სამთავრობო სექტორისთვის მიკუთვნებული სახელმწიფო საწარმოების კომერციული ბანკების ანგარიშებიდან თანხების ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემაში გადატანის წესის დამტკიცების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
15.01.2024 ბოლო ცვლილება 18.07.2025
გამომცემი ორგანო
ნომერი
№6
სარეგისტრაციო კოდი
190020010.10.003.024398
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/01/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

📑 სარჩევი (8 მუხლი)
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №6

2024 წლის 15 იანვარი

   ქ. თბილისი

 

სამთავრობო სექტორისთვის მიკუთვნებული სახელმწიფო საწარმოების კომერციული ბანკების ანგარიშებიდან თანხების ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემაში გადატანის წესის დამტკიცების თაობაზე
მუხლი 1
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 114​6 მუხლის  „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „სამთავრობო სექტორისთვის მიკუთვნებული სახელმწიფო საწარმოების კომერციული ბანკების ანგარიშებიდან თანხების ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემაში გადატანის წესი“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.

 


პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



სამთავრობო სექტორისთვის მიკუთვნებული სახელმწიფო საწარმოების კომერციული ბანკების ანგარიშებიდან თანხების ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემაში გადატანის წესი
მუხლი 1. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის (შემდგომში – კოდექსი) მე-6 მუხლის „ბ3“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სამთავრობო სექტორისთვის მიკუთვნებულ სახელმწიფო საწარმოებზე (შემდგომში – სახელმწიფო საწარმო) კოდექსით განსაზღვრული დებულებების გავრცელების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სახაზინო სამსახურის (შემდგომში – სახაზინო სამსახური) მომსახურებაზე ეტაპობრივად გადაყვანილი სახელმწიფო საწარმოების კომერციული ბანკების ანგარიშებიდან თანხები გადატანილ იქნეს ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემაში, ამ წესის შესაბამისად.

მუხლი 2. სახელმწიფო საწარმოების მიერ კომერციული ბანკების ანგარიშებიდან თანხების ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემაში გადატანის რიგითობას განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, „სამთავრობო სექტორისთვის მიკუთვნებული სახელმწიფო საწარმოების სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე 2024-2025 წლებში ეტაპობრივად გადასვლის სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“  საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2023 წლის 14 ივლისის №269 ბრძანების შესაბამისად.

მუხლი 3. სახელმწიფო საწარმოებმა სახაზინო სამსახურის მომსახურებაზე გადასვლიდან 30 კალენდარული დღის ვადაში დახურონ კომერციულ ბანკებში გახსნილი ანგარიშები (გარდა ამ წესის მე-4 მუხლში მითითებული ანგარიშებისა) და ამ ანგარიშებზე რიცხული ნაშთები მიმართონ ხაზინის ერთიან ანგარიშზე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით მათთვის განსაზღვრულ საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდზე.

მუხლი 4. სახელმწიფო საწარმოების მიერ კომერციულ ბანკებში საბანკო გარანტიების, სესხებისა და აკრედიტივების უზრუნველსაყოფად გამოყენებული და ვადიან დეპოზიტებზე განთავსებული თანხების გადატანა ხაზინის ერთიან ანგარიშზე და კომერციულ ბანკებში ანგარიშების დახურვა განხორციელდეს აღნიშნული საბანკო გარანტიების, სესხების, აკრედიტივებისა და ვადიანი დეპოზიტების ვადის ამოწურვის შემდეგ.

მუხლი 5. სახელმწიფო საწარმოების ბიუჯეტების შემოსულობებისა და გადასახდელების ფინანსური ოპერაციები, ასევე ოპერაციები უცხოური ვალუტითა და დეპოზიტებით, სახაზინო სამსახურის მომსახურებაზე გადასვლის შემდეგ, განხორციელდეს მხოლოდ ხაზინის ერთიანი ანგარიშის გამოყენებით. დაუშვებელია აღნიშნული ოპერაციების განხორციელება კომერციულ ბანკებში გახსნილ ანგარიშებზე.

მუხლი 6. სახაზინო სამსახურის მომსახურებაზე გადასვლის შემდეგ, სახელმწიფო საწარმოების მიერ კომერციულ ბანკებში დამატებითი შემოსულობის მიღების მიზნით, ანგარიშების გახსნა და მათზე თანხების გადატანა განხორციელდეს კოდექსის შესაბამისად.      


ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სამთავრობო სექტორისთვის მიკუთვნებული სახელმწიფო საწარმოების კომერციული ბანკების ანგარიშებიდან თანხების ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემაში გადატანის წესის დამტკიცების თაობაზე“?
დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „სამთავრობო სექტორისთვის მიკუთვნებული სახელმწიფო საწარმოების კომერციული ბანკების ანგარიშებიდან თანხების ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემაში გადატანის წესის დამტკიცების თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 18.07.2025.
როდის იქნა მიღებული „სამთავრობო სექტორისთვის მიკუთვნებული სახელმწიფო საწარმოების კომერციული ბანკების ანგარიშებიდან თანხების ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემაში გადატანის წესის დამტკიცების თაობაზე“?
„სამთავრობო სექტორისთვის მიკუთვნებული სახელმწიფო საწარმოების კომერციული ბანკების ანგარიშებიდან თანხების ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემაში გადატანის წესის დამტკიცების თაობაზე“ მიღებულია 15.01.2024. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №6. სარეგისტრაციო კოდი — 190020010.10.003.024398.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „სამთავრობო სექტორისთვის მიკუთვნებული სახელმწიფო საწარმოების კომერციული ბანკების ანგარიშებიდან თანხების ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემაში გადატანის წესის დამტკიცების თაობაზე“-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 18.07.2025-დან.
რამდენი მუხლისგან შედგება „სამთავრობო სექტორისთვის მიკუთვნებული სახელმწიფო საწარმოების კომერციული ბანკების ანგარიშებიდან თანხების ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემაში გადატანის წესის დამტკიცების თაობაზე“?
დოკუმენტი შედგება 8 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „სამთავრობო სექტორისთვის მიკუთვნებული სახელმწიფო საწარმოების კომერციული ბანკების ანგარიშებიდან თანხების ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემაში გადატანის წესის დამტკიცების თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 18.07.2025 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „სამთავრობო სექტორისთვის მიკუთვნებული სახელმწიფო საწარმოების კომერციული ბანკების ანგარიშებიდან თანხების ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემაში გადატანის წესის დამტკიცების თაობაზე“, №6, 15.01.2024, სარეგისტრაციო კოდი 190020010.10.003.024398 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.07.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6073063/