„არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების − საკრედიტო კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს კანონი (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
1. მე-11 და მე-12 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 11. აუდიტი, სათანადო პროცედურები, ბუღალტრული აღრიცხვა და ფინანსური ანგარიშგება
საკრედიტო კავშირი ვალდებულია:
ა) ყოველწლიურად მოიწვიოს აუდიტორი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ჩასატარებლად;
ბ) ბუღალტრული აღრიცხვა და ფინანსური ანგარიშგება აწარმოოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ბუღალტრული აღრიცხვის წესების მიხედვით;
გ) განახორციელოს „საგადასახადო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ“ 1988 წლის 25 იანვრის კონვენციის ფარგლებში „ფინანსური ანგარიშების შესახებ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ“ კომპეტენტური უწყებების მრავალმხრივი შეთანხმებით (CRS MCAA) ან საქართველოსა და შესაბამის იურისდიქციას შორის ფინანსური ანგარიშების თაობაზე ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ შესაბამისი შეთანხმებით განსაზღვრული სათანადო პროცედურები აღნიშნული შეთანხმებით გათვალისწინებული „ანგარიშგების საერთო სტანდარტის“ თანახმად, თუ ეს საკრედიტო კავშირი ამ შეთანხმებით განსაზღვრული ანგარიშმგები ფინანსური ინსტიტუტია.
საკრედიტო კავშირის სამეთვალყურეო საბჭოს ან გამგეობის წევრი არ შეიძლება იმავდროულად იყოს რომელიმე კომერციული ბანკის, მიკრობანკის ან სხვა საკრედიტო კავშირის სამეთვალყურეო საბჭოს ან გამგეობის წევრი. ამასთანავე, პირს ეკრძალება, იყოს საკრედიტო კავშირის გამგეობის წევრი, თუ:
ა) იგი მონაწილეობდა ოპერაციაში, რომელმაც კომერციულ ბანკს, მიკრობანკს ან სხვა საკრედიტო კავშირს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა;
ბ) მან კომერციულ ბანკში, მიკრობანკში ან სხვა საკრედიტო კავშირში სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენა;
გ) იგი იყო კომერციული ბანკის, მიკრობანკის ან სხვა საკრედიტო კავშირის ადმინისტრატორი და მისი საქმიანობის შედეგად აღნიშნული კომერციული ბანკი, მიკრობანკი ან სხვა საკრედიტო კავშირი გადახდისუუნარო გახდა;
დ) მან არ შეასრულა ფინანსური ვალდებულება კომერციული ბანკის, მიკრობანკის ან სხვა საკრედიტო კავშირის მიმართ;
ე) მასზე ვრცელდება ამ კანონით გათვალისწინებული სხვა აკრძალვები.“.
2. მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) კომერციულ ბანკებსა და მიკრობანკებში მოკლევადიანი დეპოზიტების სახით;“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2023 წლის 1 ივლისიდან.
თბილისი, 22 თებერვალი 2023 წ. N2605-XIმს-Xმპ |
რა შეცვალა ამ აქტმა
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების − საკრედიტო კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს კანონი „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების − საკრედიტო კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 22.02.2023.
- როდის იქნა მიღებული „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების − საკრედიტო კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების − საკრედიტო კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 22.02.2023. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №2605-XIმს-Xმპ. სარეგისტრაციო კოდი — 220030000.05.001.020831.
- რამდენი მუხლისგან შედგება „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების − საკრედიტო კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების − საკრედიტო კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების − საკრედიტო კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 22.02.2023 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების − საკრედიტო კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №2605-XIმს-Xმპ, 22.02.2023, სარეგისტრაციო კოდი 220030000.05.001.020831 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.02.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5724609/