სამთავრობო სექტორისთვის მიკუთვნებული სახელმწიფო საწარმოების მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის კვარტალურად და წლიურად წარსადგენი ინფორმაციის ნუსხისა და მათი წარდგენის ვადების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 15.02.2023
გამომცემი ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ნომერი №46
სარეგისტრაციო კოდი 190020010.22.033.017659
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 17/02/2023
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
15.02.2023 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
სამთავრობო სექტორისთვის მიკუთვნებული სახელმწიფო საწარმოების კომერციული ბანკების ანგარიშებიდან თანხების ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემაში გადატანის წესის დამტკიცების თაობაზე საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ ცვეთის/ამორტიზაციის ბუღალტრულ აღრიცხვასა და ფინანსურ ანგარიშგებაში ასახვის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე 2019-2022 წლების ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შედგენის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ 2025 − 2028 წლების ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შედგენის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ სესხის ნომერი -3418-GEO(SF) სასესხო შეთანხმება (სპეციალური ოპერაციები) (შიდა რესურსების მობილიზაციის გაუმჯობესება ინკლუზიური ზრდის პროგრამისათვის - ქვეპროგრამა 3)საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის (1 სექტემბერი GEO 48044)
დოკუმენტის ტექსტი
სამთავრობო სექტორისთვის მიკუთვნებული სახელმწიფო საწარმოების მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის კვარტალურად და წლიურად წარსადგენი ინფორმაციის ნუსხისა და მათი წარდგენის ვადების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება
№46
2023 წლის 15 თებერვალი
ქ. თბილისი
სამთავრობო სექტორისთვის მიკუთვნებული სახელმწიფო საწარმოების მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის კვარტალურად და წლიურად წარსადგენი ინფორმაციის ნუსხისა და მათი წარდგენის ვადების დამტკიცების შესახებ
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 1146 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
სამთავრობო სექტორისთვის მიკუთვნებულმა სახელმწიფო საწარმოებმა (შემდგომში – სახელმწიფო საწარმოები) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგინონ მათი შესაბამისი წლის 3, 6 და 9 თვის ანგარიშები, საანგარიშო პერიოდის დასრულებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო წლიური ანგარიში – წლის დასრულებიდან 45 კალენდარული დღის ვადაში, ამ ბრძანების დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
სახელმწიფო საწარმოებმა 2022 წლის ფაქტობრივი მონაცემები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგინონ არაუგვიანეს 2023 წლის 15 მარტისა, ხოლო 2019-2022 წლების ფაქტობრივი და 2023-2027 წლების საპროგნოზო მონაცემები – არაუგვიანეს 2023 წლის 10 აპრილისა, ამ ბრძანების დანართი №2-ის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
სახელმწიფო საწარმოებმა, დანართი №1-ით და დანართი №2-ით გათვალისწინებულ ინფორმაციასთან ერთად, უზრუნველყონ შესაბამისი პერიოდის დასაწყისისა და პერიოდის ბოლოსათვის კომერციულ ბანკებში მათ ანგარიშებზე რიცხული ფულადი სახსრების თაობაზე საბანკო ამონაწერების წარდგენა საქარველოს ფინანსთა სამინისტროსთვის.
მუხლი 4🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი