწარმოებელი საწარმოების შიდა რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ „მულტინაციონალური საწარმოთა ჯგუფის ანგარიშგების წესის“ დამტკიცების თაობაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების დაშლის წესის დამტკიცების თაობაზე სამთავრობო სექტორისთვის მიკუთვნებული სახელმწიფო საწარმოების მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის კვარტალურად და წლიურად წარსადგენი ინფორმაციის ნუსხისა და მათი წარდგენის ვადების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო საწარმოთა სექტორიზაციის რეესტრის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება
№45
2023 წლის 15 თებერვალი
ქ. თბილისი
სახელმწიფო საწარმოთა სექტორიზაციის რეესტრის დამტკიცების შესახებ
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მე-6 მუხლის „ბ3“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს სამთავრობო სექტორისთვის მიკუთვნებულ სახელმწიფო საწარმოთა რეესტრი (დანართი №1) და სახელმწიფო კორპორაციების სექტორისთვის მიკუთვნებულ სახელმწიფო საწარმოთა რეესტრი (დანართი №2).
მუხლი 2🔗
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ შესაბამისი მონაცემების განხილვისა და სამთავრობო სექტორისთვის მიკუთვნებულ სახელმწიფო საწარმოთა რეესტრში სათანადო ცვლილების/დამატების განხორციელებამდე, ყველა სახელმწიფო საწარმო, მიუხედავად მათი დაფუძნების პერიოდისა, წარმოადგენს სამთავრობო სექტორისათვის მიკუთვნებულ სახელმწიფო საწარმოს, გარდა ამ ბრძანების დანართი №2-ში არსებული სახელმწიფო საწარმოებისა.
მუხლი 3🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი