სიღნაღის მუნიციპალიტეტის დასახლებულ ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 27.02.2023
გამომცემი ორგანო სიღნაღის მუნიციპალიტეტი
ნომერი №3
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.168.016370
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/02/2023
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.02.2023 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (15)
| 1 | მუზეუმები, ბიბლიოთეკები |
| 2 | ოფისები, სააგენტოები, პროფესიული და სახელმწიფო ორგანიზაციები, |
| 3 | კინოთეატრები და თეატრები |
| 4 | ბანკები, საკრედიტო და საფინანსო ორგანიზაციები |
| 5 | სკოლები, საბავშვო ბაგა-ბაღები (საგანმანათლებლო დაწესებულებები) |
| 6 | სასტუმროები, |
| 7 | საოჯახო სასტუმროები |
| 8 | საავადმყოფო |
| 9 | პოლიკლინიკები, სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრები |
| 10 | ექიმებისა და სტომატოლოგიური კაბინეტები |
| 11 | სპორტულ-გამაჯანსაღებელი დაწესებულებების ტერიტორიები |
| 12 | სასურსათო მაღაზიები |
| 13 | სამრეწველო მაღაზიები |
| 14 | აფთიაქები და ვეტაფთიაქები |
| 15 | სასურსათო და სამრეწველო მაღაზიების, აფთიაქების და ვეტაფთიაქების სასაწყობე და დამხმარე ტერიტორიები |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის დასახლებულ ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ ბოლნისის მუნიციპალიტეტის დასახლებულ ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრის, გადახდის ინსტრუქციისა და დასუფთავების მოსაკრებლის ქვითრის ფორმის დამტკიცების შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასახლებული ტერიტორიის
დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღებისა და მოსაკრებლის
გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
სიღნაღის მუნიციპალიტეტის დასახლებულ ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №3
2023 წლის 27 თებერვალი
ქ. სიღნაღი
სიღნაღის მუნიციპალიტეტის დასახლებულ ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი, მე-2 და მე-6 პუნქტების, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის, 121 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
სიღნაღის მუნიციპალიტეტის დასახლებულ ტერიტორიაზე შემოღებულ იქნეს დასუფთავების მოსაკრებელი:
1.
ფიზიკური პირისათვის დასუფთავების მოსაკრებლის განაკვეთი ერთ სულზე შეადგენს თვეში 0.70 ლარს. ოჯახის წევრთა რაოდენობის მიუხედავად, სულადობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განისაზღვროს 4 სულით.
2.
ინდივიდუალური მეწარმეებისა და იურიდიული პირებისათვის დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვროს დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის დასახლებულ ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია დანართი №2-ის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვება-ტრანსპორტირების, ამ ნარჩენების გაუვნებლობის ხარჯები დაიფაროს სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან.
მუხლი 4🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 26 თებერვლის №17 დადგენილება „მოსაკრებლები დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების შესახებ“ და სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 31 მაისის №43 დადგენილება „სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“.
მუხლი 5🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ჯანიკაშვილი
დანართი №1
სიღნაღის მუნიციპალიტეტის დასახლებულ ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განაკვეთები ინდივიდუალური მეწარმეებისა და იურიდიული პირებისათვის
№
საქმიანობა
ზომის ერთეული
განაკვეთი თვეში
(ლარებში)
1
მუზეუმები, ბიბლიოთეკები
დახურული ფართის 1 კვ.მ.
0.03
2
ოფისები, სააგენტოები, პროფესიული და სახელმწიფო ორგანიზაციები,
დახურული ფართის 1 კვ.მ.
0.25
3
კინოთეატრები და თეატრები
მაყურებლის ერთ სავარძელზე
0.10
4
ბანკები, საკრედიტო და საფინანსო ორგანიზაციები
დახურული ფართის 1 კვ.მ.
0.50
5
სკოლები, საბავშვო ბაგა-ბაღები (საგანმანათლებლო დაწესებულებები)
ერთ მოსწავლეზე
0.10
6
სასტუმროები,
მომსახურების ერთ საწოლზე
2.0
7
საოჯახო სასტუმროები
მომსახურების ერთ საწოლზე
1.0
8
საავადმყოფო
ერთ საწოლზე
2.0
9
პოლიკლინიკები, სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრები
დახურული ფართის 1 კვ.მ.
0.20
10
ექიმებისა და სტომატოლოგიური კაბინეტები
დახურული ფართის 1 კვ.მ.
0.30
11
სპორტულ-გამაჯანსაღებელი დაწესებულებების ტერიტორიები
საერთო ფართის 1 კვ.მ.
0.15
12
სასურსათო მაღაზიები
დახურული ფართის 1 კვ.მ.
1.0
13
სამრეწველო მაღაზიები
დახურული ფართის 1 კვ.მ.
0.50
14
აფთიაქები და ვეტაფთიაქები
დახურული ფართის 1 კვ.მ.
0.50
15
სასურსათო და სამრეწველო მაღაზიების, აფთიაქების და ვეტაფთიაქების სასაწყობე და დამხმარე ტერიტორიები
დახურული ფართის 1 კვ.მ.
0.20
16
აგრარული ბაზრები
საერთო ფართის 1 კვ.მ.
0.10
17
აგრარული ბაზრები, რომლებიც ფუნქციონირებენ კვირაში ერთხელ
საერთო ფართის 1 კვ.მ.
0.015
18
შერეული საქონლის ბაზრობები
საერთო ფართის 1 კვ.მ.
0.02
19
ავტოსადგომები და საწყობები
ღია ფართის 1კვ.მ
0.05
დახურული ფართის 1 კვ.მ
0.15
20
ბენზინგასამართი და გაზგასამართი სადგურები
სამუშაო ფართის 1 კვ.მ.
0,10
21
ავტოსამრეცხაოები
დახურული ფართის 1 კვ.მ.
0.10
22
ა/მანქანების სარემონტო სადგურები, ტექმომსახურების ადგილები
დახურული ფართის 1 კვ.მ.
0.10
23
აბანოები
დახურული ფართის 1 კვ.მ.
0.20
24
სილამაზის სალონები
დახურული ფართის 1 კვ.მ.
0.40
25
სამეწარმეო საქმიანობა შენობის შიგნით მიმდინარე წარმოებისა და საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტები
საერთო ფართის 1 კვ.მ.
0.15
26
რესტორნები, პიცერიები, სასადილოები, კაფეები და ბარები, სასაუზმეები, სახინკლეები
ერთ დასაჯდომ ადგილზე
1.0
27
საცხობები, საკონდიტროები, ლიმონათის საამქროები, საძეხვე საამქროები, სახაჭაპურეეები
დახურული ფართის 1 კვ.მ.
0.30
28
დისკოტეკები, ღამის კლუბები, კაზინოები, ტოტალიზატორები, სათამაშო კლუბები
დახურული ფართის 1 კვ.მ.
1.0
29
საავტომობილო სადგურები
ღია ფართის 1 კვ.მ.
0.05
დახურული ფართის 1 კვ.მ.
0,10
30
ყველა სხვა ტიპის დაწესებულება, რომელიც არ მიეკუთვნება ამ დანართის 1- 29 პუნქტებით განსაზღვრულ ობიექტებს
საერთო ფართის 1 კვ.მ.
0.02
დანართი №2
სიღნაღის მუნიციპალიტეტის დასახლებულ ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულება
1.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის დასახლებულ ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია (შემდგომში – წესი) შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და განსაზღვრავს სიღნაღის მუნიციპალიტეტის დასახლებულ ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქნელთა მიერ დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის წესს.
2.
ეს წესი აწესრიგებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის დასახლებულ ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ დასუფთავების მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს მოსაკრებლის განაკვეთის დაწესებას, გადახდის წესსა და მოსაკრებლის გადამხდელთა უფლება-მოვალეობებს.
3.
დასუფთავების მოსაკრებელი (შემდგომში –მოსაკრებელი) წარმოადგენს სიღნაღის მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის გაწეული მომსახურებისათვის გათვალისწინებულ აუცილებელ გადასახადს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში.
4.
ნარჩენების წარმომქმნელი ვალდებულია მოსაკრებელი გადაიხადოს დადგენილ ვადაში.
5.
მოსაკრებლის ადმინისტრირებას (ამოღებას) ახორციელებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირების განყოფილება.
6.
მოსაკრებლის გადამხდელია სიღნაღის მუნიციპალიტეტის დასახლებულ ტერიტორიაზე ნარჩენების წარმომქმნელი ყველა სუბიექტი.
მუხლი 2🔗.
მოსაკრებლის განაკვეთი, მისი გამოანგარიშებისა და გადახდის წესი
1.
მოსაკრებლის განაკვეთი წესდება სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ სიღნაღის მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის როგორც ფიზიკური პირებისათვის, ისე იურიდიული პირებისა და ინდივიდუალური მეწარმეებისათვის, რომელთა საქმიანობის შედეგად წარმოიქმნება ნარჩენი.
2.
მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება ეკისრება იმ უძრავი ქონების მესაკუთრეს (მოსარგებლეს), რომელიც მასთან ერთად მცხოვრებ პირებთან ერთად საყოფაცხოვრებო ნარჩენის წარმომქმნელია.
3.
ფიზიკური პირი მოსაკრებელს იხდის მხოლოდ ერთი საცხოვრებელი ადგილის სულადობის მიხედვით.
4.
სიღნაღის მუნიციპალიტეტში მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება ეკისრება იმ იურიდიულ პირებსა და ინდივიდუალურ მეწარმეებს, რომელთა საქმიანობის შედეგად წარმოიქმნება ნარჩენი.
5.
ნარჩენების წარმომქმნელი ფიზიკური პირის ოჯახში თვის პირველ ნახევარში რაოდენობის შეცვლის შემთხვევაში, მიმდინარე თვის მოსაკრებელი იფარება ცვლილების გათვალისწინებით, ხოლო თვის მეორე ნახევარში – ცვლილების გაუთვალისწინებლად.
6.
მესაკუთრის, მოიჯარის ან მოსარგებლის შეცვლის შემთხვევაში მიმდინარე თვის მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება ეკისრება იმ სუბიექტს, რომელმაც მიიღო მომსახურების 50%-ზე მეტი.
7.
ნარჩენების წარმომქმნელის მიერ ნარჩენების წარმოქმნის ადგილის შეცვლის შემთხვევაში მოსაკრებელი გადაიხდება ნარჩენების წარმოქმნის იმ ადგილის მიხედვით, სადაც მიიღო მომსახურების 50%-ზე მეტი.
8.
თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო მოსაკრებლის ახალი განაკვეთის ძალაში შესვლამდე, უფრო მცირეა, ვიდრე გადახდის დროის დადგომის შემდეგ, სხვაობა უნდა დაიფაროს ახალი განაკვეთის ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადში. თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო ახალი განაკვეთის ამოქმედების შემდეგ, აღემატება ახალ ამოქმედებულ განაკვეთს, სხვაობა ახალი განაკვეთის ამოქმედების შემდეგ უნდა გამოაკლდეს ახალი განაკვეთის თანხას.
9.
მოსაკრებელი შეიძლება გადახდილ იქნეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში დარეგისტრირებული ნებისმიერი გადამხდელის ან მისი წარმომადგენლის მიერ, ქვითრის ან/და ელექტრონული ანგარიშსწორების საშუალებით.
10.
მოსაკრებლის გადახდის ქვითარი შენახული უნდა იქნეს ერთი წლის განმავლობაში.
მუხლი 3🔗.
მოსაკრებლის გადახდის ვალდებულების წარმოქმნა, შეცვალა და მისგან გათავისუფლება
1.
მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წარმოიქმნება ნარჩენის წარმომქმნელი ყველა პირისათვის ერთი თვის განმავლობაში მომსახურების მიღების შემთხვევაში.
2.
მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან თავისუფლდებიან:
ა)
მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი პირები და დაღუპულთა ოჯახები;
ბ)
ლტოლვილები და იძულებით გადაადგილებული პირები;
გ)
ის პირები, რომლებიც ცხოვრობენ (ან/და მისი იურიდიული მისამართია) მუნიციპალიტეტის იმ ტერიტორიაზე, სადაც არ ფუნქციონირებს მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებისა და გატანის სისტემა;
დ)
სოციალურად დაუცველი ოჯახები.
3.
მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან 50%-ით თავისუფლდებიან ის ოჯახები, რომელთაც ჰყავთ შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე პირი (პირები).
4.
მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წყდება ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ სიღნაღის მუნიციპალიტეტში ნარჩენების წარმოქმნის შეწყვეტისთანავე.
5.
არ დაერიცხებათ დასუფთავების მოსაკრებელი საწარმოო ობიექტებისა და ორგანიზაციების შენობა-ნაგებობების ფართს ან მათ ნაწილს, ღია ტერიტორიების ფართს ან მათ ნაწილს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო არ ფუნქციონირებს, გამოუყენებელია და არ წარმოიქმნება ნარჩენი. საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სადაც სწავლების პროცესი მიმდინარეობს გრაფიკით, აღსაზრდელთა და მოსწავლეთა რაოდენობა იანგარიშება სიის მიხედვით.
6.
მოსაკრებლის გადამხდელი პირის მიერ მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან ერთ თვეზე მეტი ვადით გასვლის შემთხვევაში უფლება აქვს მოითხოვოს მოსაკრებლის გადახდევინების შეწყვეტა იმ ვადის განმავლობაში, რა პერიოდშიც გასული იქნება მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან და შესაბამისად არ იქნება ნარჩენის წარმომქმნელი, რისთვისაც იგი წინასწარ წერილობით მიმართავს მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ ორგანოს. წერილობით მიმართვაში დაფიქსირებული უნდა იყოს საცხოვრებელ ადგილზე არყოფნის ვადა.
მუხლი 4🔗.
მომხმარებელთა უფლებები და მოვალეობები
1.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელი ბინის/სახლის მესაკუთრე (მოსარგებლე), ასევე მოქმედი ინდივიდუალური მეწარმე და იურიდიული პირი ვალდებულია დარეგისტრირდეს მოსაკრებლის გადამხდელად მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ ორგანოში. წინამდებარე წესის ამოქმედების დღიდან აღნიშნული პირები ავტომატურად ითვლებიან მომსახურების მიმღებად.
2.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელი ბინის/სახლის მესაკუთრე (მოსარგებლე) ვალდებულია რეგისტრაცია გაუკეთოს მის საკუთრებაში მცხოვრები პირების რაოდენობას და რაოდენობის ცვლილებას. ასევე მესაკუთრე (მოსარგებლე), რომლის საკუთრებაშიც წარმოიქმნება ნარჩენი ვალდებულია წარმომქნელთა, რაოდენობის ცვლილების შესახებ დაუყონებლივ ან/და, არაუგვიანეს 15 კალენდარული დღისა, აცნობოს მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ ორგანოს.
3.
იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან ფაქტობრივი საქმიანობის დაწყების დღიდან (აგრეთვე რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, საქმიანობის პროფილის, მისამართის, ადგილმდებარეობის და ნებისმიერი სხვა სახის ცვლილებების შემთხვევაში), არაუგვიანეს 15 კალენდარული დღისა, აღნიშნულის თაობაზე აცნობონ მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ ორგანოს. მიუხედავად შეტყობინების განხორციელების დღისა, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან მოსაკრებელი გადაიხადონ მომსახურების მიღების მთელ პერიოდზე.
