სამთავრობო სექტორისთვის მიკუთვნებული სახელმწიფო საწარმოების მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის კვარტალურად და წლიურად წარსადგენი ინფორმაციის ნუსხისა და მათი წარდგენის ვადების დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
15.02.2023 ბოლო ცვლილება 24.01.2025
ნომერი
№46
სარეგისტრაციო კოდი
190020010.22.033.017659
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 17/02/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №46

2023 წლის 15 თებერვალი

ქ. თბილისი

 

სამთავრობო სექტორისთვის მიკუთვნებული სახელმწიფო საწარმოების მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის კვარტალურად და წლიურად წარსადგენი ინფორმაციის ნუსხისა და მათი წარდგენის ვადების დამტკიცების შესახებ

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 1146 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
სამთავრობო სექტორისთვის მიკუთვნებულმა სახელმწიფო საწარმოებმა (შემდგომში – სახელმწიფო საწარმოები) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგინონ მათი შესაბამისი წლის 3, 6 და 9 თვის ანგარიშები, საანგარიშო პერიოდის დასრულებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო წლიური ანგარიში – წლის დასრულებიდან 45 კალენდარული დღის ვადაში, ამ ბრძანების დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2
სახელმწიფო საწარმოებმა 2022 წლის ფაქტობრივი მონაცემები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგინონ არაუგვიანეს 2023 წლის 15 მარტისა, ხოლო 2019-2022 წლების ფაქტობრივი და 2023-2027 წლების საპროგნოზო მონაცემები – არაუგვიანეს 2023 წლის 10 აპრილისა, ამ ბრძანების დანართი №2-ის შესაბამისად.
მუხლი 3
სახელმწიფო საწარმოებმა, დანართი №1-ით და დანართი №2-ით გათვალისწინებულ  ინფორმაციასთან ერთად, უზრუნველყონ შესაბამისი პერიოდის დასაწყისისა და პერიოდის ბოლოსათვის კომერციულ ბანკებში მათ ანგარიშებზე რიცხული ფულადი სახსრების თაობაზე საბანკო ამონაწერების წარდგენა საქარველოს ფინანსთა სამინისტროსთვის.
მუხლი 4
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი