ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ
მიღების თარიღი 22.02.2023
ძალის დაკარგვა 04.03.2024
გამომცემი ორგანო ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №01
სარეგისტრაციო კოდი 200140030.35.117.016542
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 23/02/2023
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (3)
| ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ასლან საგანელიძე | ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| IMG | ITL |
| 0,32 | 0,9 |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 28.02.2024
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 23.02.2022
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
დოკუმენტის ტექსტი
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №01
2023 წლის 22 თებერვალი
ქ. ამბროლაური
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტის, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის, „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25–ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
განისაზღვროს „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი“ დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს „ქალაქ ამბროლაურის ტერიტორიის ზონირება“ დანართი №2-ის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 23 თებერვლის №07 დადგენილება (www.matsne.gov.ge; 25/02/2022; სარეგისტრაციო კოდი: 200140030.35.117.016514).
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეასლან საგანელიძე
დანართი №1
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი
მუხლი 1🔗
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში – მიწის ნორმატიული ფასი) დიფერენცირებულია ქალაქ ამბროლაურის ზონირების საფუძველზე შესაბამისი ზონების მიხედვით, დგინდება შესაბამის ადგილზე არსებული მიწის საბაზრო ფასის გათვალისწინებითა და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულით:
CN = IMG X ITL X C X K, სადაც:
ა) CN – არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი;
ბ) IMG – არის ქალაქ ამბროლაურის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0,32-ს;
გ) ITL – არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის ქალაქ ამბროლაურის ცენტრალური ზონისთვის 1,1-ს; ქალაქ ამბროლაურის შუალედური ზონისთვის – 1-ს; ქალაქ ამბროლაურის პერიფერიული ზონისთვის – 0,9-ს;
დ) C – არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს.
ე) K – არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი, რომელიც უდრის ქალაქ ამბროლაურის ცენტრალური ზონისათვის 380-ს, ქალაქ ამბროლაურის შუალედური ზონისათვის – 131-ს და ქალაქ ამბროლაურის პერიფერიული ზონისათვის – 102-ს.
მუხლი 2🔗
პირველი მუხლის მიხედვით ქალაქ ამბროლაურის ცენტრალურ ზონაში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით:
IMG
ITL
C
K
CN (ლარი)
0,32
1,1
0,24
380
32.10
მუხლი 3🔗
პირველი მუხლის მიხედვით ქალაქ ამბროლაურის შუალედურ ზონაში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით:
IMG
ITL
C
K
CN (ლარი)
0,32
1
0,24
300
23.04
მუხლი 4🔗
პირველი მუხლის მიხედვით ქალაქ ამბროლაურის პერიფერიულ ზონაში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით:
IMG
ITL
C
K
CN (ლარი)
0,32
0,9
0,24
240
16.58
მუხლი 5🔗
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქალაქ ამბროლაურის შუალედურ ზონაში დადგენილი ფასის 30%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 6.91 ლარს.
მუხლი 6🔗
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქალაქ ამბროლაურის შუალედურ ზონაში დადგენილი ფასის 25%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 5.76 ლარს.
მუხლი 7🔗
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი „საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №407 დადგენილებით განსაზღვრულ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს ქალაქ ამბროლაურის შუალედური ზონისთვის დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით და იგი განისაზღვროს 11.52 ლარით.
დანართი №2
ქალაქ ამბროლაურის ტერიტორიის ზონირება
ქალაქ ამბროლაურის ზონების აღწერა
ლოკალური ტერიტორიული ინდექსი
ITL
ცენტრალური ზონა
1
ვაჟა ფშაველას ქუჩა №1-დან №37-ის ჩათვლით; მ. კოსტავას ქუჩა; ვ. მახალდიანის ქუჩა; ვანო კობახიძის ქუჩა; შ. რუსთაველის ქუჩა (მ. კოსტავას ქუჩის გადაკვეთიდან ვ. კობახიძის ქუჩის გადაკვეთამდე); ხვანჭკარის ქუჩა (მ. კოსტავას ქუჩის გადაკვეთიდან ვ. კობახიძის ქუჩის გადაკვეთამდე); ა. შიშინაშვილის ქუჩა (კოსტავას ქუჩის გადაკვეთიდან ვ. კობახიძის ქუჩის გადაკვეთამდე); დ. აღმაშენებლის ქუჩა №9-დან №12ა-ს ჩათვლით; კ. გამსახურდიას ქუჩა (დ. აღმაშენებლის ქუჩის გადაკვეთიდან კ. გამსახურდიას ქუჩა №9-ის ჩათვლით); თამარ მეფის ქუჩა (მ. კოსტავას ქუჩის გადაკვეთიდან თამარ მეფის ქუჩა №13-ის ჩათვლით); თამარ მეფის ქუჩის №01 შესახვევი; ბრატისლავა-რაჭის ქუჩა (მ. კოსტავას ქუჩის გადაკვეთიდან ალ. გურგენიძის ქუჩის გადაკვეთამდე); ბრატისლავა-რაჭის ქუჩის №01 შესახვევი; ბრატისლავა-რაჭის ქუჩის №01 ჩიხი; ბრატისლავა-რაჭის ქუჩის №02 ჩიხი; ბრატისლავა-რაჭის ქუჩის №03 ჩიხი; ბრატისლავა-რაჭის ქუჩის №04 ჩიხი; ბრატისლავა-რაჭის ქუჩის №05 ჩიხი; კ. გამსახურდიას ქუჩის №01 ჩიხი; კ. გამსახურდიას №02 ჩიხი.
1,1
შუალედური ზონა
2
ა. შიშინაშვილის ქუჩა (ვ. კობახიძის ქუჩის გადაკვეთიდან ა. შიშინაშვილის ქუჩის №33-ის ჩათვლით); აკ. წერეთლის ქუჩა; ხვანჭკარის ქუჩა (ვ. კობახიძის ქუჩის გადაკვეთიდან აკ. წერეთლის ქუჩის გადაკვეთამდე); რუსთაველის ქუჩა (ვ. კობახიძის ქუჩის გადაკვეთიდან აკ. წერეთლის ქუჩის გადაკვეთამდე); დ. აღმაშენებლის ქუჩა №9-დან №38-ის ჩათვლით; კ. გამსახურდიას ქუჩა №9-დან №88-ის ჩათვლით; გრ. ხუციშვილის ქუჩა; ილ. ჭავჭავაძის ქუჩა (დ. აღმაშენებლის ქუჩის გადაკვეთიდან ბრატისლავა-რაჭის ქუჩის გადაკვეთამდე); გ. წულუკიძის ქუჩა (ილ. ჭავჭავაძის ქუჩის გადაკვეთიდან ბრატისლავა-რაჭის ქუჩის გადაკვეთამდე); გ. წულუკიძის ქუჩის №02 ჩიხი; გ. წულუკიძის ქუჩის №01 ჩიხი; ნიკო ფიროსმანის ქუჩა; ალ. გურგენიძის ქუჩა (ბრატისლავა-რაჭის ქუჩის გადაკვეთიდან ალ. გურგენიძის ქუჩის №16-ის ჩათვლით); ბრატისლავა-რაჭის ქუჩა (გურგენიძის ქუჩის გადაკვეთიდან დიმიტრი ყიფიანის ქუჩის გადაკვეთამდე); სოფიო შარაბიძის ქუჩა; სოლომონ პირველის ქუჩა; ვაჟა ფშაველას ქუჩის №01 ჩიხი; ვაჟა ფშაველას ქუჩის №02 ჩიხი; ვაჟა ფშაველას ქუჩის №03 ჩიხი; ვაჟა ფშაველას ქუჩის №04 ჩიხი; ვაჟა ფშაველას ქუჩა (№37-დან სოფელ კვაცხუთის დასაწყისამდე); ვაჟა ფშაველას ქუჩა (№01-დან სოფ. ძირაგეულის დასაწყისამდე); დ. აღმაშენებლის ქუჩის №01 ჩიხი; დ. აღმაშენებლის ქუჩის №02 ჩიხი; კ. გამსახურდიას ქუჩის №03 ჩიხი; კ. გამსახურდიას ქუჩის №04 ჩიხი; კ. გამსახურდიას ქუჩის №05 ჩიხი; ბრატისლავა-რაჭის ქუჩის №06 ჩიხი; ბრატისლავა- რაჭის ქუჩის №07 ჩიხი; ბრატისლავა-რაჭის ქუჩის №08 ჩიხი; ალ. გურგენიძის ქუჩის №01 ჩიხი.
1
პერიფერიული ზონა
3
რ. დვალის ქუჩა; ი. გოგებაშვილის ქუჩა; პეტრე მელიქიშვილის ქუჩა; ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩა (ილ. ჭავჭავაძის ქუჩის გადაკვეთიდან ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩის №20-ის ჩათვლით); ექვთიმე აღმსარებლის ქუჩა; კ. გამსახურდიას ქუჩა (№88-დან №59-ის ჩათვლით); თამარ მეფის ქუჩა (№13-დან №22-ის ჩათვლით); გიორგი ბრწყინვალის ქუჩა; თამარ მეფის ქუჩის №01 ჩიხი; შოთა რუსთაველის ქუჩა (ა. წერეთლის ქუჩის გადაკვეთიდან რუსთაველის ქუჩის №64-ის ჩათვლით); შ. რუსთაველის ქუჩის №01 ჩიხი; შ. რუსთაველის ქუჩის №02 ჩიხი; კ. ჭიჭინაძის ქუჩა; ა. შიშინაშვილის ქუჩა №33-დან №49-ის ჩათვლით; დიმიტრი ყიფიანის ქუჩა; ალ. გურგენიძის ქუჩა №16-დან №18-ის ჩათვლით; ალ. გურგენიძის ქუჩის №02 ჩიხი; ვაჟა ფშაველას ქუჩის №01 შესახვევი; ვაჟა ფშაველას ქუჩის №05 ჩიხი; ვაჟა ფშაველას ქუჩის №06 ჩიხი; თამარ მეფის ქუჩის
№01 ჩიხი; თამარ მეფის ქუჩის №02 ჩიხი.
0,9