4.
დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელად დარეგისტრირებისათვის იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან წარმოადგინონ კონკრეტულ მისამართზე (ფართზე) მათი ფუნქციონირების დაწყების დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი. მიუხედავად შეტყობინების განხორციელების დღისა, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან მოსაკრებელი გადაიხადონ მომსახურების მიღების მთელ პერიოდზე.
5.
დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელად დარეგისტრირებული მომხმარებლის მიერ, ფაქტობრივად დაკავებულ ფართში განხორციელებული ნებისმიერი სახის ცვლილებების შემთხვევაში (რამაც შესაძლებელია გავლენა იქონიოს ნარჩენების მართვის მომსახურების განმახორციელებელი სამსახურის მიერ ამ მომსახურების მიწოდების ხარისხზე და მოცულობაზე) მათზე დარიცხულ მოსაკრებელში ცვლილებების შეტანის მიზნით, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან არაუგვიანეს 15 კალენდარული დღისა აცნობონ მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ ორგანოს და წარმოადგინონ მათ მიერ დაკავებულ ფართში ცვლილებების დამადასტურებელი დოკუმენტები. მიუხედავად შეტყობინების განხორციელების დღისა, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან მოსაკრებელი გადაიხადონ მომსახურების მიღების მთელ პერიოდზე.
6.
იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან საქმიანობის შეწყვეტის შემთხვევაში აცნობონ მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ ორგანოს და წარმოადგინონ კონკრეტულ მისამართზე (ფართზე) საქმიანობის შეწყვეტის უტყუარი დამადასტურებელი დოკუმენტი (სახელმწიფო ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტი, ხელშეკრულება ან სხვა დოკუმენტი), საქმიანობის შეწყვეტის უტყუარი დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოუდგენლობის შემთხვევაში დასუფთავების მოსაკრებლის დარიცხვა შეწყდება შეტყობინების განხორციელების დღიდან შესაბამისი უფლებამოსილი პირების მიერ ინსპექტირების შედეგად, ობიექტის ფუნქციონირების შეწყვეტის ფაქტის დადასტურების საფუძველზე შედგენილი შემოწმების აქტის თარიღიდან.
7.
წინამდებარე წესის შესრულებაზე კონტროლის განხორციელების მიზნით უფლებამოსილ პირებს დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში უფლება აქვთ, შეუფერხებლად შევიდნენ მომსახურების მიმღები პირების ტერიტორიაზე.
8.
მომხმარებელს შეუძლია მოითხოვოს შესაბამისი შეთანხმების ან ხელშეკრულების გაფორმება, საკუთარი ინტერესებისა და ამ დადგენილების მიზნებიდან გამომდინარე, თუმცა მოსაკრებელი გადაიხდება ამ წესის შესაბამისად.
მუხლი 5🔗.
მოსაკრებლის ბიუჯეტში ჩარიცხვის წესი
მოსაკრებელი მთლიანად ჩაირიცხება სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.
მუხლი 6🔗.
მოსაკრებლის გადახდის პერიოდულობა და ვადები
1.
მოსაკრებელი გადაიხდევინება თვეში ერთხელ, საანგარიშო თვის ბოლო კალენდარულ დღეს.
2.
გადამხდელს შეუძლია მოსაკრებელი გადაიხადოს წინასწარ, მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ ორგანოსთან გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე.
მუხლი 7🔗.
პასუხისმგებლობა მოსაკრებლის გადახდევინებისათვის
მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურს.
მუხლი 8🔗.
პასუხისმგებლობა მოსაკრებლის გადაუხდელობისათვის
დასუფთავების მოსაკრებლის გადაუხდელობის შემთხვევაში გატარდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.