„ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ხელშეკრულება, რომლის საფუძველზედაც ინვესტორს ენიჭება ნავთობისა და გაზის რესურსების ექსპლუატაციის უფლება ან/და ფართობზე ნავთობისა და გაზის შემცველი წიაღით სარგებლობის უფლება, იდება სახელმწიფოსა და მხოლოდ სააგენტოს მიერ ჩატარებულ ტენდერში ან აუქციონში გამარჯვებულ ინვესტორს შორის, გარდა ამ მუხლის 31 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ტენდერისა და აუქციონის ჩატარების პირობები იდენტურად უნდა აისახოს აღნიშნულ ხელშეკრულებასა და ამ კანონის შესაბამისად გაცემულ ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალურ ლიცენზიაში.“;
ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 და 32 პუნქტები:
„31. ნავთობისა და გაზის შემცველი იმ თავისუფალი წიაღით სარგებლობის უფლება, რომელზედაც ნავთობისა და გაზის ოპერაციების განხორციელების უფლება არცერთ ინვესტორს არ აქვს მინიჭებული, შეიძლება სააგენტოს მიერ დადგენილი შესაბამისი ბონუსის გადახდის საფუძველზე, მის მიერვე დადგენილი წესითა და პირობებით, ნავთობისა და გაზის რესურსების ექსპლუატაციის ან/და აღნიშნული თავისუფალი წიაღით სარგებლობის მიზნით, ტენდერის ან აუქციონის ჩატარების გარეშე გადაეცეს იმ ინვესტორს, რომლის ფართობიც უშუალოდ ესაზღვრება ნავთობისა და გაზის შემცველ თავისუფალ წიაღს, თუ:
ა) აღნიშნულ ფართობზე არსებული ბუნებრივი რეზერვუარის საზღვრები სცდება ფართობის საზღვრებს და თავისუფალი წიაღის შესაბამის ნაწილზე გადადის;
ბ) აღნიშნულ ფართობზე ნავთობისა და გაზის კონკრეტული ოპერაციების განხორციელება შეუძლებელია ინვესტორისთვის თავისუფალი წიაღის შესაბამისი ნაწილით სარგებლობის უფლების გადაცემის გარეშე;
გ) ინვესტორისთვის თავისუფალი წიაღის შესაბამისი ნაწილით სარგებლობის უფლების გადაცემა აუცილებელია სხვა საფუძვლიანი გეოლოგიური მოსაზრებიდან გამომდინარე.
32. ამ მუხლის 31 პუნქტით გათვალისწინებული ნავთობისა და გაზის შემცველი თავისუფალი წიაღით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ სააგენტოს გადაწყვეტილების თაობაზე უნდა ეცნობოს ყველა ინვესტორს, რომელთა ფართობებიც უშუალოდ ესაზღვრება აღნიშნულ თავისუფალ წიაღს, რათა დაინტერესების შემთხვევაში მათ ჰქონდეთ გონივრული ვადა შესაბამისი განაცხადის წარსადგენად.“.
მუხლი 2. 2023 წლის 1 ივლისამდე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტომ სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის მიზნით უზრუნველყოს აღნიშნულ აქტებში ცვლილებების შეტანა.
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
თბილისი, 22 თებერვალი 2023 წ. N2629-XIმს-Xმპ |